ერთხელ და სამუდამოდ გადაჭერით საჭმლის მონელების პრობლემები – რეკომენდაციები

1670
Feeling awful stomachache. Frustrated young woman holding hands on stomach and looking at camera while standing isolated on white

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორც წესი, ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ისინი თავისით ვერ გადაწყდება. ნაწლავების ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და უხერხული პრობლემაა ყაბზობა. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით უფროს ასაკში. ყაბზობის გაჩენისთანავე უნდა დაიწყოთ მოქმედება, რათა ამ უსიამოვნებად ქრონიკული სახე არ მიიღოს.

ალექსანდრე დროჟენიკოვი დეტალურად გვიყვება ყაბზობასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მისი პროფილაქტიკისთვის და როგორ დავამარცხოთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენი რედაქცია ამ დაწვრილებით ინსტრუქციას თქვენ გიზიარებთ.

როგორ დავარეგულიროთ საჭმლის მონელება

1. სავარჯიშოები

ნაწლავების პერისტალტიკა ჩვენს ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი სავარჯიშოს დახმარებით შესაძლებელია ყაბზობის მოშორება და საჭმლის მონელების გაუმჯობესებაც კი. დროჟენიკოვი გვთავაზობს სავარჯიშოებს, რომლებიც დილაობით, საწოლში წოლისას უნდა შეასრულოთ. შემოიღეთ ჩვევად დილის დაწყება სწორედ ამ სავარჯიშოებით.

პირველი სავარჯიშო: ჯერ მაქსიმალურად გამობერეთ, შემდეგ კი მაქსიმალურად შეწიეთ მუცელი. ეს მთელი ძალით უნდა გააკეთოთ, მუცელი ისე უნდა გამოწიოთ და შეწიოთ, რომ გეგონოთ, მუცელი ხერხემალს ეკრობაო. გაიმეორეთ ათჯერ.

მეორე სავარჯიშო: ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვისას მუცელი არ შეწიოთ და დაიწყეთ ხელებით მასზე ზეწოლა. დააჭირეთ ათჯერ. გაიმეორეთ 5-10 ასეთი სუნთქვითი ციკლი.

ამის შემდეგ ადექით საწოლიდან, თითებით მოძებნეთ და დაიმასაჟეთ სიგმისებრი ნაწლავი მუცლის არეში. მასაჟი 3-4 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. შემდეგ 3-4 წუთის განმავლობაში უნდა დაჰკრათ ხელის გულები მუცელს, არც ისე ძლიერად, თუმცა საგრძნობლად. ეს ჩაუშვებს პერისტალტიკასა და ნაწლავების ფუნქციონირებას.

2. ყაბზობის წამალი

ვარჯიშის შემდეგ უნდა მოამზადოთ წამალი, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს შიგნიდან დაეხმარება. გააცხელეთ წყალი, ოღონდ არ აადუღოთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი ან ლიმონი, სურვილისამებრ ჩაასხით 1 კოვზი თაფლით და დალიეთ უზმოზე 3-4 ჭიქა. ამის შემდეგ შეგიძლიათ 1 კოვზი ზეითუნის ან სელის თესლის დალევაც, თუ მათზე ალერგია არ გაქვთ. 30 წუთში საჭმლის მიღებაც შეგიძლიათ.

3. ცხოვრების წესის ცვლილება

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემის სათავე ცხოვრების არასწორი წესია. ეს იმას ნიშნავს, რომ კვებაში ცვლილებების შეტანა აუცილებელია. თუ ყაბზობა ხშირად გაწუხებთ, შესაძლოა, ორგანიზმში არასაკმარისი რაოდენობის ცელულოზაა. ჩართეთ რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული. ყაბზობის აღკვეთაში დაგეხმარებათ მოხარშული ან უმი ჭარხალი.

შეამცირეთ ცხიმიანი საკვების რაოდენობა რაციონში – სწორედ ის ართულებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას და იწვევს სხვადასხვა დარღვევას. ასევე, უარი უნდა თქვათ ფქვილისშემცველ პროდუქტზეც. გადახედეთ რაციონს და შეიტანეთ მასში ცვლილებები ისე, რომ მიიღოთ მეტი ცელულოზა და ნაკლები მძიმე საკვები.

4. დალიეთ მეტი წყალი

ხშირად, ყაბზობას ორგანიზმში სითხის ნაკლებობაც იწვევს. ამიტომაა აუცილებელი საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება დღის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ დღეში მინიმუმ 2 ლ სითხე უნდა მიიღოთ. სწორედ წყალი ეხმარება ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებაში. ეს საჭმლის მონელების დარღვევისთვის კარგი პროფილაქტიკაა. ასევე, დიდი რაოდენობით წყლის მიღება ამარტივებს დეფეკაციის პროცესს უკვე გაჩენილი ყაბზობის დროს.

5. მეტი მოძრაობა

რა თქმა უნდა, ეს რჩევა სამყაროსავით ძველია, თუმცა ყოველთვის მოქმედებს. რაც მეტს მოძრაობს ადამიანი, მით უკეთესაც მუშაობს მისი კუნთები და შინაგანი ორგანოები. ამ პრობლემას განსაკუთრებით კარგად უმკლავდება სეირნობა. ნახევარი საათი დღეში საკმარისია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკისთვის.

ასევე, კარგად მოქმედებს დილის მოთელვაც. შეასრულეთ მოთელვები(ამას ფიზკულტურის გაკვეთილზეც აკეთებდით, დილაობით).

6. განსაკუთრებული სავარჯიშო

ორგანიზმში ყველა პროცესს ტვინი აკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მასზე ზემოქმედებაც. ამისთვის შეასრულეთ სავარჯიშო, რომელიც წარმოსახვისა და ქვეცნობიერის დახმარებით სრულდება. მაშ ასე, დადეთ ხელი მკერდის პირისპირ, სხეულიდან 5 სმ-ს დაშორებით, ხელის გულით ქვემოთ.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ სხეულიდან ყველაფერ ზედმეტს აწვებით, და წრიული მოძრაობებით ხელი თანდათან ქვემოთ ჩაიტანეთ. აბრუნეთ ხელი ნელა, სპირალისებურად და წარმოიდგინეთ, როგორ ათავისუფლებთ ორგანიზმს.

ყველა ეს რეკომენდაცია ძალიან მარტივი, თუმცა ეფექტურია. ყაბზობა უვნებელ პრობლემად გეჩვენებათ, თუმცა მას მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოწვევაც კი შეუძლია! ამიტომ, ნუ მიჩქმალავთ და მიუშვებთ პრობლემას. თუ ყაბზობა დროდადრო გიჩნდებათ, გაითვალისწინეთ ყველა ზემოხსენებული რჩევა და გათავისუფლდით მისგან სამუდამოდ.