საკვებმა შეიძლება მოგკლათ: იმუნოლოგმა „გემრიელი და ჯანსაღი საკვების“ შესახებ სიმართლე გვითხრა

1162

გალინა გრანოვსკაია ექიმი-იმუნოლოგი და საინტერესო პუბლიკაციების ავტორია, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯანსაღი კვების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც „ვივიენი“ გიზიარებთ. პოსტი საკმაოდ საინტერესო და სასარგებლოა.

„ცოტა რამ ჯანსაღი კვების შესახებ არა დიეტოლოგისგან. ყველაფერი პუნქტებით და დეტალურად:

1. ჯანსაღი საკვები არსებობს. ასევე მავნე საკვებიც არსებობს. ყველა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკვები მხოლოდ კალორია და საჭირო ცილა-ცხიმი-ნახშირწყალი-მიკროელემენტია ძირეულად მცდარია.

საკვებმა შეიძლება მოგკლათ, თუ ასეთი მიზანი გექნებათ. ამასთან უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგალითად, არასწორ კვებას ნაწლავის სიმსივნის განვითარებისთვის „ონკანის მოხსნის“ ეფექტი აქვს.

2. რაც უფრო ნაკლებ დროს ხარჯავთ კერძის მომზადებაში, მასში მით უფრო მეტი სწორი და სასარგებლო ელემენტები დარჩება. ყველა „მაღალი სამზარეულო“ უბრალოდ მასტურბაციის ვარიანტია, მხოლოდ ამ შემთხვევაში გურმანები არა სასქესო ორგანოებით, არამედ ენის გემოს რეცეპტორებით ანძრევენ.

თუ გეგონათ, რომ გაუმაძღრობა რელიგიების უმეტესობაში ცოდვად და სისუსტედ ტყუილად მიიჩნევა? არა, ძვირფასებო, გაუმაძღრობა არის სისუსტე მიმდებარე პათოლოგიით. და ზოგჯერ პათოლოგიაშიც გადადის.

3. პროდუქტების შეწვა შეიძლება, მაგრამ ძალიან სასურველი არაა. თუ შეწვავთ – მხოლოდ მცირე რაოდენობის ზეთში. ხორცის შეწვა ცუდი არაა, ის იმწამსვე ცილოვანი ფირით იფარება და ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, რომელსაც ბულიონს არ უწილადებს. უფრო კარგი იქნება, თუ ხორცს გრილზე შეწვავთ.

თუმცა იგივე ხორცი შეგიძლიათ სწორად მოხარშოთ ან გამოაცხოთ – ასე უფრო ჯანსაღი საკვები იქნება, ვიდრე შემწვარი ხორცი. თუ ბოსტნეულის ან თევზის შეწვა გადაწყვიტეთ, სჯობს ისიც გრილზე შეწვათ.

4. ხორცის მსგავსი პროდუქტის შებოლილი ან ხმელი სახით მიღება არ შეიძლება. ასევე დამარილებული, ნაწლავში ან პოლიეთილენში შეხვეული. ძეხვეულიდან მხოლოდ საოჯახო ძეხვი შეგიძლიათ მიირთვათ, თუ თავად მოამზადებთ და ზოგჯერ მოხარშული ძეხვი (ამ შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობის პროგნოზირება რთულია).

სხვა დანარჩენის, ყველა ეს ძეხვი-სოსისი-ბეკონი-მკერდის, ჭამა არ შეიძლება. თუ ნაწლავებს რაღაც წარმოუდგენლით არ ავსებენ, ასე იქმნება შებოლილი „თხევადი კვამლის“ ეფექტი – მისი შემადგენლობით დაინტერესდით. ცივი ხორცი თავად მოამზადეთ – მოხარშეთ და გამოაცხვეთ.

სწორად მოხარშული ხორცი რომ მიიღოთ, მდუღარე წყალში ხორცის ნაჭრის ჩადება საკმარისია. ასე ხორცი იმავე ცილოვანი ფირით დაიფარება, როგორც შეწვის დროს. როცა ცივ ხორცს თავად ამზადებთ, ზუსტად იცით, თუ რას ამატებთ და რამდენად უსაფრთხოა.

5. ნაწლავების სწორი მუშაობისთვის ბოსტნეული არასდროს გვყოფნის. კარტოფილი არ ითვლება. ჩვენ ნაკლებ ახალ ბოსტნეულს მივირთმევთ, „ხორცი/თევზი + სალათა – კარტოფილის“ კომბინაციას მიჩვეული არ ვართ.

ჩვენი საკვები ფიზიკურად მძიმე მომუშავე სოფლის მაცხოვრებლისთვისაა. ასე მიგვაჩვიეს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ქალაქებში ვცხოვრობთ, მაგრამ მძიმე, ძალიან ნოყიერი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას ვერ გადავეჩვიეთ.

6. ფაფა – კარგია. მყარი ხორბლის ჯიშის მაკარონი კარგია. კარტოფილი – გაგაძღობთ.

7. მარილიანი და მწნილი – კარგი არაა. გამონაკლისია, მჟავე კომბოსტო, კიტრი და პომიდორი. დანარჩენი კარგი არაა. კონსერვები საბჭოთა კავშირის დროს საკვების უკმარისობიდან მოგვყვება. ახლა საკვების დეფიციტი გაუმაძღრობამ ჩაანაცვლა, ხოლო კონსერვები ჩვენს სამზარეულოს შემორჩა.

სინამდვილეში, განსაკუთრებული ზიანი მათ არ აქვთ, მაგრამ მთელი ზამთარი დამწნილებული ბოსტნეულის მიღება სასარგებლო არაა. თუ ზამთრის სეზონზეც ახალი ბოსტნეულის და ხილის ყიდვის შესაძლებლობა გაქვთ, სჯობს ეს ვარიანტი აირჩიოთ.

8. მარილი და შაქარი მადას აძლიერებენ. გარდა ამისა, შაქარი ტვინის პირდაპირი საკვებია, ხოლო მარილი ჰიპერტენზიული ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვებში წყალს აკავებს და წნევას ზრდის. სულ ესაა.

თუ წონის დაკლება გსურთ – ამ მადის „გამაძლიერებლებზე უარი თქვით. კერძი თქვენს თეფშზე დაამარილეთ და არა ქვაბში. შაქრის რაოდენობის, მათ შორის ტკბილეულის, შემცირება სცადეთ.

9. ტკბილეულობა ბოროტებაა. არანაირი „მემკვიდრეობითი კარიესი“ არ არსებობს. მთელი ჩვენი „მემკვიდრეობითი კარიესი“ ყოველი კერძის მიღების შემდეგ კბილების გახეხვის, კბილებს შორის ადგილის ძაფით და სპეციალური მინი-ჯაგრისით გაწმენდის კულტურის არ არსებობით და ტკბილეულის მიღებით არის გამოწვეული. ასევე აღსანიშნავია ბავშვების მიმართ უფროსების ურთიერთობა.

ჩვენ ძაღლებს ტკბილეულს არ ვაძლევთ – ვიცით, რომ ეს ძაღლის კბილებისა და პანკრეასისთვის საზიანოა. ჩვენ ბავშვებს ეს არ ეხება. პარადოქსია. საბავშვო ოთახის მაგიდაზე, თეფშზე კანფეტები კი არა, არამედ ახალი ხილი და ბოსტნეული უნდა იდოს.

10. სასუსნავები – ბოროტებაა, განსაკუთრებით კრეკერები, კარტოფილის ჩიფსი და მიწისთხილი ყველა სახის ფხვნილით. სასუსნავები საკვების ვარიანტად საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, რადგან სწრაფი ხშირი წახემსება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური და ორგანული პრობლემების პირდაპირი გზაა.

ის, რასაც ბავშვებზე ყიდიან, საკვებს ვერც ვუწოდებთ. თუ ბავშვს კრეკერები გიჟურად უყვარს, ის საკუთარი ხელით უნდა მოამზადოთ. ამასთან ბავშვს რაღაცის ღეჭვის სურვილს უნდა გადააჩვიოთ.

11. სწრაფი კვების პროდუქტები. კომენტარების გარეშე.

12. თუ გსურთ დალევა – წყალი დალიეთ. უბრალოდ წყალი. წყურვილი სუფთა წყლის გარდა სხვა არაფრით არ მოიკლათ. ყველა დანარჩენი გარკვეულ დროსა და სიტუაციაში მიიღეთ.

ჯერჯერობით საკმარისია. თუ გაინტერესებთ – გააგრძელეთ“

აი, ასე მარტივად გადმოცემულია ის, რასაც სამეცნიერო და მეცნიერებასთან ახლოს მდგომი სტატიები გვიხსნიან. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.