5 ტიპის ვაგინალური გამონადენი, რაც მიუთითებს რომ დროა ექიმს მიმართოთ

8975

ვაგინალური გამონადენი საშვილოსნოს ყელის გაწმენდის ბუნებრივი მეთოდია. სხვადასხვა ქალში გამონადენის რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მათი ფერი, ტექსტურა და სუნი მენსტრუაციული ციკლისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება იცვლებოდეს.

თუ გამონადენის ფერი, სუნი ან ტექსტურა მკვეთრად შეიცვალა, ასევე ვაგინალური ქავილი ან წვა გაქვთ, ეს შეიძლება სერიოზული დაავადებით იყოს გამოწვეული.

საშოდან ანომალური გამონადენის შესაძლო მიზეზები

ნორმალური ბაქტერიების ნებისმიერი ცვლილება გამონადენის ფერზე, სუნსა და ტექსტურაზე გავლენას ახდენს. ამ ბალანსის დაღვევა შეიძლება მედიკამენტების მიღებამ და რიგმა დაავადებებმა გამოიწვიოს.

ფერი და ვაგინალური გამონადენის მნიშვნელობა

თეთრი

ფერი შეიძლება კრემის ფერიდან ღია ყვითელ ფერამდე იცვლებოდეს. სხვა ნიშნების გარეშე თეთრი ფერის გამონადენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, თუ მას ხაჭოს მსგავსი ტექსტურა და მძაფრი სუნი აქვს, ეს შეიძლება ინფექციის მანიშნებელი იყოს. ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.

ყვითელი

სუნის არ არსებობისა და მცირე რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება ნორმის ვარიანტი იყოს, მაგრამ ქავილის, ტკივილის და გაზრდილი სისქის შემთხვევაში ანთებაზე ან ინფექციურ დაავადებაზე მეტყველებს. მაგალითად, გონოკოკური, ქლამიდიური ან ტრიქომონადული და ა.შ. ექიმთან დაუყონებლივ მიდით.

მწვანე

ხშირ შემთხვევაში მწვანე ფერის გამონადენი პათოლოგიას წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ბაქტერიული ვაგინოზი, ურეთრიტი, ენდომეტრიტი, ქლამიდიური კოლპიტი და სხვა ანთებითი დაავადება ხდება.

ვარდისფერი

ჩვეულებრივ ვარდისფერი გამონადენი მენსტრუაციის წინ ხდება. თუმცა შეიძლება პლაცენტის დაზიანების დროს სისხლდენის ნიშანს ან ნაადრევი ორსულობის საფრთხეს წარმოადგენდეს.

ნაცრისფერი

ასეთი გამონადენი ბაქტერიული ინფექციის, კერძოდ ბაქტერიული ვაგინოზის ნიშანია. ამ დაავადებას ჩვეულებრივ ახლავს ქავილი, გაღიზიანება, მძაფრი სუნი და სიწითლე ვულვას ან საშოს ირგვლივ.

სისხლიანი ან შავი

მენსტრუაციის გარდა ყველა სხვა შემთხვევში საშოდან სისხლის გამონადენი საფრთხეს წარმოადგენს. შეიძლება სხვადასხვა დაავადების (ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, პოლიპი, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე და ა.შ.) ნიშანი, ასევე შეუსაბამო ჰორმონალური კონტრაცეპტების ნიშანი იყოს. ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

თუ ვაგინალური გამონადენი გაეჭვებთ, თვითმკურნალობით არ დაკავდეთ, არამედ კონსულტანციისთვის ჩაეწერეთ. ექიმის მიერ გამოწერილი მკურნალობის კურსის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ სიმპტომები აღარ გაწუხებთ.

ვაგინალურ გამონადენს უჩვეულო ფერი, ტექსტურა ან სუნი აქვს, თან ტკივილი ან დისკომფორტი ახლავს? არ ელოდოთ, რომ თავად გაქრება და ტყუილად არ ინერვიულოთ, უბრალოდ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.