ახალგაზრდა ჭინჭრის შხამი – ძლიერმოქმედი საშუალება! თუ გაწუხებთ სახსრები, სეზონი არ გამოტოვოთ და მკურნალობა ახლავე დაიწყეთ

50292

„ვივიენი“ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც სახსრების ტკივილის დაგავიწყებთ. ის რამდენიმე წლის წინ ჟურნალში „ციმბირის შორეული აღმოსავლეთის ნიადაგში“ აღმოვაჩინეთ. სადაც შემდეგ მოქმედებას გვთავაზობენ: „რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველ დილით მტკივნეული ადგილი ჭინჭრის შხამით დაისუსხეთ“.

ამინდის ცვლილების დროს, ზოგჯერ უმიზეზოდ მუხლები ძალიან მტკიოდა. ამ მეთოდის გამოყენება გადავწყვიტე.

1 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს ფეხებს ჭინჭრით ვისუსხავდი – ტკივილი გაქრა. 5 წელი გავიდა, რაც სახსრები ცუდი ამინდის დროს აღარ მაწუხებს. ახლა უკვე მშვიდად მძინავს.

წელს ხელის ტკივილმა შემაწუხა, მისი აწევა მიჭირდა. ჭინჭრის გამოჩენას დაველოდე, ერთი თვე ვისუსხავდი და ყველაფერი გაქრა.

ჩემმა თანამშრომელმა მისი დახმარებით ნეკნებშუა ნევრალგია მოირჩინა. თეთრეულზე ჭინჭარი დაალაგა, გაიხადა, ამ თეთრეულში დაწვა და დაიძინა. დილით სამსახურში გამართული მოვიდა, არადა წინა საღამოს მოხრილი, ძლივს დადიოდა.

ჭინჭარი მტკივნეულ ადგილებს არ წვავს და სიმსუბუქეს იმწამსვე იგრძნობთ. ეს მეთოდი რადიკულიტის დროსაც დაგეხმარებათ.

ზამთრისთვის ჭინჭრის ცოცხის მომზადება შეიძლება.

ჭინჭრის შხამი – ძლიერმოქმედი საშუალება

ფოთლების ნახარში

20 გრ მშრალ ან 300 გრ ახალ ჭინჭრის ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. თავსახური დაახურეთ და დაახლოებით 2-3 წუთით ადუღეთ. მცირე ხნით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ.

ჭინჭრის მოდუღების დროს ზოგიერთი დეტალი უნდა იცოდეთ, რომ ვიტამინები არ გაანადგუროთ.

მთელი ფოთლების გამოყენების დროს 1 ადამიანზე 4 ფოთოლი უნდა აიღოთ, 1 ჭიქა ნედლი წყალი დაასხათ, ქვაბს თავსახური დაახუროთ, დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანოთ და იმწამსვე გადმოდგათ.

ფოთლების აორთქლებას დაელოდეთ, ამას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ. ნახარში დილა-საღამოს დალიეთ. ფოთლები კი შეჭამეთ.

თესლების ნახარში

აგვისტოდან დაწყებული ჭინჭარში თესლების წარმოქმნა ხდება. მას ძალიან წვრილი (თითქმის 1 მმ) მოყვითალო ან ნაცრისფერი, მომრგვალებული თესლი აქვს. ჭინჭრის თესლი C ვიტამინს და ცხიმოვან ზეთს, მათ შორის ლინოლეუმის მჟავას შეიცავს.

ჭინჭრის თესლი გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებისა და დიზენტერიის დროს, ასევე როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება.

ფოთლებისა და ფესვების ნახარში

ჭინჭარში შემავალი გლიკოზიდ ურიტრიცინი გულის ბუნებრივ სტიმულატორს წარმოადგენს.

ნახარში გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, დიარეას, სისხლის ამოხველების და ცხვირიდან სისხლდენის, ხანგრძლივი და მტკივნეული მენსტრუაციის, ურემიის, ბუასილის, რევმატიზმის, დიაბეტის, ნერვული კრუნჩხვების, ქრონიკული ბრონქიტის და რესპირატორული ორგანოების სხვა დაავადების, სიყვითლის და ღვიძლის დაავადების, კანის დაავადების დროს. ასევე როგორც შარდმდენი და ლაქტაციის გამაძლიერებელი საშუალება.

ნაყენი

ჭინჭრის ფოთლებისგან ნაყენი მზადდება. ამისთვის არაყი უნდა გამოიყენოთ. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად მცენარის ფოთლები გამოიყენეთ.

1 ნაწილ ფოთლებზე 3 ნაწილი არაყი გამოიყენეთ. 10 დღე დააყენეთ. ჭურჭელი ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. თავად ჭურჭელი მინის უნდა იყოს. ნაყენის შესანახად კარადა ან მაცივარი გამოდგება.

10 დღის შემდეგ ნაყენი კარგად უნდა გადაწუროთ.

ფოთლები ბევრ ვიტამინს შეიცავს და ერთგვარ ბუნებრივ ნახევარვიტამინების კონცეტრატს წარმოადგენს: K და B2 ვიტამინები, კაროტინი (14-30 მგ/100 გრ), ასკორბინის მჟავა (100-200 მგ/100გრ) და პანთოტენორუს მჟავა.

ასევე 17% ცილა, 10% სახამებელი, დაახლოებით 1 % შაქარი, ბევრი რკინის და კალიუმის მარილი შედის.

ნაყოფში 22%-მდე ცხიმოვანი ზეთია აღმოჩენილი.

ფოთლების ნაყენი

აიღეთ 20 გრ მშრალი ან 330 გრ ჭინჭრის ფოთლები, თერმოსში ჩაყარეთ, შემდეგ 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ და 1 საათით დააყენეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.

3 ს/კ ჭინჭრის დაქუცმაცებული მცენარე აიღეთ და თერმოსში 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 3 საათით დააყენეთ და შეგიძლიათ დალიოთ.

ნაყენის მოსამზადებლად 2 ს/კ ახალი ფოთლები (მშრალი არ გამოდგება) აიღეთ და 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ.

გამოიყენება როგორც სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება საშვილოსნოს, ფილტვის, თირკმლის, ნაწლავის, ჰემოროეიდული სისხლდენის, ჰიპოვიტამინოზის, ათეროსკლეროზის, ანემიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, ნეფრიტის, დროს.

როგორც ამოსახველებელი საშუალება ფილტვების ტუბერკულოზის, სასუნთქი გზების დაავადების დროს.

როგორც ლაქტოგენური, მატონიზირებელი, მიომეტრიის და მსხვილი ნაწლავის ტონუსის გამზრდელი საშუალება, ასევე საშვილოსნოს ფიბრომას, შეკრულობის, მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტის, ეპილეფსიის, ისტერიის, დამბლის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სახსრების რევმატიზმის, კუნთების ტკივილის, პოდაგრის, ასევე კანის დაავადებების (ძირმაგარა, ჰერპესი) დროს.

თანაყვავილედის ნაყენი

ყველა ნაყენი, ნახარში და ჩაი გამოყენების წინ უნდა გადაწუროთ.

გამოიყენეთ ციებ-ცხელების, რევმატიზმის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, კიბოს დროს. ასევე როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი, ანტიმალიური საშუალება და ქრონიკული კანის დაავადების დროს.

ფესვების ნაყენი და ნახარში

ჭინჭარს ფესვების სისტემა კარგად განვითარებული აქვს. ფესვები ძალიან გრძელი, მცოცავი და მრავალნაწილად დაყოფილია. ფესვები C ვიტამინით და ნიკოტინით მდიდარია.

გამოიყენეთ კუჭის დაავადების, დიარეას, დიზენტერიის, ჭიების საწინააღმდეგოდ, ძირმაგარას, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის დროს, ასევე როგორც ამოსახველებელი, ციებ-ცხელების და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. გამოიყენება თმის გასაძლიერებლად.

დაშაქრული ფესვები (შაქრის სიროფში მოხარშული) ხველების დროს ეფექტური საშუალებაა.

გარეგნულად გამოიყენება სველი სახვევების სახით კანის ანთების დროს და სავლები სახით პირის და ყელის ანთებითი პროცესების დროს. ასევე ბუასილის დროს მჯდომარე აბაზანის მისაღებად.

ჭინჭრის ზეთი

ახალი ჭინჭრის ფოთლები დააქუცმაცეთ, ჭურჭელში მოათავსეთ, ოდნავ შეამჭიდროვეთ, ნებისმიერი მცენარეული ზეთი დაასხით, 2 კვირა ბნელ, გრილ ადგილას დააყენეთ, გაფილტრეთ, მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

ზეთი ჭრილობას შესანიშნავად ახორცებს.

ჭინჭრის ფოთლები ფიტონციდების წყალობით მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შენახვის ვადას ახანგრძლივებს. მაგალითად, გამოშიგნული თევზი, ჭინჭრით ავსებული ან ჭინჭარ მოყრილი ძალიან დიდხანს ინახება).

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.