მაგნეზიის გამოყენების 6 განსხვავებული, ეფექტური ხერხი ჯანმრთელობისთვის და ზილამაზისთვის.

0
438

მაგნეზია ან ინგლისური მარილი – შეუცვლელი პრეპარატია, რომელზეც დიდი მოთხოვნაა სამედიცინო სფეროში. უამრავი ადამიანს ამ საშუალების შესახებ არა გამოცემით არამედ პრაქტიკიდან სმენია, ვინაიდან ის წარმოადგენს შესანიშნავ დამამშვიდებელ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ პრეპარატს.

მიუხედავად ამ შესანიშნავი თვისებებისა დღეს ვივიენი მოგიყვებათ მის სხვა თვისებებზე, რომელიც მის ყოველდღიურ გამოყენებას შეუწყობს ხელს ჩვენი ორგანიზმის სასიკეთოდ.

მაგნეზიას ალტერნატიული გამოყენება

1.თმისათვის
თმის გასაძლიერებლად და მცირეოდენი საკვების მისაცემად საკმარისია აურიოთ ერთი კოვზი მაგნიუმის სულფატი იგივე რაოდენობის თმის კონდიციონერთან და თავის დაბანის შემდეგ შეიზილოთ ის თმაში. ასეთი მკვებავი პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვანია თმა თბილი წყლით ჩამოიბანოთ. მათ ვისაც თმის ცვენის პრობლემა აქვს სწორედ მსგავსი პროცედურა დაეხმარება, წაისვით ნაზავი თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.

2.სახისა და სხეულისთვის
მაგნიუმის სულფატის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ სახის მოქმედი სკრაბი. საკმარისია შეურიოთ მცირეოდენი დამატენიანებელი კრემი და იგივე რაოდენობის ინგლიური მარილი. შემდეგ ჰომოგენური კონსისტენცია წაისვით დატენიანებულ სახეზე და გაიჩერეთ 3 წუთით. პროცედურის ბოლოს საჭიროა ნიღაბი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
ასეთივე სკრაბი სეგიძლიათ დაამზადოთ მთელი სხეულისთვის. ამი მიზნისთვის შეურიეთ თანაბარი პროპორციით ტანის ნებისმიერი დამატენიანეელი კრემი და ინგლიური მარილი. მოცემული ნაზავი უნდა წაისვათ სხეულზე და გაიჩეროთ 3-5 წუთი. პროცედურის ბოლოს კი სკრაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3.გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
აბაზანებს მცირეოდენი მაგნიუმის სულფატის დამატებით აქვთ უმარი მოხსნან კუნთის ტკივილი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ასევე წარმოადგენს ისეთი დაავადებების საპროფილაქტიკო საშუალებას როგორიცაა თრომბოზი. სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად საკმარისია აბაზანაში ჩაამატოთ 2 ჭიქა ინგლისური მარილი.

4.გასახდომი საშუალება
ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში ინგლისური მარილის სახვევები დაგეხმარებათ. ამისათვის შურიეთ 1/4 ჭიქა წყალი და 1 სუფრის კოვზი მაგნიუმის სულფატი. ნაზავი უნდა მოათავსოთ მცირე ზომის ბამბის ნაჭერზე, შემდეგ კი შეიხვიოთ ის მუცლის ირგვლივ საკვების პლიონკის დახმარებით. პროცედურა არ უნდა გააგრძელოთ 20-25 წუთზე მეტხანს. გასახდომათ შეხვევის პროცედურის ხანგრძლივობა არის 10 დღე.

5.სამკურნალო კომპრესი
მაგნიუმის სულფატი ასევე გამოიყენება ტრამვების, დაჭიმულობის, კუნთის ძლიერი ტკივილის და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ კომპრესების სახით. ამისათვის საჭიროა შეურიოთ 1 ჭიქა ცხელი წყალი და იგივე რაოდენობის ინგლისური მარილი. ეს ნაზავი მიზანშეწონილია გამოიყენოთ სამკურნალო კომპრესების სახით.

6.სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
აბაზანები მცირეოდენი მაგნიუმის სულფატის დამატებით დაგეხმარებათ მოიშოროთ ფეხისა და ფრჩხილის მიკოზი.ამისათვის საჭიროა პატარა ჭურჭელში შეურიოთ 2 ლიტრი ცხელი წყალი და 100 გრამი მაგნიუმის სულფატი. ფეხები ასეთ ხსნარში უნდა გააჩეროთ 15 წუთი. მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 10 აბაზანის მიღებას.

მაგნიუმის სულფატის სრული აღწერა საიტიდან vidal.ge:

ფარმაკოლოგიური თვისებები
საფაღარათო და ნაღვლმდენი საშუალება, ასევე სპაზმოლიზური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება. ახასიათებს ანტიარითმიული, სედატიური მოქმედება.

ჩვენებები
ყაბზობა, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნარვლის ბუშტის დისკინეზია, კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას. მძიმე მეტალებით მოწამლვისას (დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ბარიუმი).

მიღების წესები და დოზები
მიიღება უზმოზე ან ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, მოზრდილთათვის 10-30გ გახსნილი 1/2 ჭიქა წყალში, ბავშვებისათვის ასაკის მიხედვით 1გ 1 წელზე. ქრონიკული ყაბზობის დროს გამოიყენება ოყნის სახით 100 მლ 20-30% ხსნარი.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, კუწ-ნაწლავის დაავადებათა გამწვავება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი სპაზმური ხასიათის, წყურვილი, ჰიპერმაგნიემიის სიმპტომი.

უკუჩვენება
აპენდიციტი, რექტალური სისხლდენა, ნაწლავური გაუვალობა, დეჰიდრატაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა პრეპარატი მიიღება სიფრთხილით, ექიმთან კონსულტაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალონელი შედეგი უფრო მაღალია ვიდრე ნაყოფთან დაკავშირებული რისკი. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს ბავშვის კვება ძუძუთი.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული საჭესთან დაჯდომისა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დაწყების წინ.

გამოყენების თავისებურებები: პრეპარატი მიიღება ფრთხილად გულის ბლოკადის, მიოკარდის დავადების, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის, სუნთქვის სისტემის დაავადების, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს და ორსულობისას.

ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირებისას ვლინდება გულისრევა, ღებინება, სუნთქვის დაქვეითება. მაგნიუმის სულფატის ჰიპერდოზირებისას ანტიდოტად გამოიყენება კალციუმის ქლორიდი ან გლუკონატი. მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის და მიორელაქსანტების ერთდროულად მიღებისას ძლიერდება პერიფერიული მიორელაქსანტების მოქმედება.
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად იკლებს მათი მოქმედება იმდენად, რამდენადაც მცირდება მათი აბსორბცია კუწ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნიფედიპინთან ერთდროულად მიღებისას შეინიშნება გამოხატული კუნთოვანი სისუსტე.
მცირდება ასევე ანტიკოაგულანტების ეფექტი, საგულე გლიკოზიდების და ფენოთიაზინების (განსაკუთრებით ქლორპრომაზინის). მცირდება ციპროფლოქსაცინის, სტრეპტომიცინის და ტობრამიცინის ეფექტი.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია Ca 2+ პრეპარატებთან (გამოიყოფა ნალექი), ეთანოლთან (მაღალ კონცენტრაციაში), კარბონატებთან, ჰიდროკარბონატებთან და ტუტე მეტალების ფოსფატებთან. ასევე შეუთავსებელია დარიშხანის მჟავას მარილებთან, ბარიუმთან, სტრონციუმთან, პოლიმიქსინის სულფატთან, პროკაინის ჰიდროქლორიდთან, სალიცილიტებთან და ტარტრატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შემდეგ ჯერზე როდესაც აფთიაქს ესტუმრებით, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ ინგლისური მარილი, რადგან თქვენ უკვე იცით როგორ გამოიყენოთ ის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი