ნაღვლის ბუშტის მუშაობა რომ დაარეგულიროთ, ნაღვლმდენი პროდუქტების მიღების წესს უნდა იცნობდეთ.

43478

ნაღვლის ბუშტი ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარეს, პირდაპირ ღვიძლის ზემოთ მდებარეობს. ეს მცირე ზომის (დაახლოებით ქათმის კვერცხის ზომა), მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. მასში ღვიძლის მიერ მუდმივად გამომუშავებული ნაღველი გროვდება და ინახება, მაგრამ ორგანიზმს საჭმლის მოსანელებლად მხოლოდ პერიოდულად სჭირდება.

1 დღეში ორგანიზმი 1-დან 1,8 ლ ნაღველს აწარმოებს. ეს სეკრეცია საჭმლის მონელების პროცესს ხელს უწყობს, პანკრეასის ფერმენტების აქტივობას ზრდის, ჭარბ ქოლესტერინს და დაგროვებულ ტოქსინებს აქრობს.

თუ ნაღვლის წარმოება და გადინება დარღვეულია, ადამიანს აწუხებს გულისრევა, შებერილობა, მეტეორიზმი, ტკივილი მარჯვენა მხარეს, ქოშინი, ყაბზობა ან დიარეა. დროთა განმავლობაში არასწორი კვება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების განვითარებას იწვევს, ნაღვლის ბუშტში კენჭები წარმოიქმნება, რაც სადინარს ბლოკავს და ინტენსიურ ტკივილს იწვევს.

მსგავსი სიმპტომების დროს ექიმი გასტრო-ენტეროლოგის დახმარება აუცილებლად გჭირდებათ. თუმცა „ვივიენმა“ გაიგო, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ მას მედიკამენტებისა და გადასხმების გარეშე! ნაღვლმდენი კვების პროდუქტები ნაღვლის გადინებას ხელს უწყობენ, მის დახშობას და კენჭების წარმოქმნას აფერხებენ.

ნაღვლმდენი პროდუქტები

ყველა ნაღვლმდენი პროდუქტი შეგიძლიათ ორ ჯგუფად გაყოთ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ისინი, რომლებიც ღვიძლში ნაღვლის წარმოებას ააქტიურებენ (ქოლერეტული საშუალება). მეორე ჯგუფში შედის ისინი, რომლებიც ნაღვლის ბუშტიდან ნაწლავებში ნაღვლის გადასვლას ხელს უწყობენ (ქოლეკინეტური საშუალება). ზოგიერთ ნაღვლმდენ საშუალებას ორივე ეფექტი გააჩნია: ნაღვლის წარმოებას და მის გაყოფას აძლიერებენ.

1. სასარგებლო ცხიმები

სასარგებლო ცხიმები (უჯერი ცხიმოვანი მჟავები) ორგანიზმში მავნე ლიპიდების დონეს ამცირებენ, ანუ ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა მცირდება.

მცენარეული ზეთი (ზეთისხილი, არაქისი, სიმინდი, მზესუმზირა, სელი) განსაკუთრებული ჰორმონის ქოლეცისტოკინინის წარმოებას ზრდის, რაც ნაღვლის წარმოებაზე დადებით გავლენას ახდენს.

სპეციალისტები გირჩევენ დღეში 2-3-ჯერ 1 ჩ/კ უზმოზე მიიღოთ. თუ ზეითუნის ზეთს ცოტა ლიმონის წვენს დაუმატებთ, პიკანტურ და სასარგებლო სოუსს მიიღებთ, რომლითაც შეგიძლიათ სალათები მორთოთ.

2. ხილი და ბოსტნეული

ახალი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით C ვიტამინით მდიდარი, ნაღვლის წარმოებაზე დადებით გავლენას ახდენენ და ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას აფერხებენ.

ექიმები ყველა სახის ციტრუსის, ცირცელის, წითელი მოცვის, გარგარის ჩირის, ვაშლის,  ქლიავის, ბანანის, მარწყვის და ლეღვის მიღებას გირჩევენ. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ პომიდორს, კამას, ისპანახს, ნიახურს, სტაფილოს, ჭარხალს, სალათის ფურცლებსა და გოგრას.

სტაფილო, ბულგარული წიწაკა და გოგრა შეიცავს კაროტინს, რომელიც A ვიტამინად გარდაიქმნება და ნაღვლის ბუშტის მუშაობას აუმჯობესებს. თეთრი კომბოსტო და ჭარხალი გამწმენდ თვისებებს ფლობენ და ნაღვლის წარმოებაში აქტიურად მონაწილეობს.

3. სანელებლები

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის დროს ზოგიერთ სანელებელს ექიმი რეკომენდაციას უწევს. მაგალითად, კურკუმა ანთების დროს ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას აუმჯობესებს, ნაღვლის გადინებას აჩქარებს და მტკივნეულ შეგრძნებას ამსუბუქებს.

საჭმლის მომნელებელი სეკრეციის გადინებას ხმელი კოჭაც აჩქარებს. ეს სანელებელი ღვიძლის სერიოზული დაავადების დროს უკუჩვენებულია. ნაღვლმდენი ეფექტი დარიჩინსაც აქვს. საკმარისია, ყოველდღე 1 ჭიქა სასმელი დარიჩინით დალიოთ, რომ სიმსუბუქე იგრძნოთ.

კარგი ნაღვლმდენი ეფექტი აქვს ვარდაკაჭაჭას ფოთლებსა და ფესვებს. შეგიძლიათ უბრალოდ ყავა ვარდკაჭაჭით შეიძინოთ. დაფქულ პიტნასთან ერთად ჩაის მიღება ნაღვლმდენ ეფექტს წარმოადგენს, სპაზმებს ამშვიდებს და აქრობს.

4. ქატო

ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევის დროს ქატო, როგორც საკვები დანამატი, ისე უნდა მიიღოთ. ქატო მარცვლეულის გარსისგან შედგება და საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა აქვს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკურ სტიმულაციას ხელს უწყობს.

ქატო ასევე სასარგებლოა ყაბზობის დროს, ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობს. ის შეიცავს ვიტამინებს, ასევე სპილენძს, მაგნიუმს, კალიუმს და სხვა მიკროელემენტს.

ქატო შეგიძლიათ საკვებთან ან საკვების მიღებებს შორის მიიღოთ, მას იოგურტს, კეფირს ან სხვა რძის პროდუქტს უმატებენ. ქატოს მიღება 1 ჩაის კოვზით უნდა დაიწყოთ. დღეში მაქსიმალური დოზა 50 გრ-ს არ უნდა აჭარბებდეს.

5. ყავა

კარგი ამბავი მათთვის, ვისაც დილით 1 ჭიქა ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია: გამამხნევებელი სასმელი ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნისგან დაგიცავთ. კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც დღეში 4 ან მეტ ჭიქა ყავას სვამს, ნაღვლკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკი 45%-ით დაბალი აქვს, ვიდრე მათ, ვინც ყავს არარეგულარულად სვამს.

კოფეინი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას სტიმულირებს, რომლის დროსაც ნაღვლის გამოყოფა ხდება. ყურადღებით იყავით, ყავა კენჭების წარმოქმნას ხელს უშლის, მაგრამ თუ უკვე გაქვთ კენჭები, სჯობს ჩაი დალიოთ. ამ შემთხვევაში ყავის მიღებამ შეიძლება ტკივილი გააძლიეროს.

ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ყავა უნდა გამორიცხოთ. გამონაკლისი შეიძლება გახდეს რძიანი სუსტი ყავა და ისიც მხოლოდ ჭამის შემდეგ.

6. ნაღვლმდენი სასმელები

ნაღვლის ბუშტის მუშაობის გასაუმჯობესებლად ვაშლის ძმარზე ან ლიმონზე დაფუძნებული სასმელების მიღება არის რეკომენდებული. ისინი ნაღვლის გადინებას ხელს უწყობენ. სასმელი ძილის წინ უნდა დალიოთ.

ნაღვლმდენი ეფექტი აქვს ბევრ ბოსტნეულის წვენს (ჭარხალი, კომბოსტო, მიწავაშლა, პირშუშხა, შავი ბოლოკი). ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის დროს მათ სამკურნალო მენიუში რთავენ. ორგანიზმზე მსგავსი ეფექტი აქვს ყურძნის წვენს.

გასტროენტეროლოგები თაფლზე დაფუძნებული სასმელის მიღებას გირჩევენ. ის ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს და მის გადინებას აძლიერებს. სასურველი ეფექტის მისაღებად სასმელი ყოველდღიურად, ძილის წინ დალიეთ.

პროდუქტებისა და ბალახების გარდა, რომელთაც ნაღვლმდენი ეფექტი აქვთ, ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირების საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაღველი შეიძლება გასქელდეს, რაც მის სტაგნაციას გამოიწვევს. რეკომენდებული რაოდენობა – დღეში 1,5-2 ლ წყალი.

7. ბალახების ნაკრები

უკვდავა, ასფურცელა, ანგელოზა, ჩვეულებრივი და სიმინდის აბრეშუმი ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს, ამავდროულად ნაღვლის გამოყოფას ხელს უწყობენ. სააფთიაქო ქსელებში ნაღვლმდენი ბალახების ნაკრებს გთავაზობენ, რომლებიც ცნობილია ნომრებით 1, 2 და 3.

მათ ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს გვირილა, უკვდავა, ასფურცელა, პიტნა, ილი და კალენდულა, რომლებიც ნაღვლის სტაგნაციას აფერხებენ. თუმცა ნაღვლმდენი ბალახების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის სადინარში კენჭები არ გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვიძლის ჭვალს გამოიწვევთ.

პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის გადინებას აფერხებენ

ქოლეტური პროდუქტების დიდი არჩევანის მიუხედავად არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის სტაგნაციას ხელს უწყობენ და ნაღვლმდენი გზების მუშაობას ამცირებენ. მათ მიეკუთვნება თევზით, ხორცით და სოკოთი მდიდარი წვნიანები, ცხიმოვანი ცხიმები, შემწვარი ხორცი, ალკოჰოლი, შებოლილი, ცხარე და მარილიანი პროდუქტები, ფეტვი, საკონდიტრო ნაწარმი, ბარდა, სოკო, კაკალი, პარკოსანი პროდუქტები და გაზიანი სასმელები.

დიეტა ნაღვლის ბუშტში ნაღვლის დაგროვების დროს

  1. საუზმე, სადილი და ვახშამი არა ჭარბი, არამედ ზომიერი უნდა იყოს.
  2. მარილის და შაქრის მიღება მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.
  3. რაციონში ყოველდღიურად ნაღვლმდენი პროდუქტი უნდა შედიოდეს.
  4. გადაძღომა არ შეიძლება.
  5. ბევრი წყალი უნდა დალიოთ. დღეში 8 ჭიქამდე.
  6. ცხოველური წარმოშობის ცხიმების მოცულობა რაციონში უნდა შემცირდეს.
  7. ცხელი და ცივი კერძები აკრძალულია. მხოლოდ თბილი კერძების მიღება შეიძლება.

ნაღვლის ბუშტი ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოს და ტონუსში იმყოფებოდეს, აუცილებელია შემდეგი წესის დაცვა: ღვიძლის მუშაობა დაარეგულირეთ, გადაძღომა არ დაუშვათ, სხეულის გაგრილებას მოერიდეთ, სრულყოფილად და რეგულარულად იკვებეთ, სტრესს მოერიდეთ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს ძილის რეჟიმის და დასვენება, ასევე სპორტით დაკავება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.