რომელი ვარჯიშების შესრულებაა აუცილებელი ყოველდღიურად.

1139

ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, ადამიანის ენერგეტიკული არხების უდიდესი ნაწილი მის ფეხებზეა განლაგებული. ეს არხები პასუხს აგებს შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. აღმოსავლელი მკურნალები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანის ორგანიზმის დაბერება სწორედ ფეხებით იწყება, რამდენადაც, დროთა განმავლობაში, ცის ენერგია მათში სუსტდება.

ეს იმიტომ ხდება, რომ სიარულის დროს ფეხებზე დატვირთვას არათანაბრად ვანაწილებთ – მთელი სხეულის მასა გადაგვაქვს იმ ფეხზე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაგვიდგამს მიწაზე. დროთა განმავლობაში, ფეხები ვეღარ ასრულებს ხერხემლისთვის შესაფერისი საყრდენის ფუნქციას, რაც მრავალ დაავადებას იწვევს.

თუმცა, სავარჯიშო სახელად “ოქროს მამალი”, რომელიც ერთ-ერთი ძირითადია ჩინურ გამაახალგაზრდავებელ კოპლექს “ციგუნში”, დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში. ჩვენი რედაქცია გიზიარებთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შევასრულოთ ეს სამკურნალო სავარჯიშო სწორად.

 “ოქროს მამალი”

რაც შეეხება ამ სავარჯიშოთი მიღებულ სარგებელს – ის ნამდვილად კოლოსალურია! თუ ამ პოზიციაში ყოველდღე დადგებით, მალევე შეამჩნევთ მის დადებით გავლენას თითქმის მთელ ორგანიზმზე. სავარჯიშო არეგულირებს ფარისებრი ჯიკრვლის ფუნქციონირებას, ხელს უშლის ოსტეოქონდროზს, ასტაბილურებს წნევას და გვევლინება თავბრუსხვევის პროფილაქტიკურ საშუალებად.

ჩამოთვლილის გარდა, ვესტიბულარული აპარატის ასე გავარჯიშებით გაიუმჯობესებთ მოძრაობის კოორდინაციას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და შეძლებთ მეხსიერებასთან და ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

შესრულების ტექნიკა

დადექით, გაასწორეთ ზურგი და დაუშვით ხელები დაბლა. დახუჭეთ თვალები, რამდენიმე წამით დადექით ორივე ფეხზე, შემდეგ წამოწიეთ ერთი ფეხი, მოხარეთ იგი მუხლში და გააჩერეთ ჰაერში.

ამ მდგომარეობაში დაფიქსირდით და იდექით მანამ, სანამ წონასწორობის შენარჩუნება შეგეძლებათ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ სავარჯიშო. სუნთქვაც და აზრებიც მშვიდი უნდა იყოს. სავარჯიშოს უკეთესი ეფექტისთვის რეკომენდებულია მისი შესრულება დილაობით 3-3 წუთით, ორივე ფეხზე.

თავიდან, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს, ერთი შეხედვით მარტივი სავარჯიშო, ბევრისთვის რთულია შესასრულებლად. თუ ამ პოზიციაში მხოლოდ რამდენიმე წამით ძლებთ, შეასრულეთ იგი რამდენჯერმე ისე, რომ ჯამში ერთი წუთი მაინც მიიღოთ.

ეფექტის გასაძლიერებლად შეასრულეთ სავარჯიშო ფეხშიშველმა, ბალახზე. აღმოსავლელი ოსტატები თვლიან, რომ ასე ცხოვრებისეულ ენერგიას თვით ბუნებისგან იღებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!