კარტოფილის ყვავილი ყველა დაავადების საწინააღმდეგოდ! მიიღეთ, სანამ 18 წლის გოგოსავით სირბილს არ დაიწყებთ

46358

უკვე პენსიონერი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან სამკურნალო ბალახები მაინტერესებდა. ადამიანების წერილებში ვკითხულობ, რომ ძალიან ბევრს აწუხებს პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი და კუჭის წყლული. ყველა ამ უსიამოვნების მოშორებაში კარტოფილის ყვავილი დაგეხმარებათ – ეს უბრალოდ ღვთის საჩუქარია.

როგორც მინიმუმ, ჩემი მხრიდან განვსჯი: პოლიართრიტს ვმკურნალობ

როგორც კი კარტოფილი ყვავილობას დაიწყებს, აუცილებლად ყვავილები ღეროებიანად მოკრიფეთ და ჩრდილში გააშრეთ.

1 მუჭა მშრალი ყვავილი 0,75 ლ ბოთლში ჩადეთ და 600 გრ სპირტი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ და თქვენი სამკურნალო წამალი მზადაა.

ღამით მუხლებზე შეიზილეთ, დილით კი ჩამოიბანეთ. და ასე ბოთლის დაცარიელებამდე გააგრძელეთ.

თუ პოლიართრიტი ძალიან მიშვებული გაქვთ, შესვენება გააკეთეთ, შემდეგ ნაყენი კვლავ მოამზადეთ და კურსი მანამ გაიმეორეთ, სანამ 18 წლის გოგოსავით სირბილს არ შეძლებთ.

დავუბრუნდეთ კარტოფილის ყვავილს.

ეს კუჭის წყლულის და ნებისმიერი მჟავიანობის სამკურნალო შესანიშნავი საშუალებაა.

ნაყენი ასე მზადდება. 3 ღერო აიღეთ და 4 ს/კ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით ღუმელში შედგით და კუთხისკენ დადგით, რომ არ ადუღდეს.

ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ მიიღეთ. ყოველდღე ახალი პორცია ნაყენი მოამზადეთ.

10 დღე დალიეთ, შემდეგ 20 დღე შეისვენეთ. ამ მეთოდით თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მოვიშორე. მკურნალობის კურსის შემდეგ ექოსკოპია გადავიღე და ექიმმა მითხრა, რომ წყლული არ მაქვს და მხოლოდ ნაწიბურს ხედავს. ექიმმა მკითხა, თუ რით ვმკურნალობდი.

სხვათა შორის, ჩემმა ძმამაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე იმკურნალა და კიდევ 15 ადამიანი ამ მეთოდით განიკურნა.

რაც შეეხება ოსტეოქონდროზს, ნაყენი, რომელსაც პოლიართრიტის დროს ამზადებთ, სახვევისთვის გამოიყენეთ: მარლა დაასველეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ, თბილად შეიფუთეთ, დილით კი ჩამოიბანეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.