სელის ნახარშით ართროზი განვიკურნე: სახსრების ტკივილი და მსხვრევა უკვალოდ გაქრა!

2736

ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო სუსტდება და დაავადებების მიმართ მიდრეკილი ხდება. ერთ-ერთი უსიამოვნება, რომელიც ხანში შესულ ადამიანს არ ასვენებს – ართროზია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობის შემსუბუქებასა და ართროზის განკურნებაში.

სელის თესლი ართროზის წინააღმდეგ

არსებობს ორგანიზმიდან მარილების, ტოქსინებისა და რადიონუკლიდების გამოდევნის ეფექტური საშუალება.

ინგრედიენტები

  • 200გ სელის თესლი
  • 3 ლ ცივი წყაროს წყალი

მომზადება და გამოყენება

1. დაასხით სელის თესლს ცივი წყალი, აადუღეთ და შემდეგ დადგით 2 საათით ორთქლის აბაზანაზე, ნელ ცეცხლზე.

2. მზა ნახარშიდან ამოიღეთ სელის თესლი. მიირთვით სამი დღის განმავლობაში, დღეში 1 ლიტრი. ყოველ სამ დღეში მოამზადეთ ახალი ნახარში. მკურნალობის კურსი 18-დღიანია.

3. ამოღებული სელის თესლით გაიკეთეთ კომპრესები სახსრებზე და დაიმაგრეთ ბინტით.

კომპრესი ეფექტურია არამხოლოდ ართროზის, არამედ ართრიტის დროსაც. გაქრება სახსრების ტკივილი და მსხვრევადობა.

უკუჩვენებები

რამდენად უწყინარიც არ უნდა იყოს სელი, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მას უკუჩვენებებიც აქვს. სელის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით კი დოზის გადაჭარბება, იწვევს მოწამლვას. სელის პრეპარატები აკრძალულია ქოლეცისტიტის დროს ტკივილების გამწვავების შემთხევაში. ასევე, სელის მიღება დაუშვებელია ნაწლავების ფუნქციის მწვავე დარღვევებისა(უწყვეტი აშლილობის) და კერატიტის(თვალის რქოვანას ანთების) დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!