7 უახლესი აღმოჩენა, რომლებიც მედიცინას ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის

1548

თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება და არც სამედიცინო სფეროა გამონაკლისი. წარმოგიდგენთ ტოპ-7 უახლეს აღმოჩენასა და მეცნიერ-მედიკოსების მიღწევებს, რომლებიც რადიკალურად შეცვლის მკურნალობის მეთოდებს.

1. ქოლესტერინი აივ-ის განკურნებაში დაგვეხმარება

ამერიკელმა და ევროპელმა მკვლევარებმა ჯონს ჰოპკინსის, მილანისა და ინსბურკის უნივერსიტეტებიდან მიაგნეს საშუალებას, რომელიც იმუნური სისტემის დაცვას შეძლებს აივ-ინფექციის დამანგრეველი მოქმედებისგან.

ეს იმედს იძლევა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან. აღმოჩნდა, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ზედაპირიდან ქოლესტერინის მოშორებით, ვირუსი ვერ შეძლებს იმუნიტეტის დაზიანებას. ახლა მკვლევარები იმის გაგებას ცდილობენ, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი აღმოჩენა პრაქტიკაში.

2. სტივენ ჰოკინგის დაავადების განვითარების თავისებურებები განსაზღვრულია

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის(გას) – ნეიროდეგენერაციული დაავადების, რომელიც სტივენ ჰოკინგს აწუხებდა – განვითარების დროს იცვლება მამოძრავებელი ნეირონების ზომები.

გას-ი აზიანებს მამოძრავებელ ნეირონებს და იწვევს მათ თანდათანობით დახოცვას. დაავადების განვითარებას თან ახლავს პარალიზება, ატროფირდება კუნთები, შემდეგ კი დაავადებული იმის გამო გარდაიცვლება, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

დღეისათვის, მედიცინამ არ იცის, როგორ განკურნოს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი. არსებული პრეპარატები მხოლოდ ანელებს დაავადების მსვლელობას.

მკვლევარები თვლიან, რომ სამომავლოდ, ეს აღმოჩენა დაეხმარებათ იმის სრულად გარკვევაში, თუ როგორ ჩნდება და ვითარდება დაავადება, ასევე, მისი განკურნების ეფექტური საშუალების პოვნაში.

3. ღეროვანი უჯრედები ღვიძლის ციროზის წინააღმდეგ

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, თუ როგორ ეწებება და აღადგენს ღვიძლის ქრონიკული ციროზით დაზიანებულ ქსოვილებს ღვიძლის უჯრედები, მიღებული ზრდასრული ადამიანის სხვადასხვა ქსოვილის უჯრედების ხელახლა პროგრამირებით.

მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიერ შემუშავებული მიდგომა მომავალში საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ უფრო დიდი რაოდენობით ფუნქციური ჰეპატოციდები ღვიძლის ქსოვილების აღსადგენად იმ ადამიანებში, რომლებსაც ამ ორგანოს გადანერგვა ესაჭიროებათ.

ასეთი უჯრედების გამოყენება თავიდან აგვაცილებს პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპლანტაციასთან.

4. კანის უჯრედები ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევარებმა შეძლეს კანის უჯრედების გადაპროგრამება პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად, რომლებიც შემდეგ სხეულის ნებისმიერ უჯრედად ან ქსოვილად გადაქცევას შეძლებს. შემდეგ მეცნიერებმა მიაღწიეს იმასაც, რომ ეს უჯრედები ადამიანის მიკროგლიალურ უჯრედებად იქცა. ეს უჯრედები თავის ტვინის უჯრედების 10-15%-ს შეადგენს და აუცილებელია ნეირონული კავშირების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის.

ამ მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ნევროლოგიური დაავადების შესწავლისა და მკურნალობის მეთოდის შემუშავებისთვის, როგორიც ალცჰაიმერის დაავადებაა.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიები ცვლის თანამედროვე მედიცინას

სამედიცინო სფერო ძალიან სწრაფად იცვლება. სხვადასხვა ელექტრონული სერვისი, ცნობარები, აპლიკაციები და უბრალოდ ინფორმაციის ონლაინ-წყაროები ეხმარება როგორც ექიმებს, ისე პაციენტებსაც.

მედიცინაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შეამციროს დრო “ქაღალდის” სამუშაოებზე, ხელს უწყობს მედპერსონალის დისტანციურ გადამზადებასა და გამოცდილების გაზიარებას.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა უკვე აქტიურად იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ და მრავალ სხვა სისტემას ჯანდაცვის სფეროს რეგულარულ პრაქტიკაში.

6. პირველი ცოცხალი სინთეტიკური უჯრედი

ამერიკელმა მეცნიერებმა პირველებმა შექმნეს “სინჯარაში” ბაქტერიების მთელი გენომი და მის გარსში შეიყვანეს სხვა სახეობის ბაქტერიები, რის შედეგადაც მიიღეს სრულყოფილი ცოცხალი უჯრედი, რომელსაც გამრავლების უნარი აქვს.

ახლა ამ მეცნიერების მიზანია სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის შექმნა გენების მინიმალური ნაკრებით. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში შეძლებენ ბაქტერიული უჯრედების გამოყვანას, რომლებიც გამოიმუშავებენ მედიკამენტებსა და საწვავს, და, ასევე, შეძლებენ სათბური აირების შთანთქმას.

7. რობოტები მედიცინაში

რობოტიზებული ქირურგია აქტიურად გამოიყენება თანამედროვე სამყაროში. იუველირული სიზუსტე და ადამიანური ფაქტორების არარსებობა – აღნიშნული ტექნოლოგიია მნიშვნელოვანი თავისებურებაა. რობოტების დახმარებით ათასობით წარმატებული ოპერაცია უკვე ჩატარდა სხვადასხვა სფეროში. რობოტი, პირდაპირი გაგებით, ქირურგის ხელების გაგრძელებაა და წვრილი ოპერაციების ჩატარება იუველირული სიზუსტით შეუძლია.

რობოტები არ იღლებიან და დღეში 24 საათის განმავლობაში უშეცდომოდ მუშაობა შეუძლიათ. რობოტიზებული სისტემის თითოეული ხელი გაცილებით მეტ მოძრაობას ასრულებს, ვიდრე ქირურგი.

თქვენ რას ფიქრობთ ამ აღმოჩენებზე?