ეფექტური ბუნებრივი სასუქი ხრაშუნა კიტრებისთვის: თუ უხვი მოსავლის მიღება გსურთ

8175

აგარაკზე ჩემს მეზობელს კიტრის მუდმივად უხვი მოსავალი აქვს და, როცა მისი საიდუმლოს შესახებ ვკითხე, შემდეგი საშუალება მასწავლა:

ინგრედიენტები

  • 0.5 ლ ხახვის ოქროსფერი კანი
  • 2 ლ წყალი

მომზადება და გამოყენება

1. დაასხით ხახვის კანს წყალი და ხარშეთ 10 წუთით.

2. აცადეთ სითხეს გაგრილება.

3. დაუმატეთ მასას იმდენი წყალი, რომ 5 ლ სითხე მიიღოთ.

4. მორწყეთ ამ საშუალებით კიტრი ყოველდღე.

5. ამასთან, თუ სითხეს კიტრებსაც შეაშხეფებთ, მათზე მწერები აღარ შეგაწუხებთ.

უხვ მოსავალს გისურვებთ!