15 ნიშანი, რომელსაც სხეული ინსულტამდე 1 თვით ადრე გიგზავნით

15593

გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ გარკვეული დაავადებების შესახებ უნდა იცოდეთ, რომლებიც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოა. მაგალითად, ინსულტი.

ინსულტი – ყოველთვის მოულოდნელი მოვლენაა, ამიტომ, ერთი შეხედვით წინასწარ მომზადება შეუძლებელია. თუმცა გავრცელებული აზრის მიუხედავად, ორგანიზმი წინასწარ განგაშის სიგნალს გვაძლევს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს გამაფრთხილებელი ნიშნები, იმდენად გავრცელებულია, რომ მათ ჩვეულებრივ დაავადებად მივიჩნევთ.

რა არის ინსულტი?

ასხვავებენ ორი ტიპის ინსულტს: ჰემორაგიული და იშემიური. იშემიური ინსულტი არტერიების დაბლოკვით არის გამოწვეული, რაც ტვინში სისხლის მიწოდებას ამცირებს. ეს ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა. ჰემორაგიული ინსულტი კი ტვინში სისხლდენით და სისხლჩაქცევებით არის გამოწვეული, რაც თავის მხრივ შეიძლება თავის დაზიანებით იყოს გამოწვეული.

ტვინის სისხლძარღვების დაავადება სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის სტრუქტურაში გულის იშემიური დაავადების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ინსულტი არის მდგომარეობა, როცა სისხლის ნაკადი ტვინს აღარ მიეწოდება, რაც ჟანგბადის შემცირებას ან სრულ დეფიციტს იწვევს. გარდა ამისა, ტვინს მკვებავი ნივთიერებებიც აღარ მიეწოდება, რაც ტვინის სერიოზულ დაზიანებას და უჯრედების კვდომას იწვევს. ამან სიკვდილი ან ხანგრძლივი დროით უნარების შეზღუდვა ან დამბლა შეიძლება გამოიწვიოს.

დამბლას იწვევს ინსულტი იმ შემთხვევაში, როცა ტვინის ის ნაწილია დაზიანებული, რომელიც სხეულის გარკვეულ ნაწილზეა პასუხისმგებელი. ინსულტმა ნაწილობრივი ან სრული დამბლა გამოიწვიოს.

ინსულტის მოახლოების ზოგადი ნიშნები

შესაძლოა, არ იცით, რომ ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშნები ფაქტიურ ინსულტამდე 1 თვით ადრე შეიძლება გაჩნდეს. ამ ნიშნების გამოვლენა თქვენს ცხოვრებას გადაარჩენს. უფრო მეტიც, დაზიანების ინტენსივობა შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ და უფრო სწრაფი აღდგენა უზრუნველყოთ.

სამედიცინო ექსპერტების თქმით, ნიშნები ადამიანიდან ადამიანზე იცვლება. თუმცა მოახლოებული ინსულტის ზოგიერთი ნიშანი ზოგადია.

  1. შეუჩერებელი სლოკინი
  2. გათიშვა ან გონების დაკარგვა
  3. შაკიკი და თავის ტკივილი
  4. არეული სუნთქვა
  5. გულისცემა
  6. ჰალუცინაციები
  7. მოულოდნელად დაწყებული ეპილეფსია
  8. დაღლილობა და სისუსტე
  9. პიროვნების ცვლილება
  10. ხშირი ავადმყოფობა და ცუდი ჯანმრთელობა
  11. მხედველობის გაუარესება ერთ ან ორივე თვალში
  12. მაღალი წნევა
  13. მხრების ძლიერი ტკივილი
  14. დაბუჟება და კიდურების ხანმოკლე დამბლა
  15. კისრის გაშეშება

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ინსულტის თავიდან ასაცილებლად

ზემოთ მოცემული ინსულტის ნაადრევ ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ. თუ ეს ნიშნები გაქვთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

ინსულტის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი მეთოდია ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჯანსაღი დიეტა უნდა დაიცვათ და ფიზიკური ვარჯიშები შეასრულოთ.

თავი აარიდეთ პროდუქტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს და ნადებს ზრდიან, როგორიცაა გადამუშავებული და სწრაფი კვების პროდუქტები. ისინი არტერიების დამხშობი მთავარი აგენტები არიან. მოწევას თავი დაუყონებლივ უნდა დაანებოთ და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე უარი უნდა თქვათ.

ნაკლები წითელი ღვინო დალიეთ და უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული მიიღეთ, რომ ადამიანის სხეულისთვის აუცილებელი ვიტამინების, ანტიოქსიდანტების და მინერალების ჯანსაღი დოზა მიიღოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.