7 ყველაზე მიმზიდველი სუნამო ამ ზაფხულისთვის: მსგავსი სურნელით გარშემომყოფებს ვერ შეაწუხებთ

0
273

უკვე ყველამ კარგად იცის, რომ სუნამოები სეზონების მიხედვით უნდა შეიცვალოს. ის არომატი, რომელიც სასიამოვნოდ იშლება ცივ ამინდში, ცხელ ზაფხულში შეიძლება გგუდავდეთ. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს, თბილი სეზონის დადგომამდე, პარფიუმერული სახლები უშვებს სიახლეებს, რომლებიც ქალის კანზე სექსუალურად იშლება და, ამასთან, არ არღვევს პარფიუმერულ ეტიკეტს და არ აიძულებს გარშემომყოფებს, ოთახში ყველა ფანჯარა გააღონ.

დღეისათვის, ქალის სუნამოების დაყოფა ხილისა და ყვავილების, ხოლო მამაკაცის სუნამოების დაყოფა ტყავისა და ხის სურნელების მიხედვით, მოძველებულ მეთოდად ითვლება. სულ უფრო მეტი მწარმოებელი დებს ფონს არა ჩვეულ უნისექსზე, არამედ გენდერულ-ფლუიდურ არომატებზე. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რას წარმოადგენენ ეს უკანასკნელნი და, ასევე, რომელი სუნამო უნდა შეარჩიოთ 2019 წლის ზაფხულისთვის.

საზაფხულო სუნამო

ჩვენ შევეჩვიეთ სუნამოების ცალკე განლაგებას ქალისა და მამაკაცის სურნელების მიხედვით. მართლაც, ზოგიერთი ვანილისა და ყვავილის არომატი წარმოუდგენელია მამაკაცზე. ბოლო 25 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უნისექს პარფიუმები – მოსახერხებელია, შეიძინოთ ერთი ფლაკონი და გამოიყენოთ მეუღლესთან ერთად, ის მაინც სხვადასხვანაირად გაიშლება ქალისა და მამაკაცის კანზე.

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ბაზარზე გაჩნდა გენდერულ-ფლუიდური არომატები, რომლებსაც პარფიუმერები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. გენდერული ფლუიდობა არ ნიშნავს სქესის უარყოფას – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, ცვალოთ საკუთარი სქესობრივი იდენტურობა სურვილისამებრ. პარფიუმი ხომ ყოველთვის მიმზიდველი უნდა იყოს და არა უბრალოდ ქალის ან მამაკაცის. სწორი არომატი იგივეა, რაც სწორი ტანსაცმელი და მაკიაჟი: თქვენ თვითონ წყვეტთ, ვინ გინდათ იყოთ დღეს.

სანამ არომატის აღნიშნული კატეგორია ახალია და განვითარების პროცესშია, გთავაზობთ პარფიუმერულ სიახლეებს, რომლებიც იდეალური არჩევანი იქნება საზაფხულოდ.

საზაფხულო არომატები

1. Byredo Sundazed

დღესდღეობით ძალიან პოპულარული ახალი, შვედური პარფიუმერული ბრენდის სიახლე. მას ტკბილი, მანდარინის კანფეტების სუნი აქვს, შერეული მსუბუქ ყვავილოვან შლეიფთან, თუმცა ერთად ეს ორი არ იწვევს ზიზღს, პირიქით, სასიამოვნოა. არომატი მიეძღვნა ლოს-ანჯელესის პლაჟს Venice Beach – ადგილობრივ ზღვის ბრიზს, მზის მკვეთრ სხივებსა და მარადიული ზაფხულის შეგრძნებას. პირამიდა: კალიფორნიული ლიმონი და მანდარინი, ნეროლი, ჟასმინი, თეთრი მუშკი, ბამბის ნაყინი.

2. Giorgio Armani Light di Gioia

ეს არომატი მიეძღვნა მზის ჩასვლას, როცა მზის სხივებს სასიამოვნო, თბილი ელფერი ერთვის. იგი გამჭვირვალე, მკვეთრი და ქალურია. Light di Gioia ბუნებას ხსნის მისი ყველაზე მკვეთრი და ნაზი ფორმით, მკვეთრი ყვავილოვანი არომატით, რომელიც აღნიშნავს ბუნებრივ ქალურობას. პირამიდა: ბერგამოტი, ჟასმინი, გარდენია, ხის აკორდები.

3. Rance Alchimie du Matin

Alchimie du Matin – ტუალეტის წყალი ქალებისა და მამაკაცებისთვის, დაფუძნებული ძვირფას წყლისა და ხის ნოტებზე. არომატი აცოცხლებს ზაფხულის დილას ნამის წვეთებისა და ნაზი ყვავილების ხარჯზე. პირამიდა: ბერგამოტი, ლიმონი, მწვანე ნოტები, დილის ნამის აკორდები, ენძელა, გარდენია, ჟასმინი, ილანგ-ილანგი, ხის ნოტები, პაჩული, ამბრა, მუშკი.

4. Jean Paul Gaultier Scandal a Paris

არომატი – ვარდისფერი, როგორც სიყვარული, და წითელი, როგორც ვნება. იდეალურია საღამოებისთვის. ფლაკონში ნამდვილად რაღაც სკანდალური ხდება, კომპოზიციას კი პარიზში გადავყავართ. სუნამოს სახედ იქცა ირინა შეიკი, რომელიც, არომატის ავტორის თქმით, მთლიანად ახასიათებს პარფიუმს – შეუდარებლად ქალური და იდუმალი. პირამიდა: მსხალი, ჟასმინი, თაფლი.

5. Mugler Angel Eau Croisiere

Angel Eau Croisiere – მაფხიზლებელი, მკვეთრი და ქალური აღმოსავლური არომატი ტკბილი გურმანული ელფერით. ეს შეზღუდული საგაზაფხულო გამოცემაა ლეგენდარულ არომატ Angel-ისა, რომელიც შთაგაგონებთ დასვენების ატმოსფეროთი საგაზაფხულო კრუიზებისა და ხილის არომატული კოქტეილების მოგონებით. პირამიდა: პაჩული, მოცხარი, გრეიფრუტი, პრალინე, მანგო.

6. LANVIN Girl in Capri

ახალი არომატი LANVIN Girl in Capri თითქოს სამოგზაუროდ გვეპატიჟება ხმელთაშუა ზღვის ყველაზე მიმზიდველ კუნძულზე – კაპრიზე. სახელწოდება სრულად ხსნის კონცეფციას: პარიზელი გოგონა მშობლიური ქალაქიდან იტალიაში გაიქცევა უდარდელი ცხოვრებისთვის. ამ არომატის შლეიფის სითბო და სინაზე განპირობებულია მასში ყველაზე უჩვეულო და გაჯერებული ნოტით – ხმელთაშუა ზღვის ტალღების მიერ კუნძულის ნაპირზე გამორიყული სველი ხით. პირამიდა: ბერგამოტი, ლიმონის ზეთი, გრეიფრუტის ყვავილი, ზღვის ბრიზის აკორდი, სველი ხე, მუშკის კოქტეილი.

7. Carolina Herrera Good Girl Dot Drama

გამოცემა Good Girl Dot Drama-ს ახალი კოლექცია გვიყვება Carolina Herrera-ს ფასეულობების ისტორიის შესახებ, ბრენდის გაჩენის მომენტიდან. Dot Drama ასახიერებს ქალურ გამომგონებლობას და მოიცავს თანამედროვე, დამოუკიდებელი, მკაცრი ქალბატონის იდუმალ ძალას. პირამიდა: ნუში, ყავა, ბერგამოტი, ლიმონი, ჟასმინი, ზამბახი, ვარდი, ფორთოხლის ყვავილი, კაკაო, ტონკას პარკები, სანდალოზი, ვანილი, პრალინე, დარიჩინი, თეთრი კედარი, ქაშმირის ხე, პაჩული, მუშკი.

უამრავი საზაფხულო არომატი არსებობს, რომლებიც იდეალურად მოუხდება ცხელ დღეებსა და საზაფხულო წვეულებებს. მთავარია, შეარჩიოთ ის სუნამო, რომელიც თქვენს განწყობას, სტილსა და ცხოვრების წესს უხდება. ასევე, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ საზოგადოებასთან მუდმივი ურთიერთობა გაქვთ და არავინ უნდა შეწუხდეს თქვენი სუნამოს სურნელით.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი