15 ნიშანი, რომ ქალს B12 ვიტამინის დეფიციტი აქვს. ეს ძალიან სახიფათოა

23410

40-დან 60 წლამდე ქალების 4%-ს B12 ვიტამინის დეფიციტი აწუხებს. განსაკუთრებით სარისკო ჯგუფში ხანდაზმულები და მკაცრი ვეგეტარიანელები შედიან, რომლებიც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებენ.

40 წლის შემდეგ ქალებს B12 ვიტამინი სჭირდებათ:

  • ოსტეოპოროზის, რაქიტის და ა.შ პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
  • ლორწოვანი გარსის დასაცავად, მაგალითად სტომატიტის დროს
  • კანის სიფერმკრთალის, სიმშრალის, აქერცვლის, პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ.
  • კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად.

აი 15 ნიშანი, რომ ქალს B12 ვიტამინის დეფიციტი აწუხებს

1. თავბრუსხვევა. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინე: მათ, ვინც თერაპევტს თავბრუსხვევის წუხილით მიმართეს, B12 ვიტამინის დონე 40%-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე ჯანსაღ ადამიანებს.

2. დაბუჟების და გაშეშების შეგრძნება, რომელიც სისხლში ჟანგბადის დეფიციტით არის გამოწვეული. შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეთ, თითქოს თავიდან ფეხის წვერამდე ელექტრონული მუხტები გადის.

3. კანის სიფერმკრთალე. B12 ვიტამინის დეფიციტი სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებას იწვევს. ამის გამო ნაღვლის პიგმენტი ბილირუბინი თავისუფლდება, რომელიც კანს უფრო მკრთალ ფერს ანიჭებს.

4. მეხსიერების გაუარესება. გიჭირთ იმ ადამიანის სახელის გახსენება, რომელსაც უკვე დიდი ხანია იცნობთ, გასაღებს კი მაცივარში „ავტომატურად“ ინახავთ? გულმავიწყობა B12 ვიტამინის დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანია.

5. მუდმივი დაღლილობა. B12 ვიტამინი ერითროციტების წარმოქმნას ხელს უწყობს, რომელიც უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. ჟანგბადის უკმარისობა დაღლილობას იწვევს მაშინაც კი, თუ კარგად გამოიძინებთ.

6. მხედველობის პრობლემები. იშვიათ შემთხვევაში B12 ვიტამინის დეფიციტი მხედველობის ნერვსა და თვალის ბადურას სისხლძარღვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შეიძლება გაორების ეფექტი, ჩრდილები, დაბინდულობა ან დროებით სიბრმავე წარმოიქმნას.

7. კუნთების სისუსტე. B12 ვიტამინის დეფიციტი არა უბრალოდ ზოგად დაღლილობას, არამედ კუნთების სისუსტეს, მოთენთილობას და სიზარმაცეს იწვევს.

8. დაახლოებით ადამიანების 50 %-ში B12 ვიტამინის დეფიციტი ენაზე, განსაკუთრებით გვერდებზე, გემოს კვირტების შემცირებით გამოიხატება. ბევრს ენის გვერდებზე წვა და დისკომფორტი აწუხებთ. ამის გამო საკვები ქალებს ნაკლებად გემრიელი ეჩვენებათ.

9. განწყობის სწრაფი ცვლილება. B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება დეპრესია გაამწვავოს, უძილობა და მტირალობა გააძლიეროს. ვიტამინი ე.წ. ბედნიერების ჰორმონების, სეროტონინის და დოფამინის, წარმოებაში მონაწილეობას ღებულობს.

10. სუნების მიმართ უცნაური დამოკიდებულება. ეს სისხლში ჟანგბადის უკმარისობით არის გამოწვეული, რაც ანემიას იწვევს.

11. გულის პრობლემები. B12 ვიტამინის დეფიციტის დროს ერითროციტების მიმოქცევის შემცირების გამო ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება.

ასეთ პირობებში ჟანგბადის მიწოდება გულის მუშაობის გაძლიერებით ხდება. შედეგად იქმნება ტაჰიკარდია, არტერიული წნევის შემცირება და ა.შ.

12. ქოშინი – ანემიის შედეგი, რომელიც B12 ვიტამინის დეფიციტით არის გამოწვეული. სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის დეფიციტი ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას ართულებს. ფილტვებს მძიმე მუშაობა უწევთ, რომ ჟანგბადის მიმართ ორგანიზმის მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ეს კი ქოშინს იწვევს.

13. ორიენტაციის დარღვევა. B12 ვიტამინის ხანგრძლივი დეფიციტი ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს. დროთა განმავლობაში მოძრაობის ფუნქცია ირღვევა და ადამიანი შეიძლება ნებისმიერ წამს დაეცეს. ეს ნიშანი განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებსა და ვეგეტარიანელებში გვხვდება.

14. ტემპერატურის ზრდა. იშვიათ შემთხვევაში B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ტემპერატურის ზრდა გამოიწვიოს. ამის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არაა.

15. თმისა და ფრჩხილების პრობლემები. თმა ბზინვარებას კარგავს, იფიტება, ადვილად იმტვრება, იშვიათდება და ნაადრევად ჭაღარა ხდება. ფრჩხილები თხელი, გლუვი, ადვილად მტვრევად ხდება და ზოლები ჩნდება.

თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც საკუთარ თავში შეამჩნიეთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ და B12 ვიტამინზე ანალიზი გაიკეთეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.