ფულის ეკონომიის 10 მარტივი მეთოდი, რომლითაც ვალებს გაისტუმრებთ და ოცნების ასასრულებლად ფულს დააგროვებთ

1989
ფულის ეკონომიის 10 მარტივი მეთოდი, რომლითაც ვალებს გაისტუმრებთ და ოცნების ასასრულებლად ფულს დააგროვებთ
ფულის ეკონომიის 10 მარტივი მეთოდი, რომლითაც ვალებს გაისტუმრებთ და ოცნების ასასრულებლად ფულს დააგროვებთ

როგორ დავხარჯოთ ნაკლები ისე, რომ სიამოვნებაზე უარი არ ვთქვათ? ინტერნეტის წყალობით ბევრი ადამიანი ერთმანეთს რჩევებს უზიარებს, რომლებიც პრაქტიკულად ცხოვრების სტილის შეუცვლელად ხარჯების შემცირებაში ეხმარებათ. მაგ., ავტომობილის ყიდვა თვის ბოლოსთვის გადადეთ და მიიღეთ კარგი ფასდაკლება, პროდუქტები ინტერნეტით შეიძინეთ, რომ საჩუქრები, ფასდაკლებები და უფასო მიწოდება მიიღოთ. ბონუსის ბარათები გამოიყენეთ, რომ დახარჯული თანხის ნაწილი დაიბრუნოთ.
გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლებიც ჯერჯერობით მილიონებს არ გამოიმუშავებთ, მაგრამ თავი გაცილებით უკეთ შეგიძლიათ იგრძნოთ.

10. მსუბუქი ლაქების მოსაშორებლად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის სახლში მომზადებული ტაბლეტები გამოიყენეთ.

2 ჭიქა წყალი, 1/2 ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ლიმონის წვერი აურიეთ. მიღებული მასა ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ, მთელი ღამე საყინულეში დატოვეთ, შემდეგ კუბიკები მინის ქილაში გადაიტანეთ. გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი ტაბლეტები, ზოგიერთი რამდენიმე კოვზ სუფრის ძმარსაც უმატებს. ნაყიდი ტაბლეტები უფრო რთულად მოსაშორებელი ლაქებისთვის გამოიყენეთ.

შესაძლო ეკონომია: თვეში 15 ლარს დაზოგავთ, თუ 20-25 დღის განმავლობაში 40-ზე მეტ ტაბლეტს არ იყენებთ.

9. ნიჟარის ქვეშ დასაქუცმაცებელი ხელსაწყო დააყენეთ, რომ სანტექნიკის გამოძახება არ მოგიწიოთ.

დასაქუცმაცებელი ხელსაწყო.

10-დან 9 შემთხვევაში ნიჟარის სერიოზული გაჭედვა საჭმლის ნარჩენებით არის გამოწვეული, ხშირად პრობლემას ჩვეულებრივი დამაქუცმაცებელი მოგიგვარებთ, სცადეთ მისი დაყენება.

შესაძლო ეკონომია: რამდენიმე ასეული ლარი, რასაც სანტექნიკის გამოძახებაზე აღარ დახარჯავთ. ასევე უსიამოვნო სუნსაც თავს დააღწევთ, ხოლო მიღებული ნარევი მცენარეების სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

8. პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ინტერნეტით შეიძინეთ, გადახდა კი 1-2 დღე გადადეთ.


დააფიქსირეთ, თვის განმავლობაში რომელი პროდუქტი გილპებოდათ, რომ ის უფრო მცირე რაოდენობით შეიძინოთ. შესაძლებლობის მიხედვით პროდუქტები ინტერნეტ მაღაზიაში შეიძინეთ, ამისთვის მარტივი წესები დაიცავით:

  • ნებისმიერი პროდუქტი (ბოსტნეულის, ხილის, თევზის და ხორცის), პირადი ჰიგიენის ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ინტერნეტ მაღაზიაში შეისყიდეთ, სადაც სახლში მიწოდების სერვისიც აქვთ.
  • პროდუქტები კალათაში დააგროვეთ, დაარეგისტრირეთ და საიტი დატოვეთ, გადახდა 1-2 დღე გადადეთ. პირველ რიგში, შესაძლოა საბოლოო სიას გადახედოთ, მეორე მხრივ ბევრი მაღაზია 24-48 საათში დამატებით ფასდაკლებას გაძლევენ გაუფორმებელი შეკვეთის არსებობისას.
  • ინტერნეტში პროდუქტები ხშირად 70%-მდე ფასდაკლებით იყიდება, ზოგიერთი პროდუქტის შეძენას უფრო იაფად მოახერხებთ, თუ დიდი რაოდენობით შეიძენთ, მაგ., ბრინჯი, მარილი, შაქარი, შამპუნი ან საპონი.
  • თვის და კვარტლის ბოლოს შეუკვეთეთ, როცა დამატებითი ფასდაკლებები მოქმედებს, რადგან მაღაზია დაკავებული საქონლის სწრაფად ამოყიდვას ცდილობს.
  • ხილი, ბოსტნეული, ყველი, ხორცი და თევზი ღია ბაზრობაზე შეიძინეთ, სადაც ხარისხს პირადად შეამოწმებთ. სეზონურობა არ დაგავიწყდეთ: საზამთრო იაფია აგვისტოში, მარწყვი ივნისში. ივაჭრეთ: დილით მყიდველები უფრო იძლევიან ფასდაკლებებს.

შესაძლო ეკონომია: თვეში პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გასაწევი ხარჯების შემცირება 30-60%-ით. კიდევ უფრო მომგებიანია ერთი შეკვეთით რამდენიმე ოჯახის პროდუქტის ერთდროულად შეძენა, მაგ. თქვენთვის და მშობლებისთვის.

7. სასურველი ნივთის მომგებიანი შესყიდვის კალენდარი შეადგინეთ


სეზონური ფასდაკლებები შეისწავლეთ და შეადგინეთ კალენდარი – დრო, როცა ბევრად უფრო მომგებიანია ამა თუ იმ ნივთის ყიდვა. მაგ., საკანცელარიო ნივთების შეძენა შესაძლებელია უკვე სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, სექტემბერში. ველოსიპედი, ავეჯი და კარავი შეგიძლიათ ოქტომბერში შეიძინოთ. ზამთრის აქსესუარების შეძენა უფრო მომგებიანია აპრილში, საიუვილერიუო ნივთების – ივლისში, ხოლო ელექტრონიკაზე ყველაზე დაბალი ფასები იანვარშია.

მსხვილ ბრენდებს თავიანთი კალენდარი აქვთ დღესასწაულებს, ფასდაკლებების და სპეციალური შეთავაზებების.

შესაძლო ეკონომია: 80%-მდე ფასდაკლებები და საჩუქრები. დამატებითი მოგება შეიძლება მიიღოთ, თუ ბარათით გადაიხდით.

6. ისწავლეთ ხარჯების შემცირება და დამატებითი შემოსავლების მიღება


ბევრი საქმე არსებობს, რომელთა შესწავლა ინტერნეტით ძალიან მარტივია. ეს შეიძლება საინტერესო ჰობი გახდეს, რომელიც სხვა ადამიანების მომსახურების მიღებას თანხებს დაგიზოგავთ ან ახალი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

  • მანიკიურის გაკეთება და ფრჩხილების მორთვის მარტივი დიზაინი ისწავლეთ: შესაძლოა დაქალები თქვენი კლიენტები გახდნენ, თქვენ კი სალონში ვიზიტის ხარჯებს დაზოგავთ. უკიდურეს შემთხვევაში მანიკიურის გაკეთებას სპეციალისტის გარეშე შეძლებთ, ხოლო დაზოგილ თანხას ახალ ფრჩხილის ლაქზე, კაფეში ვიზიტისთვის გამოიყენებთ ან საერთოდ ყულაბაში შეინახავთ.
  • შეისწავლეთ, როგორ მუშაობს სხეული და კუნთები, ვარჯიშების სწორი გეგმა ონლაინ აპლიკაციების მეშვეობით შეარჩიეთ ან უფასო გაკვეთილებზე ჩაეწერეთ. მაგ., ბევრი პარკში დადის, რომ იოგას უფასო გაკვეთილებს დაესწროს.
  • ტანსაცმლის გაფორმების მარტივი ტექნიკა შეისწავლეთ, სცადეთ ქსოვა და ბისერებით აწყობს. გააფორმეთ ნივთები, შექმენით აქსესუარები და “დიზაინერული” ნივთები საბაზასო სამოდელო ტანსაცმლიდან.
  • სახლის კონდიტერის როლში თავი გამოცადეთ: თუ თქვენს ირგვლივ ბევრი ბავშვებიანი ოჯახია, ეს შეიძლება დამატებითი ხარჯი იყოს. განსაკუთრებით თუ ბავშვობაში პლასტელინით თამაში გიყვარდათ. ბევრი საბავშვო ტორტის შეკვეთას აკეთებს მათთან, ვისაც საბავშვო ფიგურების გაკეთება შეუძლია.
  • შეგიძლიათ ზოგიერთი პროფესიის საფუძვლები შეისწავლოთ, მაგ ონლაინ კურსი დამწყები მხატვრებისთვის ან ელექტროტექნიკოსებისთვის. სხვათა შორის, ბევრი ელექტრიკოსი რკინის ნარჩენებს აბარებენ და საკმაო თანხას ღებულებენ.

5. შეიძინეთ მეორადი ავტომობილი წვიმიან ამინდში. გადადით ახალ საცხოვრებელში ზამთარში


მეორადი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, წვიმიან ამინდში დაათვალიერეთ. ამ დროს დაზიანებები უკეთ ჩანს, შეგიძლიათ გაარკვიოთ როგორ მოძრაობს მანქანა წვიმიან ამინდში, რამე ხომ არ წვეთავს, ხოლო გამყიდველი ამ დროს ფასდაკლებას გაგიკეთებთ. ტრადიციული თვე, როცა წარმატებულად შეგიძლიათ ივაჭროთ – იანვარი, თებერვალი და მარტი. თუ ავტოდილერთან ყიდულობთ, ეს პერიოდი კიდევ თვის ბოლომდე გაწელეთ.

მსგავსი წესი ახალ სახლში გადასვლასაც ეხება: ახალი ბინის ძებნა შესაძლებლობის მიხედვით წვიმიან ცივ ამინდში დაიწყეთ, უმჯობესია იანვარში, როცა შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს გათბობა, ორპირი ქარის წყარო და ზედმეტი სინესტის ნიშნები შეგიძლიათ შენიშნოთ. ამ თვეში ცოტა შემოთავაზება, მაგრამ დიდი ფასდაკლებებია.

შესაძლო ეკონომია: ავტომობილის პრობლემის აღმოჩენისთანავე ფასის შემცირება შეგიძლიათ, რომ შემდეგ რემონტში ორმაგად გადახდა არ მოგიწიოთ. ან უბრალოდ ასეთ ავტომობილზე უარი თქვით. იგივე წესია ბინაზეც: ქირის ფასდაკლება და გაუთვალისწინებელი ხარჯების არ გადახდა გათბობაზე.

4. ძვირადღირებული ნივთები დიდ ბაზრობაზე და მეორადებში სასაცილო ფასად იპოვეთ


თვეში ერთხელ დიდ ბაზრობაზე გაიარეთ: აქ ხშირად იშვიათი და ორიგინალური ნივთების ნახვას სასაცილო ფასად შეძლებთ. ნაკლებად ცნობილი მხატვრების ნახატები, ვინტაჟური ფაიფურები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნათურები, ქუდები და ჩანთები – ყველაფერი ელეგანტური და დასამახსოვრებელი საჩუქრებია.

დიდ ბაზრობაზე დამატებით ფასდაკლებას მიიღებთ, თუ კვირის დღეებში დილით ადრე მიხვალთ, მეორადებში თვის ბოლოს 80%-მდე ფასდაკლებები აქვთ.

შესაძლო ეკონომია: კარგ ნივთში მისი საწყისი ფასის მხოლოდ 10%-ს გადაიხდით. სხვა სიტყვებით, თუ მაღაზიაში ძველი ანტიკვარული ნივთი 50-100$ ღირს, ბაზრობაზე 5-7$-ად იყიდით.

3. წყლის ნებისმიერი წყარო გამოიყენეთ, რომ 3-5-ჯერ ნაკლები გადაიხადოთ

შესაძლებლობის შემთხვევაში შხაპი სპორტულ დარბაზში მიიღეთ. თუ თქვენ მას კვირაში 3-ჯერ ეწვევებით, ასე თვეში 100 ლარის ეკონომიას გააკეთებთ, ოღონდ ლასტების წაღება არ დაგავიწყდეთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ბოსტნეულის და ხილის გასარეცხად გამოიყენეთ, რომ 10-ჯერ ნაკლები წყალი დახარჯოთ, ვიდრე ხელით რეცხვის დროს. მასში პროდუქტები ჩააწყვეთ, წინასწარ კი დიდი სიბინძურეები მოაშორეთ.

2. კერძი პროდუქტების ნარჩენებისგან მოამზადეთ და შეფ-მზარეულის ეშმაკობები გამოიყენეთ

  • ნარჩენებისგან რომ კერძი მოამზადოთ, საკმარისია იცოდეთ პროდუქტების შეხამება და მათი დამუშავების წესი. ტომატი ყოველთვის კარგია ყველთან, მოხარშული და შემწვარი ხორცი ბოსტნეულის სალათთან, საზამთრო და ავოკადო ყველთან და შავ პურთან. ნებისმიერი დარჩენილი წვნიანიდან სოუსის გაკეთება შეიძლება.
  • რამდენიმე დღეზე გათვლილი პორციები მოამზადეთ, ნაწილი კი გაყინეთ. ასე ხარჯებს შეამცირებთ.
  • მომგებიანია უნივერსალური პროდუქტის შეძენა, რომელიც ნებისმიერ რამეს ედრება და მისგან პირველი და მეორე, ასევე მესამე კერძის მომზადებას შეძლებთ. მაგ., ბრინჯი.
  • პროდუქტზე ეკონომია გააკეთეთ, მაგრამ სრულყოფილი რაციონი უზრუნველყავით. კვირაში 1-2-ჯერ თევზი და ზღვის პროდუქტები, 1-2-ჯერ ხორცი მიირთვით ხოლო სხვა დროს პარკოსანი პროდუქტები და კვერცხი გამოიყენეთ, როგორც ცილის წყარო. ბევრი ბრინჯი და ლაფშა ბოსტნეულთან ერთად, მარტივი ბოსტნეულის წვნიანი და ფაფები, წიწიბურა მიირთვით.
  • თუ რძეს მალე შენახვის ვადა ეწურება, ყინულის ფორმებში გადაასხით და ყავისა და სოუსისთვის გამოიყენე. ღვინის ნარჩენი შეგიძლიათ გაყინოთ, რომ შემდგომ სოუსი, ბულიონი გააკეთოთ ან ხორცი მოთუშოთ.
  • იაფიანი, მაგრამ უჩვეულო და გემრიელი კერძების რეცეპტები სცადეთ. თუ სახლის გარეთ ჭამთ, ფასები შეადარეთ.

შესაძლო ეკონომია: კვების პროდუქტებზე 50%-მდე ეკონომია, თუ მოამზადებთ იმისგან, რაც გაქვთ და კონკრეტული კერძის მოსამზადებლად პროდუქტებს არ შეიძენთ.

1. დიასახლისობის ეკოლოგიურ მეთოდზე გადადით


თუ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც ზამთარში ტემპერატურა ხანგრძლივი დროით ნულზე ქვემოთაა და გაქვთ აივანი, სადაც მზის სხივები არ ხვდება, ამ პერიოდში მაცივარი გამორთეთ, ძველი კარადა აივანზე დააყენეთ და მასში პროდუქტები მოათავსეთ. ეს წელიწადში 100 ლარის ეკონომიას გაგიკეთებთ.

ზაფხულში კერძის მომზადება მზის სხივების გამოყენებით სცადეთ: ისინი მობილურები არიან, ბევრ ადგილს არ იკავებს და ელექტროენერგიას ან გაზს არ ხარჯავს. პოპულარული კერძები მზის სხივებზე გასაკეთებლად – თევზი, ზღვის პროდუქტი და ბოსტნეული ორთქლზე, წვნიანი და მოთუშული ხორცი.

შესაძლო ეკომონია: წელიწადში 100 ლარი მაცივარზე უარის თქმით ყინვაში, ხოლო ზაფხულში მზის სხივების გამოყენებით 30-50% ეკონომია.