2 გამოცდილი რეცეპტი დაგროვებული მარილების მოსაშორებლად

2121

დაგროვებული მარილების მოშორებაში დაგეხმარებათ შარდმდენი საშუალებები, რომელთა რეცეპტებსაც დღეს გაგიზიარებთ.

ლიმონი, ოხრახუში და თაფლი

250 გ ოხრახუშის ფესვი და 250 გ ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში(კანიანად). ლიმონის კურკები წინასწარ გააცალეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ 150 გ დაჭრილი ოხრახუშის მწვანილი და 300 გ თაფლი. ყველა კომპონენტი შეურიეთ და მიირთვით დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით.

*სანამ ამ რეცეპტით მკურნალობას შეუდგებოდეთ, კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ ულტრაბგერით გამოკვლევას, რათა თირკმლებში დიდი ზომის კენჭების არსებობა გამოირიცხოს. რადგან ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოსვლის დროს, ისინი შეიძლება შარდსადინრების ჩახერგვის მიზეზი გახდეს.

კაკლის კანის ნაყენი წყალზე

ყველას, ვისაც მარილების დაგროვება აწუხებს, ვთავაზობ ნაყენს კაკლის კანით(მომწვანო-მოყავისფრო, რომლიდანაც შემოდგომაზე მწიფე კაკალი ამოდის. არ აგერიოთ ნაჭუჭში).

აიღეთ 40ც კაკალი, გააცალეთ, დააქუცმაცეთ და მოათავსეთ კანი ქვაბშო. შემდეგ დაასხით 2.5 ლ ცივი წყალი და აადუღეთ. ხარშვის პროცესი მხოლოდ 30 წუთს წაიღებს. ამ დროის გასვლის შემდეგ, გააგრილეთ კაკლის მასა და დააყენეთ ბნელ ადგილას 24 საათით. ნაყენის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე, 1/2 ჭიქის ოდენობით დილით, სადილისას და დაძინებამდე. ეს მასა ზუსტად 1 კვირა გეყოფათ, შემდეგ კი ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ და გაიმეოროთ მიღების სქემა.

მყარი შედეგის მისაღებად, გაიარეთ 5-კვირიანი კურსი. შემდეგ გააკეთეთ ერთთვიანი შესვენება და გაიმეორეთ მკურნალობის კურსი. ნახარშის მიღებასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღე 5-5 ც უმი კაკლის მოხმარებაც.