ნივრისა და თაფლის ნაზავი უზმოზე: ერთ კვირაში ორგანიზმი სასიკეთოდ შეიცვლება

6078

ნიორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნატურალური ინგრედიენტი და მსოფლიოს სამზარეულოების უმრავლესობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად თავისი უნიკალური გემოსა, ნიორი წარმოუდგენლად ეფექტურია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას უმად მიირთმევთ.

ითვლება, რომ ნიორი ეფექტურია პრაქტიკულად ყველა დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. იგი ხელს უშლის ათეროსკლეროზს, გულის შეტევას, გულის იშემიურ დაავადებას, ასევე, ამცირებს ქოლესტერინისა და არტერიული წნევის დონეს.

იგი, ასევე, კურნავს ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემებს, მაგალითად, მწერის ნაკბენებს, გაციებას, გრიპს, ციებ-ცხელებას, სოოვან ინფექციებსა და მოგზაურთა დიარეას. ნიორი ეფექტურად აკონტროლებს დიაბეტის სიმპტომებს, პროსტატის ზრდასა და ოსტეოართრიტს. გარდა ამისა, მას აქვს თვისება, მოაშოროს ტოქსინები ორგანიზმიდან და გააძლიეროს იმუნიტეტი.

ხახვთან და ჯანჯაფილთან კომბინაციაში, ნიორი წმენდს ორგანიზმს ქიმიოთერაპიის შემდეგაც კი. საუკეთესო შედეგების მისაღებად, გამოიყენეთ ნიორი უმად, რადგან სითბო ახდენს ალიცინის, მისი აქტიური ინგრედიენტის დეცენტრალიზაციას. უბრალოდ დაჭყლიტეთ ნივრის კბილი, გააჩერეთ 15 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ საკვებს.

გარდა ამისა, სავსე კუჭს არ შეუძლია ყველა სასარგებლო ნივთიერების ათვისება, ამიტომ, კარგი იქნება ნივრის მირთმევა ცარიელ კუჭზე, სანამ რამეს შეჭამთ ან დალევთ.

იმუნიტეტისა და ჯანმრთელობის გაძლიერებისათვის, თქვენ რეგულარულად უნდა მიირთვათ თაფლისა და ნივრის ნაზავი.

აიღეთ 2-3 კბილი ნიორი, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიირთვით ყოველდღე და შედეგს უახლოეს პერიოდში მიიღებთ.