რას გვეუბნება თქვენი დაბადების თვე თქვენ შესახებ: მხოლოდ ქალბატონებისთვის

0
429

დაბადების თვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ცხოვრების წარმართვაში. ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე თვეს დაიბადნენ, მსგავსი ხასიათი და თვისებები აქვთ. მართალია, ჩვენ ყველა უნიკალურები ვართ და ორი ერთნაირი ადამიანი არ გვხვდება, თუმცა, მსგავსება ნამდვილად არსებობს.

აი, რაზე მეტყველებს ქალის დაბადების თვე მის შესახებ

იანვარი

ამ თვეში დაბადებული ქალბატონი სერიოზული და კონსერვატიულია. მას მაღალი ამბიციები ამოძრავებს, ხშირად აკრიტიკებს და განსჯის სხვებს. თუმცა, იშვიათად ნერვიულობენ და კარგად მალავენ ხასიათის სიღრმეებს, რადგან თქვენ მასთან ნამდვილად ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად, მას ბოლომდე რომ იცნობდეთ.

თებერვალი

მისი ფიქრის პროცესი აბსტრაქტულია, განწყობა კი – ბინდით მოცული, რაც დიდ მოთმინებას მოითხოვს თქვენი მხრიდან. იგი დაუჯერებლად რომანტიულია და ბევრზე წავა თავისი მეორე ნახევრისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. თუმცა, როცა საქმე ღალატს ეხება, ის ვერ გაპატიებთ, მეორე შანსი არ იქნება.

მარტი

ამ თვეში დაბადებულ ქალებს ხასიათთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. თუ გააბრაზებთ, ომს გამოგიცხადებენ. ისინი ერთგულები და ლოიალურები არიან, მათთან საქმის დაჭერა სასიამოვნოა. ეს ქალბატონები მომხიბვლელები არიან და ადამიანებს ისინი მარტივად უყვარდებათ. მათ თქვენი ჩანაფიქრის ამოცნობა ძალიან მარტივად შეუძლიათ.

აპრილი

დიპლომატები და კარგი კომუნიკატორები არიან, თუმცა უყვართ სხვებისთვის თავის შეცოდება. აქვთ ძალიან დაბალი თვითშეფასება. თუმცა, თუ მომთმენი იქნებით, აპრილის ქალბატონი ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.

მაისი

ამ თვის ქალბატონი მიჯაჭვულია საკუთარ პრინციპებს. მათი დამორჩილება და ხელმძღვანელობა ძალიან რთულია. თუმცა, თუ ცხოვრებაზე თქვენი შეხედულებები ემთხვევა, იგი სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ თავს.

ივნისი

ცნობისმოყვარე, კრეატიული და კონტაქტური, ივნისის გოგონა შეიძლება ურთიერთობებში მტკიცე და ურყევი იყოს, მას ეჭვი არ ეპარება თავის სისწორეში. იგი ვნებიანია სიყვარულში და, ხშირად, ვერ არკვევს, რა არის მისთვის უკეთესი.

ივლისი

ეს ქალბატონები დახურული წიგნებია და იშვიათად თუ აძლევენ სხვებს თავიანთი ჭეშმარიტი არსის გაგების საშუალებას. საიდუმლოება, ხშირად, მათი მიმზიდველობის საბაბია. ისინი გულწრფელი და მორცხვი არიან და ბევრად უსწრებენ თანატოლებს აზროვნებაში. ივლისის ქალები ერთგულები არიან, თუმცა მეორე შანსს არ მოგცემენ.

აგვისტო

ამ თვეში დაბადებულს დიდი გული და გამარჯვების განსაკუთრებული გემო აქვთ. ისინი კარგი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან, თუმცა თუ მას დასცინით, იმავეთი გიპასუხებთ. მამაკაცები ამ გოგონებზე გიჟდებიან.

სექტემბერი

იგი კეთილი, დისციპლინირებული ადამიანია, რომელიც ღალატს ვერ იტანს. მას ხანგრძლივი ურთიერთობა უნდა, თუმცა იმაზე გაცილებით მეტს ელოდება თქვენგან, ვიდრე თავად გასცემს. ისინი იშვიათად აკრიტიკებენ საკუთარ თავს და ყოველთვის არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას.

ოქტომბერი

ნამდვილი რკინის ქალბატონები, რომლებიც ვერ იტანენ სხვების თვალწინ გახსნასა და ტირილს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციურები არიან. ისინი წარმოუდგენლად ჭკვიანი და ბრძენი ქალბატონები არიან. სხვებს მათი ხშირად შურთ.

ნოემბერი

ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან, ამიტომ შესანიშნავად ერკვევიან ადამიანებში და ტყუილს ამოიცნობენ. თუ მათ ჭეშმარიტ სახეს არ მიიღებთ, ვერ დაუმეგობრდებით.

დეკემბერი

მოუთმენელი, ჩქარი და ბედნიერი დეკემბრის ქალბატონი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გახდეს გამარჯვებული. ისინი თქვენს განწყობას თვალის დახამხამებაში აამაღლებენ.

თქვენ რომელ თვეში დაიბადეთ? როგორ ფიქრობთ, ემთხვევა აღწერა რეალობას?

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი