საკუთარ თავზე გამოცდილი კრემის შინაურული რეცეპტი, ყელისა და დეკოლტეს არეს მოსავლელად

1778

ამ რეცეპტის დახმარებით ყავისფერ ლაქებს გარანტირებულად მოიშორებთ.

აიღეთ 100 გრ ცხიმიანი არაჟანი. რაც უფრო ცხიმიანი არაჟანი იქნება, მით უკეთესი. შეგიძლიათ სოფლის არაჟანი გამოიყენოთ. არაჟანში 1 კვერცხის გული აურიეთ. 1 ჩ/კ არაყი ან ოდეკოლონი დაუმატეთ (სჯობს არაყი, ოდეკოლონით გაკეთება ვცადე, მაგრამ სუნი არ მომეწონა).

მიღებულ ნარევს ნახევარი ლიმონის წვენი და პატარა ზომის გახეხილი კიტრი დაუმატეთ. (რეცეპტი როგორც კიტრით, ასევე მის გარეშეც გავაკეთე. კიტრის გარეშე უფრო მომეწონა). მიღებული მასა მაცივარში რამდენიმე დღე გააჩერეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ კრემი მაცივარში თავდახურულ ქილაში უნდა შეინახოთ. კრემი სუფთა კოვზით ამოიღეთ, რომ არ გაფუჭდეს. ეს კრემი კარგია იმით, რომ კანს ათეთრებს.

ისინი, ვინც კრემს მთელი ცხოვრებაა იყენებენ, ყავისფერი ლაქები სახესა და ყელზე მოიშორეს, რადგან ლიმონის წვენსა და კიტრს მათეთრებელი ეფექტი აქვს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.