ძლიერი ხველის განკურნება 1 ღამეშია შესაძლებელი, ამ რეცეპტით საკუთარ შვილებს ვმკურნალობ.

138345

არსებობს უტყუარი საშუალება ხველის წინააღმდეგ, რომელიც ნებისმიერ სიროფზე უკეთ დაგეხმარებათ. დამწვარი შაქარი ძალიან რბილად მოქმედებს, ხსნის ლორწოს ანთებას, ამიტომაც შეგიძლიათ მისით ბავშვებსაც უმკურნალოთ. შესაძლებელია საწუწნი კამფეტების მომზადება, მაგრამ ვივიენს უკეთესი რეცეპტი აქვს თქვენთვის!

დამწვარი შაქარი ხველის წინააღმდეგ

 

რა თქმა უნდა, ძლიერი ხველისას ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ დამატებითი მკურნალობის სახით შეგიძლიათ დალიოთ ეს შაქრისა და რძის სიროფი, რომელიც შესანიშნავად უმკლავდება ხველას. ძილის წინ 1 ჭიქის მიღების შემდეგ, მთელი ღამე მშვიდად დაიძნებთ.

ინგრედიენტები

  •  1 ჩ.კ. დამწვარი შაქარი
  • 200 მლ რძე
  • 2 ბანანი

 

მომზადება

გააცხელეთ შაქარი კოვზში ცეცხლზე. როცა კრისტალები დადნება და მასა შესქელდება, ჩაასხით ქვაბში.

დაასხით ჭიქა ცხელი რძე.

გაფცქვენით და დააბლენდერეთ 2 მწიფე ბანანი ან დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაამატეთ ცხელ რძეში.

აადუღეთ მასა, თან ურიეთ.

მოხსენით ცეცხლიდან, ოდნავ შეაცივეთ და დალიეთ. დამწვარ შაქარს ამოსახველებელი მოქმედება აქვს, რძე გააძლიერებს ლორწოს გამოყოფას, ბანანი კი ანთებით პროცესებს გაუმკლავდება.

იხილეთ ვიდეორეცეპტი იმის შესახებ, თუ როგორ მოამზადოთ საწუწნი კამფეტები შინაურ პირობებში. ეს ასევე გახლავთ ძალიან ეფექტური საშუალება.