ეფექტური საშუალება ტკიპების მოსაშორებლად

1125

გაზაფხულისა და ზაფხულის თბილ, მზიან დღეებს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს – საზიზღარი მწერები და ობობები, რომლებიც თქვენს სხეულზე გადარბენას ან კბენას ელოდებიან. განსაკუთრებულ საფრთხეს ტკიპა წარმოადგენს.

თუ აქტიური დასვენება გიყვართ და სუფთა ჰაერზე ბევრ დროს ატარებთ, ან შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად საპიკნიკოდ გადიხართ, დიდი ალბათობა არსებობს, რომ უკან სხეულზე მიკრული ამ საზიზღრობით დაბრუნდეთ.

დასვენებამ მხოლოდ ბედნიერება რომ მოგიტანოთ და ტკიპის კბენის პოტენციურ საფრთხეზე ფიქრი რომ არ მოგიწიოთ, „ვივიენი“ ერთი ხრიკის შესახებ გიამბობთ. როგორც უკვე მიხვდეთ, ამ პრობლემის თავიდან აცილება საკმაოდ მარტივია.

ეფექტური საშუალება ტკიპების მოსაშორებლად

1. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ – ჩვეულებრივი ტანსაცმლის გასაწმენდი წებოვანი რგოლი და ეთერზეთი.

2. წებოვან რგოლს ცოტა ეთერზეთი დაუმატეთ. ოღონდ ეს თანაბრად და ფრთხილად გააკეთეთ, რომ შემდეგ ტანსაცმელზე ლაქები არ დატოვოთ.

3. სანამ პარკში სასეირნოდ წახვალთ ან ბუნებაში გასვლა მოგინდებათ, ეს წებოვანი რგოლი იმ ნივთებს გადაატარეთ, რომელთა ჩაცმასაც აპირებთ.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეთერზეთი არ გამოგადგებათ. გთავაზობთ 5 ყველაზე ეფექტურ ეთერზეთს ტკიპების საწინააღმდეგოდ.

შესაფერისი ეთერზეთები

ევკალიპტი

ევკალიპტის ზეთი შეგიძლიათ დამოუკიდებლად ან ლიმონის ზეთთან ერთად კომბინაციაში გამოიყენოთ, რომ ნებისმიერი მწერი თავიდან მოიშოროთ.

ლიმონი

ლიმონის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურია ტკიპების. რწყილებისა და ტილების საწინააღმდეგოდ.

პიტნა

ეს ეთერზეთი მწერებისთვის ტოქსიკურს წარმოადგენს და ეფექტურ ბუნებრივ რეპელენტს წარმოადგენს.

ლავანდა

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ადამიანები ლავანდას არომატზე გიჟდებიან, ხოლო ტკიპები მას ვერ იტანენ. უფრო მეტიც, იგივე ეხება ბუზებსა და კოღოებს.

ჩინური ლიმონის ზეთი

მას მკაფიო ციტრუსის არომატი აქვს და რწყილებისა და ტკიპებისგან თავდასაცავად ნატურალურ საშუალებას წარმოადგენს.

ტკიპების საწინააღმდეგო ამ მეთოდს კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი აქვს – ის სხვადასხვა მწერებსა და კოღოებს მოგაშორებთ. იმის გამო, რომ ტანსაცმელზე ეთერზეთს წებოვანი რგოლით წაისვამთ, სუნი თქვენთვის და თქვენს გვერდით მყოფი ადამიანებისთვის შემაწუხებელი არ იქნება.

ზოგიერთი ადამიანი ეთერზეთს წყალში ხსნის და მთელ სხეულზე სპრეის დახმარებით ისვამს. თუმცა სიცხეში სხეულზე ზეთის შეხებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

თუ ბუნებაში წასვლას აპირებთ, ეს ხრიკები გამოიყენეთ და მოსაბეზრებელი ტკიპების გარეშე დაისვენეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.