პირველი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობის შემთხვევაში.

3194

ცხოვრებაში უსიამოვნებები ხშირად ხდება. ზოგჯერ იქ გველოდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით – საკუთარ სახლში. განსაკუთრებით სამზარეულოში, სადაც შეიძლება ცხელი ჩაით დაიწვათ ან მდუღარე ბორშით სავსე ქვაბი მთელ სხეულზე გადაისხათ. სიტუაცია არც ისე იშვიათია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორად მოქცევის წესი ცოტამ თუ იცის.

„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ უნდა გაწიოთ პირველი დახმარება სახლის პირობებში მდუღარე წყლით დამწვრობის დროს. რა უნდა გააკეთოთ, რომ უსიამოვნო სიტუაციიდან მინიმუმი ზიანით გამოხვიდეთ და ცუდი შედეგები თავიდან აიცილოთ.

პირველი დახმარება მდუღარე წყლით დამწვრობის დროს

პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რომ ცხელი წყლით დამწვრობა სამ ტიპად იყოფა. დახმარებაც ამაზეა დამოკიდებული.

1. პირველი ტიპის დამწვრობის დროს მხოლოდ ეპიდერმისის ზედა ფენაა დაზიანებული. ამასთან კანი შეწითლებულია, ოდნავ შეშუპებულია, მაგრამ ტკივილის მოთმენა შეიძლება. უკვე 7 დღეში დაზიანებული კანი აიქერცლება, ხოლო კიდევ რამდენიმე კვირაში დაზიანებული ადგილი ნორმალური შესახედაობის იქნება.

2. მეორე ტიპის დამწვრობის დროს კანის ქვედა ფენაც ზიანდება. დაზიანებულ ადგილზე ბუშტები წარმოიქმნება, რომლებიც დროთა განმავლობაში სკდება და ხშირად სითხეს გამოყოფს. კანის აღდგენას დაახლოებით 3 კვირა სჭირდება. შეიძლება ნაიარევი დარჩეს ან კანის ეს ნაწილი რამდენიმე ტონით ღია ან მუქი გახდეს.

3. მესამე ტიპის დამწვრობის დროს კანი იმდენად ძლიერად არის დაზიანებული, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა საჭირო, მათ შორის აუტანელი ტკივილის მოსაშორებლად.

აღსანიშნავია, რომ დამწვრობის განყოფილებაში პაციენტებს შორის ძალიან ბევრი ბავშვია. სწორედ ამიტომ, სამზარეულოში ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ბავშვმა შემთხვევით  მდუღარე სითხით სავსე ქვაბი არ გადაისხას, რადგან შედეგი შეიძლება საშინელი იყოს.

პირველი ტიპის დამწვრობის დროს დაზიანებული ადგილი რამდენიმე წუთით ტკივილის გაქრობამდე ცივი წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ. ეს საკმარისია. თუ საქმე სამზარეულოში ხდება, შეგიძლიათ გამდინარე ცივი წყალი გამოიყენოთ.

უფრო სერიოზული დამწვრობის დროს დაზიანებული ადგილი ცივ წყალში 15 წუთით უნდა მოათავსოთ. შეგიძლიათ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი ან ყინული (წინასწარ პოლიეთილენის შეფუთვაში ჩადებული) გამოიყენოთ.

გახსოვდეთ, შეფუთვის გარეშე ყინულის გამოყენება არ ღირს. ყინულის გარდა შეგიძლიათ ნებისმიერი გაყინული პროდუქტი გამოიყენოთ, მათ შორის გაყინული ქათამი, წინასწარ სუფთა პოლიეთილენის შეფუთვაში ჩადეთ.

თუ დამწვრობა საშინელი არაა, მაგრამ მტკივნეული შეგრძნება არ ქრება, შეგიძლიათ სუფთა ბინტი გამოიყენოთ. უბრალოდ რამდენიმე ფენა გაკეცეთ, ცივ წყალში დაასველეთ და დაზიანებულ ადგილზე 30-60 წუთით ნაზად დაიდეთ. ასე დამწვრობის ადგილს შემდგომი დაზიანებისგან დაიცავთ და ტკივილს შეამცირებთ.

აუცილებელია, რომ სახლის აფთიაქში გქონდეთ საშუალება, რომელიც სერიოზული დამწვრობის დროს დაგეხმარებათ. საიმედო დამხმარეებს შორის რეკომენდებულია ალოე ვერას გელი, რომელიც დამწვრობის ადგილას უნდა წაისვათ. გელის წასმა დაზიანებული კანის ცივი წყლით დამუშავების შემდეგ შეიძლება.

ტკივილს შემსუბუქებას სიტუაციის სწორად შეფასებით შეძლებთ. თუ კანი ძლიერ გაწითლებულია, ტკივილი არ ყუჩდება და ბუშტები იქმნება, კვალიფიციურ დახმარებას უნდა მიმართოთ.

უფრო სერიოზული დამწვრობის დროს, მაგალითად, თუ ადამიანმა მდუღარე სითხით სავსე მთელი ქვაბი გადაისვა, ტკივილი შეიძლება აუტანელი იყოს. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ და სისულელეები არ ჩაიდინოთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება დამწვრობის დროს

1. დამწვარ ადგილას მიკრული ტანსაცმლის გახდა არ შეიძლება. უბრალოდ ცივ წყალში დაასველეთ. ექიმი თავად გაერკვევა, თუ როგორ მოაშოროს ქსოვილი ისე, რომ კანი არ დააზიანოს.

2. დაზიანებულ ადგილას წარმოქმნილი ბუშტების გახეთქვა არ სცადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია შეიჭრება, შედეგად კი ნაიარევი დაგრჩებათ. სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. შესაძლოა ექიმმა სამკურნალო მალამოს სახვევით მკურნალობა გირჩიოთ.

3. მსუბუქი დამწვრობის შემდეგ დარჩენილი ბუშტების გახეთქვა არ შეიძლება. სწრაფად მოსაშორებლად, შეგიძლიათ დეზინფიცირებული ნემსით გახვრიტოთ. ამასთან გვერდზე უნდა გახვრიტოთ და არა ცენტრში. სითხის გამოსვლის შემდეგ, დაზიანებულ კანზე სადეზინფექციო მალამო წაისვით.

4. დაზიანებულ კანზე არაჟნის, ზეითუნის ზეთის ან სხვა მსგავსი საშუალების წასმა არ შეიძლება. ეს დაზიანებულ კანზე სითბოს შენარჩუნებას და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. მხოლოდ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.