თეთრი აკაციის ჩაის თვისებები ქალის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით ღირებულია.

2828

თეთრი აკაციის ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ბევრი ქალური დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

ხალხური მედიცინა თვლის, რომ აკაციის ყვავილები ქალის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ეს მცენარე გამოიყენება ბევრი ისეთი ქალური დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა უშილობა, ლეიკორეა, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხეების ანთება და ა.შ. ცნობილ სიმღერაში მღერიან: „თეთრი აკაციის სურნელოვანი მტევნები შეუქცევადია, როგორც ჩემი ახალგაზრდობა“. სავარადოდ, ავტორმა ფიტოთერაპიის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ინტუიციურად გრძნობდა, რომ აკაციას ქალის ახალგაზრდობის გახანგრძლივება და განწყობის გაძლიერება შეუძლია. აკაციის სურნელოვან ყვავილებში აღმოაჩინეს გლიკოზიდები და ფლავონოიდები, რომლებიც ქალის ორგანიზმზე სამკურნალო ეფექტს უზრუნველყოფენ.

აკაცია ქალის უნაყოფობას კურნავს

ლეგენდის თანახმად, ძველი ეგვიპტის ქალღმერთმა ისიდამ ვაჟიშვილი, ღმერთი ჰოროსი, აკაციის დახმარებით გააჩინა (ჩასახვა მაშინ მოხდა, როცა მისი ქმარი, ოსირისი გარდაცვლილი იყო). ალბათ, ძველმა ხალხმა იცოდა, რომ აკაციას ქალის უნაყოფობის განკურნება შეეძლო.

ბიოენერგოთერაპევტები აცხადებენ, რომ შეყვარებულებისთვის აკაციის თეთრი მტევნების ჩრდილქვეშ დროის გატარება ძალიან სასარგებლოა, რადგან ის უნაყოფობისგან არა მხოლოდ ქალებს, არამედ კაცებსაც მკურნალობს.

ნაყენი ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ: 10 გრ ახალ ყვავილს 10 გრ სპირტი დაასხით და 10 დღე დააყენეთ. 20 წვეთი ნაყენი 1 ჭიქა წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

ქალური დაავადებების მკურნალობა აკაციის ყვავილებით

ქალური ანთების და ლეიკორეას სამკურნალოდ ასეთ ნაყენს ამზადებენ. 200 გრ აკაციის ყვავილს 0,5 ლ არაყი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. ახალგაზრდა ქალებმა 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მიიღოთ, ხოლო გოგოებმა და ზრდასრულმა ქალებმა დოზა 1 ჩ/კ-მდე უნდა შეამცირონ.

ქალური ანთების სამკურნალოდ აკაციის ქერქს ღებულობენ. ამისთვის ნაყენს ამზადებენ: 0,5 ჩ/კ დაქუცმაცებულ აკაციის ქერქს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. საშვილოსნოს ანთების დროს 0,3 – 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ.

თუ ქალს ლეიკორეა (საშოდან თეთრი გამონადენი, რომელსაც ქავილიც ახლავს) აწუხებს, მაშინ აკაცია დაგეხმარებათ. აკაციის გაუშლელი ყვავილებიდან წვენს აკეთებენ, რომელსაც 1 ჩ/კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ღებულობენ. ამავდროულად აკაციის ყვავილების ნაყენით ინფუზიას იკეთებენ. ზოგიერთი ხალხური მკურნალი გირჩევთ ლეიკორეას დროს თეთრი აკაციის ყვავილები კარგად დაღეჭოთ და შეჭამოთ.

აკაცია საშვილოსნოს მიომას კურნავს

რეცეპტი № 1. საშვილოსნოს მიომას სამკურნალოდ აკაციის და კალენდულას ნაყენს იღებენ. სამი 0,5 ლიტრიანი ქილა აიღეთ, თითოეულში 2 ს/კ თეთრი აკაციის ყვავილები ჩაყარეთ, 300 მლ სპირტი და 100 მლ ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით. თავზე დაახურეთ და ბნელ ადგილას 10 დღით დააყენეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ და წყალი დააყოლეთ.

მკურნალობა მანამ უნდა გააგრძელოთ, სანამ ყველა ქილიდან ნაყენს არ დალევთ. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და 30 დღის განმავლობაში კალენდულას ნაყენი დალიეთ. 1 ს/კ კალენდულას ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ღამე გააჩერეთ და დილით, უზმოზე 0,5 ჭიქა დალიეთ.

რეცეპტი  № 2. ზოგიერთი ხალხური მკურნალი საშვილოსნოს მიომას თეთრი აკაციის ყვავილების ნაყენით წარმატებით კურნავს. 1 ს/კ ყვავილებს 2 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

რეცეპტი № 3. თეთრი აკაციის ნაყენი მოამზადეთ. 2 ს/კ ნედლ აკაციას 200 მლ არაყი დაასხით და 15 დღე დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.

აკაცია ქალის ზოგადი ჯანმრთელობისთვის

ცისტიტი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. ამ დაავადების სამკურნალოდ აკაციის ყველა თვისება გააჩნია. ამისთვის ნაყენი მოამზადეთ: 1 ს/კ მშრალ ყვავილებს 0,5 ლ წყალი დაასხით და 3 წუთით ადუღეთ. გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.

კიდევ ერთი პატარა საიდუმლო – აკაცია გარეგნულად გამოიყენეთ. მისი ნაყენი სისხლჩაქცევების, ვარიკოზული ვენების, ოსტეოქონდროზის, ჩალურჯებების და ა.შ. პრობლემების დროს შეიზილეთ. 1 ლიტრიან ქილაში ¾ ნაწილი აკაციის ყვავილებით აავსეთ, შემდეგ ბოლომდე არყით აავსეთ და ბნელ ადგილას 2 კვირა დააყენეთ.

აკაციის საშუალების მომზადების დროს დოზირება მკაცრად უნდა დაიცვათ, რადგან ის შხამიანია. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ამ მცენარის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

თეთრი აკაციის საშუალებებს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი თვისებები აქვს. მას სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების დროს ღებულობენ. ხალხურ მედიცინაში აკაციის ყვავილების ნაყენი სურდოს და შარდის ბუშტის ანთების დროს გამოიყენება.

როგორც ხედავთ, აკაცია ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აკაცია თითქმის ყველა „ქალურ პრობლემას“ კურნავს. სწორედ ამიტომ, მშრალი არომატული ყვავილები ზამთრისთვის აუცილებლად უნდა შეაგროვოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.