ბერძნული კაკლის ფოთლები დაავადებების წინააღმდეგ: მოამზადეთ მაისსა და ივნისში

1942

ბერძნული კაკლის ფოთლები მედიცინისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც თვითონ ნაყოფი. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ამ კაკლის ფოთლები ნამდვილი ბიოქიმიური კომბინატია.

მათში არსებული ვიტამინები, გლიკოზიდები, ფლავანოიდები, კარატინოიდები და ეთერზეთებიც კი კაკლის ფოთლების სარგებელზე მიუთითებს. სამკურნალო ნედლეულად, ძირითადად, იყენებენ მკვახე ნაყოფის კანსა და ფოთლებს.

გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს ამ პროდუქტის გამოყენებით.

ჩაი

ამ ჩაით სლავი მონაზვნები შაქრიან დიაბეტს, საყმაწვილოსა და კანის დაავადებებს კურნავდნენ. ბერძნული კაკლის ახალგაზრდა ფოთლები გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ, შეურიეთ იაჟუჟუნასა და ორკბილას ყვავილებს (1:1:1). 1 ჩ.კ. მიღებულ მასას დაასხით 0.5 ლ მდუღარე, დააყენეთ და გაწურეთ. მიირთვით დღის განმავლობაში, რამდენიმე ულუფად.

ფოთლების ნაყენი

1 ს.კ. მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეახვიეთ თბილად და დააყენეთ 2 საათით, ამის შემდეგ კი გაწურეთ. ბავშვებს მიეცით 1 ჩ.კ., ხოლო უფროსებს – 1 ს.კ. დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ნაყენი კარგია პირის ღრუსა და ყელის გამოსავლებად, სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს.

გარეგანი გამოყენების ნახარში

გარეგანი გამოყენებისთვის, კაკლის ფოთლებისგან ნახარშს შემდეგნაირად აყენებენ: 0.5 – 1 კგ მშრალ, დაქუცმაცებულ ან ახლადმოკრეფილ ფოთლებს დაასხით 3-4 ლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით, გახსენით 1:1 პროპორციით ცხელ წყალში და გამოიყენეთ კანის დაავადებების სამკურნალოდ, აბაზანების სახით.

შინაგანი გამოყენების ნახარში

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით. მკურნალობის კურსი 6-12 დღე გრძელდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!