რა უნდა იცოდეთ მორიელის შესახებ, მასთან იდეალური ურთიერთობა რომ გამოგივიდეთ

2333

მორიელი ზოდიაქოს ნიშანია ძლიერი ხასიათით. ის თავდაჯერებულია, აქვს თავმოყვარეობის შეგრძნება და იცის საკუთარი თავის ფასი. სხვებთან ურთიერთობისას, არ უშინდება თავისი ტემპერამენტის გამოვლინებას. თუმცა, ხანდახან, მორიელთან ყოფნა აუტანელი ხდება. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მორიელთან ურთიერთობის დალაგებისა და მშვიდად ცხოვრებისთვის, ამ ნიშნის თავისებურებების ცოდნაა საჭირო. მათი შესწავლით, თქვენ შეძლებთ “შხამიანი ნაკბენებისგან” თავის დაცვასა და მორიელის ხასიათის კარგი მხარის გაცნობას.

1. თუ მორიელს რთული დღე ჰქონდა, ის შეიძლება ეგოისტურად იქცეოდეს. მიეცით მარტო ყოფნისა და დამამშვიდებელი ჩაის მშვიდად დალევის საშუალება.

2. უთხარით მას მხოლოდ სიმართლე. მწარე ჭეშმარიტება მას ტკბილ ტყუილებს ურჩევნია.

3. ნუ ეცდებით ამ ნიშნით მანიპულირებას, მაინც არაფერი გამოგივათ. ასე მხოლოდ მტერს შეიძენთ.

4. თუ ამაყი მორიელი დახმარებას გთხოვთ, ესე იგი, მისთვის ბევრს ნიშნავთ.

5. თქვენი შეყვარებული მორიელია? ნუ შეუშლით ხელს მას მეგობრებთან ურთიერთობაში.

6. მზად იყავით იმისთვის, რომ ეს ნიშანი არ დადუმდება, თუ რაღაც არ მოსწონს.

7. ნუ ითამაშებთმორიელის გრძნობებით – ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მორიელს ბევრი რთულ ნიშნად მიიჩნევს, ეს ასე არ არის. თუ მას სწორად მიუდგებით, თქვენი ურთიერთობა არაჩვეულებრივად წარიმართება.