თხისრქა ქალებს უყვართ პარტნიორის ტანსაცმლის ტარება, ქალწულები კი ყოველთვის მოწესრიგებულები არიან: ზოდიაქოს ნიშნების ჩვევები

1694

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული, განუმეორებელი და უნიკალური პიროვნებაა თავისი ხასიათით, ჩვევებითა და მიდრეკილებებით.

ქალური ჩვევები

ბევრი ამჩნევს, რომ ერთი და იმავე ვარსკვლავის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მსგავსი ან ერთნაირი ჩვევები აქვთ. ჩვენს სტატიაში გაიგებთ, თუ როგორი ჩვევები აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს.

ქალის ზოგიერთი უცნაური ჩვევა, ხშირად, საყვარლობაა, ზოგიერთი კი საშიში და აუტანელია. თუმცა, სწორედ ასეთი წვრილმანები გვხდის განუმეორებელს.

ზოდიაქოს ნიშნების ჩვევები და თავისებურებები

1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ხშირად განიცდის წვრილმანებს. მისთვის გარშემომყოფების აზრი მნიშვნელოვანია. ვერძი გოგონას განაწყენება ძალიან მარტივია.

2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, კურო დედას სთხოვს რჩევას. უყვარს თეთრი შოკოლადი და მაგარი შავი ჩაი, დილაობით დარბის.

3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

მისი პარტნიორის აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთგული და თავისი მეორე ნახევრის გამო ყველაფრისთვის მზადაა. უყვარს მისი ტანსაცმლის ჩაცმა.

4. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბის საყვარელი ფერი წითელია, თუმცა ტანსაცმელს მაინც უფრო თავშეკავებულ ფერებში არჩევენ. ეს ქალბატონები ნამდვილი გურმანები არიან და საჭმელში რაოდენობას კი არა, ხარისხს აქცევენ ყურადღებას.

5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ამ ქალებისთვის სიმყუდროვე პირველ ადგილას დგას. ლომები ყოველთვის კომფორტულად, თუმცა გემოვნებით იმოსებიან. უყვართ დიდი ზომის საყურეები და მაღალი ვარცხნილობები.

6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ვერ იტანს, როცა გეგმები ეშლება. ყოველთვის ადგენს საყიდლების სიას. ამ ქალბატონისთვის ორგანიზება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ცხოვრებაში.

7. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სისუფთავე და წესრიგი ამ ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის ალაგებს თავის მიერ დატოვებულ ქაღალდებსა და კანფეტის შეფუთვებს, მათი ხელებით დაჭმუჭნვა და თვითმფრინავების გაკეთება უყვართ.

8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ხშირად, უმიზეზოდ ოხრავს და იკვნეტს ტუჩებს. ყოველთვის მზადაა გასართობად და მეგობრებისთვის წვეულების მოსაწყობად.

9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

კარის ზღურბლიდან იწყებს იმის მოყოლას, თუ როგორ ჩაიარა დღემ. ყოველთვის მზადაა დაქალის დასახმარებლად. იცვამს კლასიკურად.

10. თხისრქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ყოველთვის ძალიან დიდხანს უნდება მომზადებას და ყველგან აგვიანებს. უყვარს წვეტიანი ტანსაცმელი და მაკიაჟს დიდ დროს უთმობს.

11. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ყოველთვის და ყველაფერში ეჭვი ეპარება. ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ყოველდღე ძალიან ბევრ ყავას სვამს

12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

კონსერვატიული და ჩაკეტილია. იშვიათად იცვლის ინტერესებსა და გატაცებას. ყოველთვის ერთსა და იმავე დაწესებულებას სტუმრობს.

მავნე ჩვევების გარეშე ადამიანის პოვნა ძალიან რთულია. გაცილებით მარტივია – შეიყვაროთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის.