მთელი წელი მშვიდად ვცხოვრობ, წნევის ცვლილება და ჰიპერტონია აღარ მაწუხებს

52475

„ვივიენი“ გთავაზობთ ხახვის სამკურნალო საშუალებს, რომლის დახმარებით წნევას დაირეგულირებთ და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ.

მის მოსამზადებლად 1 ლიტრ წყალს 0,5 კგ შაქართან ერთად ვადუღებ, შემდეგ 5 დიდი ზომის ლურჯ ხახვს ფურცლებთან ერთად ოთხად ვჭრი, მიღებულ სიროფს ვუმატებ და 20 წუთით დაბალ ცეცხლზე ვხარშავ.

10 საათით ვაყენებ და შემდეგ რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში ვწურავ. 1 ს/კ ნაყენს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე ვიღებ.

მკურნალობის კურსი – 10 დღე, შემდეგ ცოტა ხნით შესვენებას ვაკეთებ და კურსს ვიმეორებ. ორი კურსი მინიმუმ 1 წელი მყოფნის.

ხახვის სარგებელი

ყველამ იცის, რომ ხახვი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ორგანიზმის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა. ხახვი ნამდვილად გასაოცარი მცენარეა. მას ვერც ერთი დიასახლისი გვერდს ვერ აუვლის.

ხახვის მიღებას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ზოგჯერ გვავიწყდება რომ წლის ნებისმიერ დროს იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბევრ დაავადებასთან საბრძოლველი საშუალება ხელთ გვაქვს. სხვათა შორის, ბიოლოგები ირწმუნებიან, რომ ხახვი ადამიანის ხელის შემოქმედებაა, რადგან ველური ფორმით ბუნებაში ნაპოვნი დღემდე არაა.

როგორც სამკურნალო საშუალება ხახვი უძველესი დროიდან გამოიყენება. მისი უნიკალური სამკურნალო თვისება ძველ ეგვიპტეში, ასევე ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ცნობილი იყო. ხახვს უკვე 4 ათასი წლის ისტორია აქვს.

ხახვის სამშობლოდ ცენტრალური აზია, ახლანდელი ირანის და ავღანეთის ტერიტორია ითვლება. თანდათანობით ხახვი უახლოეს ქვეყნებში – ინდოეთში, ჩინეთსა და საბერძნეთში გავრცელდა. შესაძლოა, ხახვის ბოლქვები იყიდებოდა, ან იცვლებოდა, რადგან მცენარის სამკურნალო და შესანიშნავი გემოს შესახებ უკვე ცნობილი იყო.

დღეს ხახვი თითქმის ყველგან იზრდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ხახვი პათოგენებს ებრძვის. ეს შესანიშნავი თვისება ხახვში შემავალი აქროლადი ნივთიერებით, ფიტონციდებით არის განპირობებული.

ხახვი ასევე შეიცავს სხვადასხვა აზოტოვან ნივთიერებას და ზოგიერთ შაქარს, მათ შორის გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა. გარდა ამისა, მასში ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო კალციუმის მარილი, სპილენძი, რკინა და ფოსფორი შედის. მაგალითად, რკინის მარილი (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მჭკნარ ხახვში გვხვდება) სისხლის მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ხოლო კალციუმის მარილი ძვლის ქსოვილებს აძლიერებს.

ხახვის სამკურნალო თვისებები

ხახვის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენება. საქართველოში ხახვი ფართოდ გავრცელებულია, რადგან ორგანიზმზე ამ მცენარის დადებითი გავლენა შეამჩნიეს.

ხალხში ამბობენ: ვინც ხახვს ჭამს, ის დარდს მოიშორებს. ხალხური მკურნალები ხახვს გვერდს არ უვლიან, რადგან ძალიან ბევრი დაავადების დროს სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს. როგორც ამბობენ „ხახვი შვიდი უსიამოვნების საწინააღმდეგოდ“.

ეს მცენარე მედიცინაში ფართოდ არის გავრცელებული: ნაწლავების ატონიის, კოლიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ჰიპო- და ავიტამინოზის, რინიტის, გრიპის, ძირმაგარას, და ა.შ. დაავადების დროს.

ხახვი ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს, სწორედ ამიტომ ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე შეუცვლელია, როცა გრიპის ვირუსი გავრცელებას იწყებს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.