ძვირადღირებული სტილი მაქვს, მაგრამ ცოტას ვხარჯავ: 11 რჩევა მათთვის, ვისაც ეკონომიის გაკეთება სურს

1429

თითქმის ყველა ქალი ოცნებობს, რომ თავი ძვირადღირებულად წარმოაჩინოს. ხვდებით რომ სიტყვა „ძვირი“ ფულის უაზროდ, მხოლოდ ბრენდულ ნივთებზე ხარჯვას არ ნიშნავს? მოდური სტილის შექმნა საშუალო სტატისტიკური შემოსავლის დროსაც შეიძლება, თუ პროფესიონალი სტილისტების რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ.

1. ფერების სპექტრი

მიწისფერი, როგორც მყვირალა ფერები არავის უხდება. ახლა პასტელური ფერებია აქტუალური. ასეთი მშვიდი სპექტრი არა მხოლოდ მოდურია, არამედ ქალებს ახალგაზრდობას მატებს.

2. პარფიუმი

ყველა ქალს სურს თავისი განუმეორებელი სუნი ჰქონდეს. ზოგადი რეკომენდაციის გაცემა საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი წესი ყველასთვის: ძალიან ტკბილ და შაქრიან არომატებს მოერიდეთ.

3. სამკაული

გავრცელებული აზრის მიუხედავად, ძვირფასეულობა „ძვირადღირებული“ იმიჯის შესაქმნელად აკრძალული არაა. უმჯობესია, თუ მძიმე ლითონისგან დამზადებული იქნება, რომელიც არ ბრწყინავს და „გლამურული“ ქვები არ აქვს.

4. გარეთ მოსაცმელი ტანსაცმელი

კლასიკა მოდიდან არასდროს გადადის. სწორედ ამიტომ, ქურთუკის ან პალტოს არჩევის დროს უპირატესობა დროში გამოცდილ სტილს მიანიჭეთ – ეს იაფფასიან იმიჯს არასდროს შექმნის.

5. ხარისხიანი ჩანთა

მსოფლიო ბრენდების ყალბ ნიმუშებს მოერიდეთ. სჯობს ხარისხიანი მასალისგან დამზადებული კლასიკური მოდელი შეარჩიოთ, რომელსაც ბევრი დეკორი არ ექნება.

6. სწორი მაკიაჟი

განსაკუთრებული ყურადღება ხარისხიან ბაზაზე, ტონალურ კრემსა და პუდრზე, გააკეთეთ. უპირატესობა მიანიჭეთ მაკიაჟის ხორცისფერ ფერებს, მაგრამ ღია ფერის პომადა არ დაგავიწყდეთ. წითელი ცივი ფერი შეუცვლელი კლასიკაა.

7. საკუთარი მკერავი

სინამდვილეში, შეკვეთით შეკერილი ტანსაცმელი არც თუ ისე ტრანსცენდენტური სიამოვნებაა. ასეთი ტანსაცმელი სხეულზე იდეალურად მოგერგებათ, რადგან ის თქვენს ზომებზეა შეკერილი.

8. სტილს დეტალი ქმნის

უხარისხო ღილები, გრანულები სვიტერზე ან გახეული ნაკერი ყველაზე ძვირადღირებულ ნივთსაც კი იაფ და უსუფთაო სტილს უქმნის.

9. ორთქლით გასწორება

უთო დაივიწყეთ! თუ ნივთს უთოთი გაასწორებთ, მათ ისეთი შესახედაობა ექნებათ, თითქოსდა ქიმწმენდიდან ახლახან მოიტანეთ.

10. ჩაკეცილი პერანგი

იცით თუ არა, რომ ჩამოშვებულ ტანსაცმელს სჯობს შარვალში ან კაბაში ჩაკეცილი პერანგი? სტილი ამით მხოლოდ მოიგებს.

11. ქუსლიანი ფეხსაცმელი

ყველაზე ჩვეულებრივი ნივთებისგან შემდგარ სტილსაც კი ქუსლიანი ფეხსაცმელი ძვირადღირებულ და თანამედროვე იმიჯს შემატებს. მნიშვნელობა არ აქვს, სად შეიძენთ – ბაზრობაზე თუ ძვირადღირებული ბრენდის მაღაზიაში.

როგორც ხედავთ, საშუალო ბიუჯეტით ძვირადღირებული სტილის შექმნა შესაძლებელია. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.