ახალგაზრდა ვერხვის ქერქი გასახდომად, მამაკაცებისთვის, დიაბეტის დროს… გამოცდილებას გამოცდილები გვიზიარებენ

3016

წამლებისა და სამკურნალო ნივთიერებების უდიდეს ნაწილს თვით ბუნება გვაძლევს. საჭიროა მხოლოდ დახრა და მისი ძღვენის აღება. ასეთია ვერხვის ქერქიც. ამ ხის ქერქისგან დამზადებული ნაყენი გვეხმარება გაციების, ნერვული აშლილობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს…

ამ ქერქს ადამიანის ორგანიზმზე დადებითი გავლენა თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით აქვს. მასში სასარგებლო ორგანული ნივთიერებების მთელი არსენალია: კაროტინი, С ვიტამინი, ცხიმოვანი და ეთერული ზეთები, ტანინები, ფენოგლიკოზიდები, ვაშლის, ბენზოური, ასკორბინის მჟავები, ნახშირწყლები.

ასევე, სალიცინი. ეს ყველაზე აქტიური ნივთიერებაა ვერხვის ქერქის შემადგენლობაში და სწორედ ის აძლევს ქერქს მომწარო გემოს. მისგან მიიღება აცეტილსაცილის მჟავა, რომელიც აფთიაქში ასპირინის სახელით იყიდება.

სალიცინი, როგორც მისგან დამზადებული აბები, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი საშუალებაა. ამიტომ, ვერხვის ქერქის ნაყენი სასარგებლოა გაციების, ანგინის, ვირუსული დაავადებების დროს. იგი შესანიშნავად ხსნის თავის ტკივილს.

თუმცა, ამით ვერხვის ქერქის ნაყენის სასარგებლო თვისებები არ მთავრდება. მას, ასევე, შეუძლია შაქრის დონის შემცირება დიაბეტის დროს, ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარება, კბილის ტკივილის შემსუბუქება.

ნაყენს მიიღებენ შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დაავადებებისა და მეტაბოლისტური დარღვევების დროს. ამ საშუალებას ნაღველმდენი და ჭიების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

სარგებლის მიუხედავად, ამ საშუალებას უკუჩვენებებიც აქვს. ნაყენით მკურნალობა არაა რეკომენდებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალბატონებისთვის, ასევე მათთისაც, ვისაც ნაწლავის გამტარობის პრობლემები, ყაბზობა აწუხებს.

ნაყენის მოსამზადებლად, 1 ს.კ. ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 3 წუთით. დაახურეთ მდუღარეს თავსახური და გააჩერეთ 1 საათით. გაწურეთ და მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ 50 მლ საშუალება დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.