რა გავლენას ახდენს ჩვეულებრივი პიტნა ორგანიზმზე

0
11552

რეკომენდებულია, რომ პიტნა ხშირად მიიღოთ. ყველასთვის ცნობილია, რომ პიტნა, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, სტრესს ეფექტურად ებრძვის და ძილის ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს.

პიტნის სასწაულმოქმედება მხოლოდ დამამშვიდებელი თვისებებით არ შემოიფარგლება. პიტნის მიღება რეკომენდებულია მთელი ორგანიზმის გასაძლიერებლად, ასევე სილამაზისა და წონის დასაკლებლად. მეცნიერებმა ამ არომატული მცენარის სარგებლობა სხვადასხვა კვლევებით უკვე დაამტკიცეს.

პიტნა წონის დაკლებას სტიმულირებს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პიტნა არა მხოლოდ გაღიზიანებასა და ნერვოზულობას მოგაშორებთ, არამედ გახდომაში დაგეხმარებათ. კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომ კუნთების ენერგეტიკული ცვლის ზრდის ხარჯზე პიტნა წონის კლებას სტიმულირებს. გარდა ამისა, პიტნა შიმშილის გრძნობას ამცირებს და მიღებული კალორიების რაოდენობას ამცირებს.

პიტნა ნაზ დეტოქსს ახორციელებს

პიტნის დახმარებით ორგანიზმი უსარგებლო წიდებისა და ტოქსინებისგან თავისუფლდება. არომატული პიტნის ფოთლები საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ, გულისრევას ამცირებენ, ასევე დიეტის, მკვებავი ნივთიერებებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას ხელს უწყობენ.

პიტნა კანის მდგომარეობას აუმჯობესებს

პიტნა კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს და მის ელასტიურობასა და სირბილეს ზრდის. მცენარეში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები კანს ატენიანებენ, ხოლო გარეგანი გამოყენებით პიტნა წმენდს, ანთებას აქრობს, ანტისეპტიკური თვისებების წყალობით აკნეს ამცირებს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.

პიტნა შრომისუნარიანობას ზრდის

მეცნიერთა ერთ-ერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პიტნის სურნელის ყნოსვაც კი მოტივაციას ზრდის და ენერგიით აგავსებთ. კერძოდ, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პიტნის სუნი სიფხიზლეს, მოტივაციას და შრომისუნარიანობას ზრდის. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე ჩატარებული კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელმაც აჩვენა, რომ პიტნის სუნი ყურადღების ზოგად კონცენტრაციას ხელს უწყობს, რის ხარჯზე ექსპერიმენტის მონაწილეები ამოცანის შესასრულებად უფრო დიდხანს კონცენტრირებულნი იყვნენ და საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

პიტნა თმას აძლიერებს და მის ზრდას სტიმულირებს

პიტნა A, C და B12 ვიტამინებს, ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს მენთოლს და სხვა მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ თმის სილამაზისთვის კარგია. პიტნა თმას და თავის კანს ეფექტურად წმენდს, აქვს დამამშვიდებელი და ბაქტერიოციდული ეფექტი, კანის გაღიზიანებას აქრობს, თმას აძლიერებს და მტვრევადობას ამცირებს.

პიტნაში შემავალი მენთოლი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, შედეგად თმის ზრდა აქტიურდება, ხოლო თმის ბოლქვები დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს ღებულობენ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი