ყველაზე პოპულარული რეცეპტი ინტერნეტში. ამ კექსს აღწერენ ორი სიტყვით: მარტივი და გემრიელი

1469

კექსს შეგიძლიათ ქიშმიში, კაკალი, ცუკატი დაუყაროთ ან შაქრის ფხვნილი მოაყაროთ. გამომცხვარი ძალიან გემრიელი და არომატული გამოვა. ასეთი კექსი ერთ ჭიქა ცხელ ჩაის ან რძეს შესანიშნავად ერწყმის.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი (ცივი, მაცივრიდან გამოღებული)
  • 8 ს/კ შაქარი
  • 8 ს/კ ფქვილი
  • 8 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი (ფქვილს აურიეთ)
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 2-3 ს/კ კაკაო
  • ლიმონის ცედრა ან ვანილის ესენცია გემოვნებით

მომზადება:

  1. კვერცხის გული შაქართან ერთად ათქვიფეთ. როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება ნარევს მცენარეული ზეთი, ათქვეფილი კვერცხის ცილა და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ (შეგიძლიათ ლიმონის ცედრა ან ვანილი და მწიკვი მარილი დაუმატოთ).
  2. ცომს ხის კოვზით აურიეთ და ცომის ¾ ნაწილი ცხიმ წასმულ და ფქვილ მოყრილ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. დარჩენილ ¼ ნაწილ ცომს კაკაო დაუმატეთ. ეს ცომიც ფორმაში გადააასხით.
  3. ჩანგლის დახმარებით ხვრელები გააკეთეთ და მასში კაკალი (მთელი ან დაქუცმაცებული) მოათავსეთ. კექსი საშუალო ტემპერატურაზე 45 წუთით აცხვეთ. პირველი 20 წუთის განმავლობაში ღუმელის კარი არ გამოაღოთ.
  4. კექსის მომზადება ჩვეულებრივი კბილის ჩხირით შეამოწმეთ. მზა კექსი ღუმელიდან გამოიღეთ და საკვები ცელოფანი გადააფარეთ.

ორი კექსის მოსამზადებლად ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდეთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.