კეფირი გასახდომად: რეცეპტები და დიეტოლოგის რეკომენდაციები

3826

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჭარბი წონა არამხოლოდ გარეგნობას აფუჭებს, არამედ დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ, დღეს ჩვენ მოგიყვებით, სასარგებლოა თუ არა კეფირი გახდომისთვის და როგორ უნდა გამოიყენოთ იგი მიზნის მისაღწევად.

რძემჟავის პროდუქტი და მისი სასარგებლო თვისებები

დასაწყისისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბრალოდ კეფირს მიირთმევთ სუფთა სახით, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, შემდეგი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ:

  • ორგანიზმის გაწმენდა(კერძოდ, კუჭის) ტოქსინებისა და შლაკებისგან;
  • ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესების რეგულირება და წელიდან ზედმეტი სმ-ების მოცილება;
  • ნაწლავების მიკროფლორის განახლება, რაც ხელს უწყობს ხილ-ბოსტნეულის მარტივად ათვისებას. ეს პირდაპირ მოქმედებს გახდომის სიჩქარეზე.

ფაქტი: ამ სასმლის დაბალკალორიულობის გარდა, მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. კეფირის მოხმარების შემდეგ გაცილებით მარტივად დაგეძინებათ, მოიშორებთ შეშუპებებს, თვალქვეშა სილურჯეებს, “გატენილი კუჭის” შეგრძნებასა და კანის მრავალ პრობლემას.

ახლა იცით, რითია კეფირი სასარგებლო. ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ, რა რაოდენობით უნდა მივიღოთ იგი და რომელი რეცეპტების გამოყენებას გვირჩევენ დიეტოლოგები.

კოქტეილი კეფირითა და დარიჩინით

მათთვის, ვისაც მსუყე ვახშმის ჩანაცვლება ჭიქა კეფირით სურს, რეკომენდებულია დარიჩინიანი სასმლის ვარიანტი.

ინგრედიენტები

  • 250 მლ ახალი კეფირი
  • 1 ჩ.კ. თხევადი თაფლი
  • 0.5 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1 ს.კ. დაფქული ქატო

მომზადება და გამოყენება

  1. დიდ ჭიქაში შეურიეთ დარიჩინი და თაფლი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ქატოც.
  2. ყველაფერი ისევ კარგად შეურიეთ მაქსიმალური ერთგვაროვნებისთვის, ბოლოს კი ნელა ჩაასხით კეფირი. მისი ცხიმიანობა 2.5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  3. არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ მორევა.
  4. დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, სასურველია მშიერ კუჭზე, მიირთვით მიღებული მასა ნელ-ნელა. ამ სასმლის შემდეგ აკრძალულია ნებისმიერი საკვების მიღება.

კოქტეილი ლიმონით

ინგრედიენტები

  • 250 მლ კეფირი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი (ან ლიმონის მეოთხედი კანიანად)

მომზადება და გამოყენება

  1. გადაასხით კეფირი ჭიქაში დაძინებამდე 1-1.5 საათით ადრე. აუცილებელია, რომ რძის პროდუქტი არ იყოს ცივი და მოასწროს ოთახის ტემპერატურამდე გათბობა.
  2. ამის შემდეგ, დაუმატეთ 2 კოვზი ახალი ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად შეურიეთ და დალიეთ ძალიან ნელა!

მწვანე სმუზი

ინგრედიენტები

  • 250 მლ 0%-იანი კეფირი
  • 2 ღერო ოხრახუში
  • 2-3 ღერო ოხრახუში ფოთლებიანად

მომზადება და გამოყენება

  1. გამოიღეთ კეფირი მაცივრიდან მომზადებამდე მინიმუმ 15-20 წუთით ადრე. ცივი კეფირის დალევა არაა რეკომენდებული.
  2. გარეცხეთ მწვანილი გამდინარე წყალში და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
  3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მაღალი სისწრაფით.
  4. მიღებულ მასას მოურიეთ კოვზით და ამის შემდეგ გადაასხით ჭიქაში.
  5. მიირთვით სასმელი დაწოლამდე 30 წუთით ადრე და ბოლო ჭამიდან მინიმუმ 3 საათის შემდეგ.

მწვანილიანი სასმლის კიდევ ერთი ვარიანტი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ც პატარა კიტრი
  • 3-4 ღერო კამა(შეცვალეთ მისი რაოდენობა სურვილისამებრ)

მომზადება და გამოყენება

  1. გასახდომი სასმლის მოსამზადებლად, ათქვიფეთ ბოსტნეული ბლენდერში. არ დაგავიწყდეთ პროდუქტის წინასწარ გარეცხვა.
  2. ამის შემდეგ დაუმატეთ კეფირი და კიდევ ათქვიფეთ 10-15 წამით.
  3. მიღებული სასმელი გადაასხით ჭიქაში და მიირთვით დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.

გამწმენდი სასმელი სელის თესლით

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა უცხიმო კეფირი
  • 1 ს.კ. სელის თესლი

მომზადება და გამოყენება

  1. წინასწარ გადაასხით კეფირი ჭიქაში და დადგით მაგიდაზე.
  2. სელის თესლები დააფქვიეთ ყავის საფქვავში – უნდა მიიღოთ 1 ს.კ. წვრილი ფქვილი.
  3. შეურიეთ ინგრედიენტები ერთ ჭიქაში და ნელა დალიეთ დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე.

რომელი რეცეპტიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ კეფირის სასმლის მიღება მხოლოდ 2 თვის განმავლობაშია რეკომენდებული. ამ დროის გასვლის შემდეგ შეისვენეთ 1 თვით და, სურვილისამებრ, გაიმეორეთ კურსი.

რჩევა: კარგი იქნება, თუ კეფირს ძილის წინ არ დალევთ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. რეკომენდებულია მისი ჭამა ჩაის კოვზით. სპეციალისტები გვირჩევენ ამ პროცესის გაწელვას 20 წუთით, რათა კუჭი მოტყუვდეს და ორგანიზმმა დანაყრების სიგნალი მიიღოს.