კოსმეტიკური საშუალებები, რომელთაც მთელი ცხოვრება არასწორად ვიყენებდი

2159

ზოგიერთი ქალი სახის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არასწორად იყენებს.

სახის პროფესიონალური კოსმეტიკური საშუალებაც კი კანის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, თუ მათ არასწორად და არასწორი თანმიმდევრობით წაისვამთ.

ბევრს ავიწყდება, რომ სახის კანისა და კისრის მოვლის ბაზა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: გაწმენდა, ტონირება, დატენიანება, კვება, დაცვა.

მაგალითად, თუ ბინძურ სახეზე სასარგებლო ქოქოსის ზეთს წაისვამთ, ის ფორებს შეკრავს და ლიპიდურ ფენას დაარღვევს. „ვივიენი“ გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელთაც ქალები თავის მოვლის დროს უშვებენ.

სახის კოსმეტიკური საშუალებები

1. მაკიაჟის მოსაშორებლად სალფეთქების ყოველდღიურად გამოყენება არ შეიძლება. ის კანს საკმაოდ ღრმად არ წმენდს. ეს საგზაო ვარიანტია მოგზაურობისთვის და მიცერალური წყლის გარეშე დემაკიაჟისთვის არის განკუთვნილი.

მაკიაჟის ნარჩენები შეიძლება ბაქტერიების გასამრავლებლად და ანთებისთვის ხელსაყრელი გარემო გახდეს. ამასთან სალფეთქი ხშირად უხეში ქსოვილისგან არის დამზადებული, რომელიც კანს წელავს, აშრობს და გაღიზიანებას იწვევს.

2. სახეზე ტონალური კრემის წასმა რეკომენდებული არაა, თუ წინასწარ სპონჟს არ დაასველებთ. პირველ რიგში, მშრალი სპონჟი ბევრ ტონალურ საშუალებას თავისთვის იწოვს და მას კანზე თანაბრად არ ანაწილებს. მეორე მხრივ, რაც არ უნდა რბილი იყოს, კანს აზიანებს.

3. სახის მხოლოდ საღამოს გაწმენდა, კიდევ ერთი შეცდომაა, ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ღამით მათი კანი არ ბინძურდება და გაღვიძებისთანავე მაკიაჟს ისვამს.

კანს ცხიმიანი ფენის, მკვდარი უჯრედების, ოფლის და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდა დილა-საღამოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, სახის დასაბანი გელი ან ქაფი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ.

4. სპირტზე დაფუძნებული ლოსიონი კანს აშრობს. ლოსიონი ან ტონიკი ტუტე გამწმენდი საშუალების გამოყენების შემდეგ PH (მჟავე-ტუტე) ბალანსის აღსადგენად არის განკუთვნილი. ის უნდა ატენიანებდეს და არ უნდა აშრობდეს. თუ მაღაზიაში სპირტის გარეშე ტონიკის შეძენას ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ ვარდის წყალი ან მწვანე ჩაი გამოიყენოთ.

5. მიცერალური წყალი უნდა ჩამოიბანოთ. ისიც კი, რომელსაც ბოთლზე საპირისპირო აწერია. მის შემადგენლობაში შედის ზედაპირულად აქტიური ნივთიერება (მიცერალი), მის მიერ შეგროვებული სიბინძურე კანზე დარჩება, თუ არ ჩამოიბანთ.

მიცერალური წყალი – მკვებავი ან დამატენიანებელი საშუალება არაა, რომელსაც ჩამობნა არ სჭირდება, არამედ რბილი და ნაზი დემაკიაჟის საშუალება.

6. ნიღბის მთელი ღამით გაჩერება არ შეიძლება. ასევე ნაჭრის ნიღბის ბოლომდე გაშრობას არ უნდა დაელოდოთ, თიხის ნიღაბი სქელ ფენად უნდა წაისვათ, რომ ტენი ნელ-ნელა აორთქლდეს და უნდა ჩამოიშოროთ მანამ, სანამ თიხა ჯერ კიდევ წებოვანია.

თუ თიხის ნიღაბს დიდხანს გაიჩერებთ, ის კანიდან ტენის შეწოვას თავიდან დაიწყებს, იმის ნაცვლად, რომ კანი დაატენიანოს და გამოკვებოს.

7. კონსილერი და კორექტორი სხვადასხვა ნივთია. პირველი მხოლოდ თვალის ირგვლივ კანისთვის გამოიყენება, ხოლო მეორე მთელ სახეზე. კონსილერის და კორექტორის გამოყენებამდე კანი კარგად უნდა დაატენიანოთ. ისინი წრიული მოძრაობით უნდა წაისვათ.

8. შრატი, ესენცია, ემულსია – ესენი დამოუკიდებელი საშუალებები არ არიან. მოუმზადებელ კანზე მათი წასმა არ შეიძლება. კანი სუფთა და ტონირებული უნდა იყოს.

შრატის, ესენციის ან ემულსიის ან ყველას ერთად წასმის შემდეგ კრემი უნდა წაისვათ, თუ პროცედურა დილით ტარდება. ამაზე უნდა გაჩერდეთ, თუ პროცედურას საღამოს იტარებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.