ნაცადი რეცეპტები ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ: სახალხო მკურნალის რჩევები

3282

ჰიპოთირეოზის დროს: კომპრესები ფარისებრი ჯირკვლის მონაკვეთში

ქერისა და ენდრონიკის კომპრესი

ნატურალური ქერის მარცვლები და ენდრონიკის ბალახი შეურიეთ 1:1 პროპორციით, ჩაყარეთ ტილოს ტომარაში(ბამბის ან სელის), მოხარშეთ 10 წუთით. როგორც კი შეგრილება, დაწურეთ და მიიდეთ გაზრდილი ჩიყვის მონაკვეთზე. გაიჩერეთ 2 საათზე მეტხანს.

თიხის(თეთრი, ყვითელი, ცისფერი) ცივი კომპრესი

გააზავეთ თიხა წყალთან ისე, რომ სქელი არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ, წაუსვით მარლას ან ქსოვილს 1 სმ-იანი ფენით. კომპრესი გაიჩერეთ ჩიყვის არეში მაქსიმუმ 2 საათით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 1-2ჯერ.

შვიტას ბალახის კომპრესი

გამოიყენეთ ისევე, როგორც ქერი და ენდრონიკა. გაიჩერეთ მინიმუმ 2 საათით.

II–III ხარისხის დიფუზური, კვანძოვანი და შერეული ენდემური ჩიყვის დროს:

2 ს.კ. ღორის შინაგანი ქონი შეურიეთ 1 ს.კ. აბზინდას ბალახის ფხვნილს. წაუსვით მასა მარლას და გაიჩერეთ კისერზე 40 წუთით, აუცილებლად შეიხვიეთ თბილი ქსოვილით. კომპრესი გაიკეთეთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. კურსი 45-დღიანია.

გამოივლეთ ყელი ქრისტესისხლას ხსნარით: 1 ს.კ. მშრალ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 45 წუთით თერმოსში.

ძალიან ეფექტური კომპრესი დიდი კვანძებისა და ახალწარმონაქმნების დროს

შეურიეთ 1:1 პროპორციით ლემას, კულმუხოს, კონიოსა და ლენცოფას ბალახები, მუხის ქერქი და ბერძნული კაკლის ნაჭუჭი. ხარშეთ 15-20 წუთით ნელ ცეცხლზე, ბამბაზიის ქსოვილი დაალბეთ ამ ნახარშში და გაიჩერეთ კომპრესი მთელი ღამით. მკურნალობის კურსი 30-დღიანია.

ამ კომპრესების გამოყენება ეფექტურია ჰიპერთირეოზის დროსაც, ცვალეთ ისინი ყოველ 7-10 დღეში.

ენდემური ჩიყვის დროს

ფიტოჩაი (პროპორციული წილები)

  1. ცირცველი(ყვავილები), ჟუნჟრუკის, ბაბუაწვერას, ველური მარწყვის ბალახები და ქონდარი. ყველა ბალახი თანაბარი რაოდენობით. 1 ს.კ. მასას მოასხით 1 ჭიქა მდუღარე და დააყენეთ 30 წუთით. დალიეთ 1 ფინჯანი საუზმემდე.
  2. შეურიეთ ცირცველი(ყავილები), მაჩიტა, ძირთეთრა(ბალახი), თავშავა, ორკბილა და ორფერი 1:1 პროპორციებით, ხოლო ღორის ბირკა და სამყურა კი 0.3:03 პროპორციებით. მიიღეთ ისევე, როგორც წინა რეცეპტი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!