15 გენიალური გამოგონება, რომლებიც ქალებმა გამოიგონეს და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს

1869

მთელი ისტორიის მანძილზე ქალი გამომგონებლები ინოვაციების სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. თუმცა იყო დრო, როცა ქალებს მამაკაცების თანასწორად უფლებების მოთხოვნა უჭირდათ.

ამ გამომგონებლებმა მსოფლიოს არა მხოლოდ გასაოცარი ინოვაცია აჩუქეს, არამედ ძლიერი ნება და საქმისადმი ერთგულება გვიჩვენეს.

1. ჭურჭლის სარეცხი მანქანა – ჯოზეფინა კოკრეინი

ჯოზეფინა კოკრეინს სურდა ისეთი მოწყობილობის ქონა, რომელიც მის ჭურჭელს გაცილებით სწრაფად გარეცხავდა. მან ჭურჭლის სარეცხი მანქანა თავად გამოიგონა და 1917 წელს ყველა უფლება დააპატენტა. მოგვიანებით საკუთარი ქარხანაც გახსნა.

2. კომპიუტერი – გრეის ჰოპერი

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კომპიუტერის მამა ჩარლზ ბებიჯია, მაგრამ სწორედ ჰოპერმა შეიმუშავა ჰარვარდის პირველი კომპიუტერი Mark I. ის ოთახის ზომის იყო და 5 ტონას იწონიდა.

3. დნმ-ის ორმაგი სპირალი – როზალინდ ფრანკლინი

როზალინდ ფრანკლინი, ბრიტანელი ბიოფიზიკოსი იყო პირველი, რომელმაც რენტგენის დიფრაქციის დახმარებით მოლეკულის სურათი გადაიღო.

4. კევლარი – სტეფანი კვოლეკი

1965 წელს სტეფანი კვოლეკმა აღმოაჩინა მასალა, რომელიც ცნობილია, როგორც კევლარი. ეს ქსოვილი 5-ჯერ უფრო ძლიერი და ძალიან მსუბუქი იყო.

5. ტელეკომუნიკაციის წყარო – შირლი ჯექსონი

1970 და 80-იანი წლების ბოლოს ლაბორატორიაში მუშაობისას მისი კვლევა სუბტონური ნაწილაკებით სამეცნიერო აღმოჩენას დაეხმარა, რომელიც ახლა სენსორულ ტელეფონებსა და მზის ბატარეებში გამოიყენება.

6. თმის სახვევი მაშები – ტეორა სტივენსი

1980 წელს ტეორა სტივენსმა ძალიან ეფექტური სახვევი „პრესი“ გამოიგონა.

7. სამაშველო ტივი – მარია ბიზლი

1880 წელს მან ახალი სამაშველო ტივის კონსტრუქცია მოიგონა, რომელიც იყო ცეცხლგამძლე, ადვილად იშლებოდა და სხვა მსგავს ანალოგებთან შედარებით უფრო უსაფრთხო იყო.

8. პირველი 100 %-ით მზის ენერგიაზე მომუშავე სახლი – მარია ტელკესი

მარიამ 1947 წელს თერმოელექტრული გენერატორი გამოიგონა, რომელიც იმისთვის შემუშავდა, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემა Dover Sun House სოლო მოწყობილობით აღეჭურვათ.

9. სკოჩგარდი – პეტსი შერმანი

მან სკოჩგარდი შემთხვევით ლაბორატორიაში მუშაობის დროს გამოიგონა. მას ასისტენტის ფეხსაცმელზე ფტორქიმიური რეზინა გადაესხა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ფეხსაცმელი წყალს ირეკლავს.

10. მინის საწმენდი – მერი ანდერსონი

1903 წელს როცა ნიუ-ფორკს ესტუმრა, შეამჩნია რომ მძღოლს ფანჯრის ჩამოწევა მოუწია, რომ საქარე მინიდან თოვლი ჩამოეწმინდა. იმავე წელს მოგვიანებით მან მინის საწმენდი გამოიგონა.

11. ღეროვანი უჯრედების იზოლაცია – ენ ცუკამოტო

ენ ცუკამოტო ადამიანის ღეროვანი უჯრედების გაყოფის პროცესის პატენტის მფლობელია. ეს ძალიან დიდი და რთული გამოგონებაა, რომელმაც მედიცინას სიმსივნის შესახებ ბევრი ახლის გაგების საშუალება მისცა.

12. ერთჯერადი საფენები – მარიონ დონოვანი

მას ქალიშვილის საფენების გამოცვლა მობეზრდა, ამიტომ პრობლემის გადაჭრის მეთოდი მოიფიქრა. საკერავი მანქანისა და საშხაპე ფარდის დახმარებით მან შექმნა საფენი, რომელიც თავის ამოცანას ასრულებდა.

13. მონოპოლია – ელიზაბეტ მეგი

მონოპოლია 1935 წელს ძმებმა პარკერებმა გაყიდვაში გაუშვეს, მაგრამ თამაში ელიზაბეტ მეგიმ შექმნა. ამ თამაშის ყველა წესი თავდაპირველად მან გამოიგონა.

14. უსადენო გადაცემის სისტემა – ჰედი ლამარი

ჰედი ლამარი იყო ავსტრიელი ჰოლივუდის მსახიობი, რომელმაც WI-FI შეიმუშავა. მან ჯორჯ ანტეილომთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს რადიონავიგაცია შექმნა.

15. კომპიუტერული ალგორითმი – ადა ლავლეისი

მათემატიკური ლოგარითმების გამოყენებით მან მანქანების დაპროგრამების მეთოდი გამოიგონა.