ნუ ისპობთ ჯანმრთელობას: მოაშორეთ ხილ-ბოსტნეულს მავნე ქიმიკატები

1045

ყველამ ვიცით, რომ ბოსტნეულისა და ხილის მოყვანისას პესტიციდებს იყენებენ. მაშინაც კი, თუ პროდუქტს ბაზარზე, მოხუცი გამყიდველისგან ყიდულობთ, 100%-ით ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ ეს ნედლეული არ შეიცავს საშიშ კანცეროგენებს. უნდა იცოდეთ, რომ პესტიციდებს წყლით ვერ ჩამორეცხავთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მეთოდს, რომლის გამოყენებითაც ხილ-ბოსტნეულში პესტიციდების რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვანთ.

ხილისა და ბოსტნეულის წმენდა ძმრით

მოამზადეთ წყლისა და ძმრის ხსნარი 3:1 პროპორციით. ეს მასა ბაქტერიების 98%-ს მოაშორებს. ჩაალბეთ პროდუქტი მასში 10-20 წუთით და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყლით.

თუ იცით, რომ პროდუქტი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს პესტიციდებს, სცადეთ შემდეგი მეთოდი: 1 ჭიქა წყლის, 1 ს.კ. სოდის, 1/2 ჭიქა ძმრისა და რამდენიმე წვეთი გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტის ნაზავი დააყენეთ 1 საათით და გამოიყენეთ პირველი ინსტრუქციის მსგავსად.

ყოველთვის გათალეთ ხილი და ბოსტნეული და ეცადეთ, მხოლოდ შიგთავსი მიირთვათ. კანი პესტიციდების დიდ ნაწილს შეიცავს.