უცნაური ტრადიციები: უცხოელების 9 უჩვეულო ქცევა, რომელსაც ჩვენ ვერასდროს გავიგებთ

1199

ის, რაც მათთვის ნორმაა, სხვებისთვის შეიძლება გასაოცარი და შემაძრწუნებელიც კი იყოს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ სხვადასხვა ქვეყნის 9 უჩვეულო ტრადიციას, რომელთა გაგებაც, პირადად მე, გამიჭირდა. თითოეული ტრადიცია რაღაც ცოდნას შეგმატებთ ამა თუ იმ ქვეყნისა და კულტურის შესახებ.

უჩვეულო ტრადიციები

1. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და უცნაური ტრადიცია დანიელებს ეკუთვნით. აღმოჩნდა, რომ ისინი პერიოდულად იღებენ დარიჩინის შხაპს. დიახ, არ მოგესმათ! ოღონდ, ამას ყველა კი არ აკეთებს, არამედ ისინი, ვისაც 25 წელი შეუსრულდათ და ჯერ კიდევ ვერ იპოვეს მეორე ნახევარი. ასეთი ახალგაზრდები თავიანთ დაბადების დღეზე ასეთ “სასჯელს” იღებენ მეგობრებისგან. ისინი დაუქორწინებელ იუბილარს თავზე აცლიან დარიჩინით სავსე სათლს.

ასეთი “რიტუალის” შემდეგ, სხეულზე სუნი საკმაოდ დიდხანს ჩერდება, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და გაიცნოს ადამიანი, რომელსაც დარიჩინის სუნი აქვს.

2. აი, გერმანიაში კი საქმე უფრო რომანტიკულადაა. ბიჭები შეყვარებულის სახლთან აყენებენ მაისის ხეებს, მორთულს ფერადი ლენტებით.

ხე პირველ ივნისამდე დგას, ამის შემდეგ, იგი მისმა დამდგმელმა უნდა წაიღოს. თუ გოგონა ბიჭს იმავე გრძნობით პასუხობს, ის მას ვახშამზე ეპატიშება, სჩუქნის 1 ყუთ ლუდს ან უბრალოდ კოცნას(ქვეყნის ყველა რეგიონში სხვადასხვა საჩუქარია).

3. საფრანგეთში არსებობს ტრადიცია, რომელიც მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება ქალებს. დახვეწილი ფრანგები პრობლემის გადაჭრას მათთვის დამახასიათებელი დახვეწილობით ეცადნენ. ყოველ წელს, 25 ნოემბერს, მთელ ქვეყანაში აღინიშნება წმინდა ეკატერინეს(გაუთხოვარი გოგონებისა და ქალების მფარველის) დღე.

ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს თავისუფალი ახალგაზრდა ფრანგი ქალები, თავზე ექსტრავაგანტული ქუდებით(ძირითადად, მწვანე, წითელი ან ყვითელი) დადიან თავიანთი ქალაქების ქუჩებში. ქალები გამვლელებს ღიმილს ჩუქნიან. ამ აღლუმის მთავარი მიზანია პოტენციური საქმროების ყურადღების მიქცევა.

4. ხოლო ეს ტრადიცია ნამდვილად კარგი იქნება იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მეუღლეს საყოფაცხოვრებო საქმეებში არ ეხმარებიან. საქმე ისაა, რომ კენიაში არსებული ტრადიციით, ქმრებმა უნდა ჩაიცვან ქალის ტანსაცმელი, რომელშიც მინიმუმ 1 თვე უნდა გაატარონ. ითვლება, რომ ასე მამაკაცი სრულად იაზრებს ქალის რთულ და მძიმე ტვირთს და დიდი სიყვარულით მოეპყრობა თავის მომავალ ცოლს.

უნდა ითქვას, რომ ეს საქორწინო ჩვეულება კენიაში საკმაოდ მკაცრადაა დაცული და არავინ ამბობს უარს მის შესრულებაზე. განსაკუთრებით კი ცხოლები, რომელიც სიამოვნებით უღებს ქმარს ფოტოს და ინახავს საოჯახო ალბომში.

5. ყოველ წელს ინდოეთში ტარდება ფესტივალი აადი, რომლის ფარგლებშიც წმინდა მამაები ქოქოსს თავიანთ მიმდევრებს თავზე ატეხენ. ამრიგად, ადგილობრივი მცხოვრებლები ღმერთებს მადლობას უხდიან, იზიდავენ წარმატებასა და ჯანმრთელობას.

სხვათაშორის, ჯანმრთელობაზე უნდა ითქვას: ცერემონიის მსვლელობისას მობილიზებულია სასაწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც რიტუალის შემდეგ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ მორწმუნეებს. მე მაინც არ ვისურვებდი ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას.

6. ბრაზილიურ სატერე-მარეს ტომში არსებობს საკმაოდ მკაცრი ტრადიცია მამაკაცის მოსანათლავად. ამისათვის, ახალგაზრდამ სპეციალური რიტუალი უნდა შეასრულოს.

ბიჭი ხელზე იცვამს ხელთათმანს, რომელიც სავსეა ჭიანჭველა-პარაპონერებით, რომლის ნაკბენიც, ბზიკის ნაკბენთან შედარებით, ოცდაათჯერ უფრო მტკივნეულია და, ამ გამოცდიდან მხოლოდ 11 საათის შემდეგ იქცევა ბიჭი მამაკაცად.

7. ამ ტრადიციამ კი მე ყველაზე მეტად შემზარა! ტიდონგის თემში(ინდონეზია) ახალდაქორწინებულ წყვილს 3 დღის განმავლობაში ეკრძალება საპირფარეშოში შესვლა. ითვლება, რომ სხვაგვარად ქორწინება მყარი და ბედნიერი ვერ იქნება. მათ აკონტროლებენ ოჯახის წევრები, რათა არ დაარღვიონ ტრადიცია და, ამასთან, დიდი რაოდენობით წყალსა და საკვებს აძლევენ.

8. შოტლანდიური საქორწინო ტრადიციებიც საკმაოდ უცნაურია. ამ მოქმედებას “საპატარძლოს გაშავებას” უწოდებენ. ქორწილის წინ, მომავალ პატარძალს ველური შოტლანდიელები აუცილებლად სვრიან. ამასთან, არამხოლოდ პატარძალს, არამედ მის ტანსაცმელსაც.

გაშავების ინგრედიენტები სხვადასხვა კლანში ცოტათი განსხვავდება, თუმცა, სუბსტანციაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ფქვილი, ამჟავებული რძე, გაფუჭებული კვერცხი, რომელიმე სუნიანი სოუსი. სადღაც ნახშირის მტვერსაც უმატებენ ხოლმე. პატარძლის გათხვრის შემდეგ, მას ბუმბულებს აყრიან.

ასე გოგონას, თითქოსდა, წმენდენ ავი სულებისგან და ამზადებენ ოჯახური ცხოვრებისთვის. ძველი შოტლანდიელები თვლიდნენ, რომ ასეთი რიტუალის შემდეგ, ყოველდღიური სირთულეები უფრო მარტივი გამოჩნდება ქალისთვის.

9. ჩინეთში ქორწილი სხვადასხვა ემოციას იწვევს. მაშინ, როცა სხვა კულტურებში ქორწინება ბედნიერებასთან და ღიმილთანაა დაკავშირებული, ჩინეთში ცერემონიამდე 1 თვეს საპატარძლო ტირილში ატარებს. ამასთან, მის ტირილს უერთდებიან ოჯახის წევრებიც. ასე უცნაურად გამოხატავენ ისინი ბედნიერებას გოგონას მომავალი ქორწინებისთვის.

ყველაზე მეტად რომელმა ტრადიციამ გაგაოცათ?