კუჭქვეშა ჯირკვალი ამ მარტივი საშუალებით განვიკურნე, რომელიც მე თვითონ მოვამზადე

9633

კუჭქვეშა ადამიანის შინაგანი ორგანოთა სისტემებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც საჭმლის მონელებაზე აგებს პასუხს. ამ ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას თან ახლავს გართულებები და ისეთ დაავადებათა მთელი რიგი, როგორებიცაა პანკრეატიტი ან შაქრიანი დიაბეტი. საბედნიეროდ, არსებობს შესანიშნავი ხალხური საშუალებები, რომლებიც ამ ორგანოს მკურნალობისას პრეპარატების მსგავს ეფექტს გაძლევთ. თუ ამ უმნიშვნელოვანესი ჯირკვლის პრობლემები გაწუხებთ, აირჩიეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტებიდან თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და შეუდექით მკურნალობას.

კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობა

1. კამის თესლი

აიღეთ 1 ჩ.კ. კამის თესლი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 1 საათში ნაყენი მზადაა. მიიღეთ შინაგანად, წინასწარ გადაწურეთ. მთელი მოცულობა დღის განმავლობაში უნდა დალიოთ და არა ერთბაშად.

2. შვრია

შვრიის ფაფა ძველი დროიდან ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კერძად კუჭქვეშა ჯირკვლისთვის. ყველაზე სასარგებლოა ჩვეულებრივი შვრიის ფაფა(და არა სწრაფი მომზადების) წყალზე, ზეთისა და მარილის გარეშე. მიირთვით ასეთი ფაფა დღეში რამდენჯერმე, 1 კვირის განმავლობაში.

თუ ასეთი კერძი სწრაფად მოგბეზრდებათ, ჩაანაცვლეთ ფაფა შვრიის ნაყენით: 0.5 კგ შვრიის მარცვლებს დაასხით 1 ლ მდუღარე და გააჩერეთ 1 საათით. გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ, 0.5 ჭიქის ოდენობით.

3. ლიმონი, ოხრახუში, ნიორი

აიღეთ 1 კგ ლიმონი, 300 გ ნიორი და 300 გ ოხრახუში. ლიმონს მოაშორეთ კურკები, კანი დატოვეთ. გაატარეთ ყველა ინგრედიენტი ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ. შეინახეთ მასა მაცივარში, სასურველია შუშის ქილაში. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ამ საშუალების ეფექტის გასაძლიერებლად, დააყოლეთ მას შემდეგი ნაყენი: აიღეთ მარწყვის, მოცხარისა და ძახველის ფოთლები, სიმინდის ულვაშები და ლობიოს პარკები თანაბარი რაოდენობით, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ რამდენიმე საათით. 1 ჩ.კ. ზემოხსენებულ მასას დააყოლეთ 1/3 ჭიქა ნაყენი. ამ ეფექტური საშუალებით საკმარისია სამთვიანი მკურნალობა.

ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტებიდან ერთ-ერთი მაინც, აღნიშნავენ, რომ გაუმჯობესება სულ რამდენიმე დღეში აღინიშნება. ქრება ტკივილები, ჩნდება სხეულში სიმსუბუქის შეგრძნება, ცხრება მუცლის შებერილობაც. თუმცა, საუკუნეებით გამოცდილი ხალხური საშუალებები მხოლოდ წამლებს როდი მოიცავს. მსგავსი მკურნალობის არაჩვეულებრივი დამხმარე თერაპიაა სუნთქვითი ვარჯიში, რომლებიც სპეციალურად საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისთვისაა შემუშავებული.

სავარჯიშო

  1. დაიგროვეთ ჰაერი მკერდში, შემდეგ კი მაქსიმალურად ამოუშვით და შეიკავეთ სუნთქვა.
  2. სუნთქვის შეკავების მომენტში ცოტათი შეწიეთ მუცელი, დაითვალეთ სამამდე ნელა, შემდეგ კი მოადუნეთ მუცლის ღრუს კუნთები.

თუ მოცემულ სავარჯიშოს დღეში ათჯერ შეასრულებთ, ეს დაგეხმარებათ კუჭქვეშა ჯირკვლის გაძლიერებასა და მთელი რიგი უსიამოვნებების მოცილებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!