12 უცნაური რამ, რაც სხვა კულტურაში ჩვეულებრივად ითვლება

2729
12 უცნაური რამ, რაც სხვა კულტურაში ჩვეულებრივად ითვლება
12 უცნაური რამ, რაც სხვა კულტურაში ჩვეულებრივად ითვლება

ჩვენთვის ჩვეული “კარგის” ნიშანი იაპონიაში აღნიშნავს ფულს, ბრაზილიაში – ბინძურ ლაქას, საფრანგეთსა და გერმანიაში მას იმისთვის იყენებენ, რომ თქვან “შენ აბსოლუტური ნული ხარ”, სირიასა და ტუნისში ასეთი ჟესტი თანამოსაუბრეს ძალადობით უპირისპირდება. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, სხვა ქვეყნებში სულ სხვა დატვირთვა აქვს. სწორედ ამის გამო ტურისტები ხშირად უხერხულ სიტუაციაში ვარდებიან.

გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენთვის ჩვეულ ჩვევებს, რასაც სხვა ქვეყნებში სხვა მნიშვნელობა აქვს. ამ სიით ცნობილ მოგზაურსაც კი გააჩუმებთ.

1. პიკნიკი სასაფლაოზე


ბევრ ქვეყანაში სასაფლაოზე სამხიარულოდ არ დადიან. თუმცა დანიაში არავინ გაოცდება, თუ სასაფლაოზე საპიკნიკოდ მთელ ოჯახს დაინახავენ ან წყვილს, რომლებიც საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილნი არიან. ქვეყანაში მცირე ტერიტორიის გამო დანიელებმა ფართობის უფრო პრაქტიკულად გამოყენება დაიწყეს და გადაწყვიტეს სასაფლაო საცხოვრებელ ადგილად ექციათ. ყველაზე პოპულარულია კოპენჰაგენის სასაფლაო, სადაც ანდერსენის და კირკეგორის საფლავებს შორის ბევრ დამსვენებელს ნახავთ.

2. თავზე ხელის გადასმა


ბევრ ქვეყანაში ბავშვის თავზე ხელის გადასმა მზრუნველობის და ქების ნიშანია, თუმცა ტაილანდში ეს შეიძლება ძლიერ შეურაცხყოფად აღიქვან. ტაილანდელები თვლიან, რომ ბავშვის თავში მისი სული მდებარეობს, სწორედ ამიტომ სხეულის ამ წმინდა ნაწილზე ხელის შეხება მხოლოდ ახლობელ ადამიანებს აქვთ. დალაქებიც კი, ვარცხნილობის გაკეთებამდე ხელისგულებს აერთებენ და კლიენტის პატივისცემის ნიშნად თავს უხრიან  და თითქოსდა ბოდიშის იხდიან, რომ “სულის დამცველთან” შეხება უწევს.

3. მარცხენა ხელი


ინდოეთსა და მუსულმანურ ქვეყნებში მარცხენა ხელი “უწმინდურად” ითვლება. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ იქ მარცხენა ხელს ბინძური ჰიგიენური პროცედურების ჩასატარებლად იყენებენ. ყურანშიც კი როგორც უბედურების მომტანი ისე მოიხსენიება. სწორედ ამიტომ მარცხენა ხელით ხელის ჩამორთმევა, სუვენირის ან სავიზიტო ბარათის მიწოდება და ჭამა კატეგორიულად აკრძალულია.

4. კომპლიმენტი


ნორვეგიაში ადამიანის თვალწინ მისი ქება მიღებული არაა, ეს შეიძლება პირფერობად აღიქვან და დადებით რეაქციას სულ არ გამოიწვევს. კომპლიმენტის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ადამიანი ძალიან ახლობელია. შეაქოთ არა საუბრის გასაგრძელებლად არამედ გულწრფელად.

5. ცერა თითი საჩვენებლის ნაცვლად


მალაიზიაში, ინდონეზისა და ფილიპინებზე საჩვენებელი თითის ჩვენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ცხოველზე ან ნივთზე. ადამიანთან ურთიერთობაში მისი გამოყენება შეურაცხყოფად ითვლება. ამის ნაცვლად ცერა თითს იყენებენ, დანარჩენით კი მუშტს კრავენ.
შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თავისი ჩვევის შეცვლა მოუწიოთ. ახლახანს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა ქვეცნობიერად თანამოსაუბრეს განდევნის, როცა მის მიმართ საჩვენებელ თითს იყენებს. ლექციის მსმენელთა 72 %, ვისაც ლექტორმა საჩვენებელი თითის ჟესტიკულაციით მიმართა, მისი გამოსვლა ნეგატიურად შეაფასეს, ზოგიერთმა კი საერთოდ დატოვა.

6. წითელი მელანი


რუსეთში სკოლის მასწავლებლები წითელ კალამს იყენებენ: ასევე მოსწავლის დღიურში მათი აღნიშვნები უფრო თვალსაჩინოა. ბევრ ქვეყანაში ასევე არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ვინმეს სახელი წითელი ფერით დაწეროთ, მაგრამ არა სამხრეთ კორეაში.

ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ კორეულ კულტურაში წითელი ფერი სიკვდილთან ასოცირდება: გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი დინასტიის მმართველობის დროს წითელი მელნით მმართველის რეპრესირებული მტრების სიას წერდნენ. და დღემდე კორეელები ამ ასოციაციას გაურბიან და ადამიანების სახელებს წითელი ფერით არ წერენ.

7. ტაქსით მგზავრობა


ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და ჰოლანდიაში საშინელ უხეშობად ითვლება, როცა მგზავრი, რომელიც მარტო მოგზაურობს, უკანა სავარძელზე დაჯდება და არა მგზავრის გვერდით. ხშირად ამ შეცდომას ამერიკელები უშვებენ, რადგან აშშ-ში თუ ტაქსის გვერდით დასხდებით, ის იფიქრებს, რომ მის პირად სივრცეში იჭრებით ან საერთოდ მისი გაქურდვა გსურთ.

8. ენის გამოყოფა


ფილმში “7 წელი ტიბეტში” ბრედ პიტის გმირი ხვდება ტიბეტელებს, რომლებიც მას ენას უჩვენებენ და ეს ჟესტი კინოსთან კავშირში არაა. აღმოჩნდა, რომ ენის გამოყოფა მისალმების ნიშანია – ძველი ადგილობრივი ტრადიცია. გადმოცემის მიხედვით, ყველაზე ბოროტ და სისხლისმღვრელ მეფეს, ლანგა დარმის შავი ფერის ენა ჰქონდა, სწორედ ამიტომ, რომ დარწმუნდნენ, რომ მისი სული ახალ სხეულში არ გადასახლდა, ტიბეტელმა გადაწყვიტეს ამის ენის ჩვენებით დამტკიცება გადაწყვიტეს.

9. დაბადების დღე


ჩინეთსა და ზოგიერთ აღმოსავლეთ ქვეყანაში დაბადების დღე მთვარის კალენდრით აღინიშნება. ასე რომ, ყოველწლიურად დაბადების დღე სხვადასხვა თარიღში აქვთ. იმის გამო, რომ მთვარის წელში 354 დღეა და არა 365, მეოთხე ათწლეულში უკვე დამატებეთი ერთი წელი გროვდება. ასევე ჩინელები ფიქრობენ, რომ ადამიანი ერთწლიანი იბადება. ამ ტრადიციის მიხედვით გამოდის, რომ ჩინეთში ადამიანს 1-2 წლით უფროსად თვლიან, ვიდრე სინამდვილეშია.

10. ცხვირის მოხოცვა


იაპონიაში ეტიკეტის ბევრი ნიუანსი არსებობს, რომელთა გაგებაც უცხოელებს ძალიან უჭირთ, რადგან მათი წინასწარ განზრახვა შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი წარმოუდგენელი წესი ხალხში ცხვირის მოხუცის აკრძალვა. სხვის თვალწინ ცხვირის მოხოცვა იაპონიაში ისეთივე შეურაცხყოფად ითვლება, როგორც ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილების ხალხში მოსაქმება. ამასთან ცხვირის სრუტუნი ნორმალურად ითვლება.

11. ხელების გადაჯვარედინება


საჩვენებელი და შუა თითების გადაჯვარედინება კარგ მაგალითად ითვლება, მას ბევრ ქვეყანაში წარმატების მოპოვების ნიშნად იყენებენ. მაგრამ ვიეტნამში არავის უჩვენოთ. აქ ეს ჟესტი ქალის სხეულის განსაკუთრებულობაზე უხეშ მინიშნებად ითვლება და მხოლოდ გინების დროს იყენებენ.

12. მადლობის ნიშნად


ინდოეთში დასავლელი ხალხისთვის ნაცნობი სიტყვა “მადლობა” თითქმის არ გამოიყენება. რიქშისთვის ან ოფიციანტისთვის მადლობის გადახდა უცნაურად ითვლება, რადგან სამუშაოს შესრულებისთვის ისინი ფულს ღებულობენ, ხოლო ახლობლების მიმართ სიტყვიერი მადლობის გამოხატვამ ურთიერთობის სიახლოვეს შეიძლება კითხვის ნიშანი გაუჩინოს.

ინდოეთში “მადლობის” სათარგმნელი სიტყვა არ არსებობს, ხოლო თუ მაინც მადლობის გადახდა გადაწყვიტეს (უფრო უცხოელზე), უფრო გეტყვიან THANKS.

13. ფურთხი გამარჯობის ნიშანი


კენიის ტომში აქვთ უჩვეულო მისალმების ნიშანი, რომელიც ბევრ ქვეყანაში საპირისპირო მნიშვნელობას ატარებს. შეხვედრის დროს ერთმანეთს სახეში აფურთხებენ, ამით განსაკუთრებული მოპყრობას და სიხარულს გამოხატავენ. ეს თითქმის დალოცვის ტოლფასია, არაფერია სამარცხვინო თუ პატარძალს ქორწილის დღეს შეაფურთხებთ.