ფოლგის გამოყენების წარმატებული მეთოდები საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად

1575

საკვები ფოლგა არის ნივთი, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. ბევრი დიასახლისი ფოლგას გვერდს ვერ უვლის, რადგან ის საკვების მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ამასთან, საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის ფოლგის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს.

„ვივიენი“ გთავაზობთ ხრიკებს, რომლებიც გიჩვენებთ, თუ რამდენად სასარგებლოა ჩვეულებრივი ფოლგა!

თუ ამზადებთ პროდუქტს, რომელიც გაზქურას ძლიერად აბინძურებს, შეგიძლიათ გაზქურას ფოლგა დააფაროთ, შედეგად ის პროდუქტის გამო არ დაისვრება და მისი ხანგრძლივად და რთულად გარეცხვა არ მოგიწევთ. კერძოდ, მთელი ცხიმი ან კერძის ნაწილი სწორედ ფოლგის ფენაზე მოხვდება.

თუ ტაფა წვას იწყებს, მას ფოლგა შემოახვიეთ. შედეგად, გამოყენების შემდეგ ტაფის გარეცხვა არ მოგიწევთ.

ბანანის დიდხანს შენახვა როგორ მოვახერხოთ? საკმარისია, მის ყუნწებს ფოლგა შემოახვიოთ და მაცივარში შეინახოთ. ასე ბანანი დიდხანს არ დალპება.

ღუმელში ცხობის დროს კერძი კუთხეებში გეწვებათ? მაშინ კუთხეებს ფოლგის ერთი ფენა შემოახვიეთ და შედეგად ეს ნაწილიც ისეთივე ნაზი და რბილი იქნება, როგორც დანარჩენი ნაწილი.

ფოლგის დახმარებით საცხობი ტაფის ფართობის შემცირებას შეძლებთ. ამ მიზნით ფოლგა რამდენიმე ნაწილად გაკეცეთ და ბორტი გააკეთეთ. ფოლგის დახმარებით შეძლებთ, რომ კერძს ისეთი ფორმა ჰქონდეს, როგორიც გსურთ.

სასმელის სწრაფად გაგრილება გსურთ? თუ ჭურჭელს ფოლგას შემოახვევთ, სითხის ტემპერატურა სწრაფად შემცირდება.

ფოლგა ლითონის ღრუბლის ალტერნატივას წარმოადგენს, რომლის დახმარებით ჭურჭელს მიმწვარ ცხიმს მოაშორებთ. ასეთი ღრუბლის არ არსებობის შემთხვევაში ფოლგა დაამრგვალეთ და მისი დახმარებით ჭურჭელი გარეცხეთ.

საცხობი ფორმა არ გაქვთ? ფოლგის დახმარებით ნებისმიერი ფორმის გაკეთებას შეძლებთ. მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით იქნებით შეზღუდული.

ბლაგვი მაკრატლის გალესვას ფოლგის რამდენიმე ნაწილის გაჭრით შეძლებთ.

ასევე ძაბრის არარსებობის შემთხვევაში ფოლგით შეგიძლიათ ძაბრის ფორმა გააკეთოთ და სითხე ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადაიტანოთ.

თუ პიცა ან პური გახმა, მაშინ მას რამდენიმე წვეთი წყალი დააწვეთეთ, შემდეგ ფოლგაში შეახვიეთ, ღუმელში შედგით და 5 წუთით გამოაცხვეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.