35 წლის შემდეგ აუცილებლად შეურიეთ გლიცერინი E ვიტამინს ყოველდღე, თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გსურთ

0
1475

სახისა და კისრის კანი პირველი გასცემს თქვენს ასაკს, ამიტომაა აუცილებელი მისი რეგულარული და სწორი მოვლა: ყოველდღიური წმენდა, დატენიანება, კვება… კარგად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები შეანელებს დაბერების პროცესს.

აუცილებელი არაა ძვირადღირებული პრეპარატების შეძენა, რადგან საუკეთესო საშუალება კანის მოვლისთვის – ბუნებრივი პროდუქტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საშუალებების მომზადება საშინაო პირობებში, თქვენივე ხელებით შეგიძლიათ.

როგორ მოვამზადოთ საშინაო კრემი

საშინაო კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საშუალებაა სახის ნიღაბი გლიცერინითა და E ვიტამინით. გლიცერინი კანში სითხეს ინარჩუნებს, მასზე ფენას წარმოქმნის. ინგრედიენტები, რომლებსაც გლიცერინს ვუმატებთ, უკეთ მოქმედებს კანზე.

მაგალითად, E ვიტამინი, რომელიც სილამაზისა და ახალგაზრდობის ვიტამინად ითვლება, აახალგაზრდავებს კანს, აგლუვებს წვრილ ნაოჭებს, ხსნის დაღლილობას, გაცილებთ გამონაყარსა და ცხიმოვან ელვარებას.

ამ ნიღბის გამოყენების შედეგად, სახის კანი ვარდისფერდება, ქრება სიყვითლე, შეხებისას სასიამოვნო და ხავერდოვანი ხდება.

გლიცერინი და E ვიტამინი უამრავი თანამედროვე კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის. თუმცა, ამ კომპონენტების გარდა, მათ შემადგენლობაშია სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ყოველთვის როდია სასარგებლო. ასევე, ბრენდისა და წარმოების ხარჯების გამო, ამ პროდუქტის ფასი საკმაოდ მაღალიცაა. სწორედ ამიტომ, შინ მომზადებული ნიღაბი საუკეთესო ალტერნატივაა.

ნიღბის მომზადება

1. შეიძინეთ აფთიაქში E ვიტამინის კაფსულები ან 50%-იანი ზეთოვანი ხსნარი ბოთლში(ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი).

2. აფთიაქშივე შეიძინეთ 25მლ-იანი გლიცერინის ბოთლი, შეურიეთ E ვიტამინს(10 კაფსულის შიგთავსი ან 20 მლ თხევადი ვიტამინი ბოთლიდან).

3. გაახურეთ სახის კანი ორთქლის აბაზანაზე. სურვილისამებრ, დაუმატეთ ცხელ წყალს გვირილის ყვავილებიც.

4. წაისვით მომზადებული მასა სახეზე საკმაოდ სქელ ფენად, სამასაჟე ნაწილებში, მოერიდეთ უშუალოდ თვალის ირგვლივ ზონას. წასმისას კანი ცოტათი წებოვანი გახდება და ეს ნორმალურია.

5. წებოვანი ეფექტის მოსაშორებლად, წასმიდან რამდენიმე წუთში შეიშხეფეთ სახეზე თერმული წყალი.

6. 30 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით ან ბალახის ნახარშით, დაიტანეთ ყოველდღიური კრემი და დატკბით შედეგით.

E ვიტამინის დეფიციტის ნიშნები: მშრალი თმა, მშრალი და დანაოჭებული კანი, ოფლიანობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეპრესია, აპათია. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ ვიტამინის როგორც გარეგანად, ისე შინაგანად მიღებაც.

აღნიშნული ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის. მიიღეთ იგი შემდეგი საკვები პროდუქტისგან: ხორბლის ამონაცენის ზეთი, სოიოს, ბამბის, მზესუმზირის ზეთი, ნუში, ტყის თხილი, მარგარინი, სიმინდისა და სელის ზეთი, ბერძნული კაკალი, სოიო, სიმინდი, ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი.

ამ პროდუქტების უმეტესობა საკმაოდ ცხიმიანი და კალორიულია, რის გამოც, ქალბატონები, რომლებსაც გასუქების ეშინიათ, ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის E ვიტამინს. ისინი გაურბიან ჭარბ კილოგრამებს და აწყდებიან ჯანმრთელობის პრობლემებს. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, შეიძინეთ აფთიაქში E ვიტამინის საკვები დანამატი და მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი