ფიტნეს მწვრთნელი: რა აუცილებლობას წარმოადგენს სპორტისა და სწორი კვების შერწმა.

1593

თითოეულ ქალს სხეულის განსაკუთრებული ფორმა აქვს. ზოგს ფართო თეძოები აქვს, ზოგს წვრილი წელი, სხვა კი უხეში კოჭები, მაგრამ ლამაზი სხეულის ფორმების ქონის სურვილი ყველა ქალს აქვს. თუმცა არსებობს ქალების ერთი კატეგორია, რომლებიც მოხდენილი ფორმებით თავის მოწონებას ვერასდროს შეძლებენ. ასეთი ტიპის სხეულს ჩასკვნილს უწოდებენ.

ხშირად ასეთ გოგოებს დაბალი სიმაღლე, მოკლე ხელები და ფეხები, გამოუკვეთელი წელი აქვთ. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ რას ნიშნავს ჩასკვნილი სხეულის აღნაგობა და ამ შემთხვევაში სხეულის ფორმებს ყურადღება როგორ უნდა მიაქციოთ.

სხეულის ფორმის განსაკუთრებულობა

ასეთ ქალებს ფართო მხრები, მასიური გულმკერდი, ფართოდ განლაგებული ნეკნები, გამოუკვეთელი წელი, ძლიერი მენჯი და ფეხები აქვთ. მოკლე კისერი და უხეში ხელები, მრგვალი ან კვადრატული სახე. ასეთი სხეულის ფორმის გოგო მსუქანი არაა, შეიძლება ცხიმოვანი ნაკეცი არ ჰქონდეს, პროფესიონალური სპორტით იყოს დაკავებული და კუნთოვანი მასა კარგად გაზრდილი ჰქონდეს. მისი წონა, როგორც წესი, სტაბილურია. ის ძლიერი და მოქნილია, მაგრამ წონის მიუხედავად ელეგანტური არაა. მნიშვნელობა არ აქვს, 65 თუ 50 კგ იქნება.

ასეთ ქალს პუტკუნას ან მსუქანს ვერ უწოდებთ. მას უბრალოდ ეტალონისგან განსხვავებული, თავისებური სხეულის ფორმა. თუმცა ერთი უპირატესობა გააჩნია. ჩასკვნილ ქალებს ორსულობა უადვილდებათ, მათ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, უფრო მკვრივი კანი აქვთ, ამიტომ სახეზე ნაოჭები გამოხატული არ აქვთ. მოხდენილი ფორმების მიღების გზაზე ბევრ შეცდომას უშვებენ. აი, რისი გაკეთება არ ღირს, თუ თქვენ ჩასკვნილი სხეულის აღნაგობა გაქვთ.

რა არ უნდა გააკეთოთ

1. წონაში ძლიერად დაიკლოთ ან სწრაფად მოიმატოთ

დაბალი პუტკუნა გოგოები ყოველთვის წამგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ ამავდროულად ძალიან გამხდარი ჩასკვნილი გოგოები სასაცილოდ გამოიყურებიან.

2. მკაცრ დიეტაზე ყოფნა

ჩასკვნილი გოგოებისთვის შიმშილით დიეტები უკუჩვენებულია. ასეთი სხეულის ფორმის დროს ერთხელ მკაცრ დიეტაზე ყოფნა საკმარისია, რომ ნივთიერებათა ცვლის პარალიზება მოახდინოთ. ყოველი ბანანის ან ფუნთუშის ჭამის შემდეგ ჭარბი კილოგრამების ნაკადს მიიღებთ. დიეტის შედეგის გამოსწორება ძალიან რთულია.

3. ცელულიტის გაჩენას უშვებთ

საქმე იმაშია, რომ ჩასკვნილ გოგოებს მისი მოშორება ყველაზე მეტად უჭირთ, რაც მომავალში ვარიკოზული ვენების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს.

4. მოცულობითი ტანსაცმლის ჩაცმა

ბევრი ქალი ფორმების დასამალად ბალახონს იცვამს. სინამდვილეში, ასეთი ტანსაცმელი სხეულს კიდევ უფრო დაბალს და უფორმოს ხდის.

რა უნდა გააკეთოთ

1. კარდიო და ცეკვა

ჩასკვნილი ფორმის შემთვევაში კუნთოვანი მასის გაზრდა ძალიან მარტივია, რის გამოც შეიძლება კიდევ უფრო ფართო ფორმები მიიღოთ. სწორედ ამიტომ აქცენტი კარდიო დატვირთვაზე ან რეგულარულ ცეკვაზე გააკეთეთ. ასე თქვენთვის ოპტიმალურ წონას მიიღებთ.

2. დიეტები დაივიწყეთ

დაბალანსებულად იკვებეთ, მაგრამ მკაცრი შეზღუდვა არ დაუშვათ. დიეტოლოგები ჩასკვნილ გოგოებს ხმელთაშუა ზღვის კვების დაცვას ურჩევენ: ბევრი მწვანილი, მწვანე ბოსტნეული, ხილი, თევზი, ყველი, ზეითუნის ზეთი, სანელებელი, მყარი ჯიშის ხორბლის მაკარონი და პური.

3. სხეულზე იზრუნეთ

ვარიკოზის და ცელულიტის გაჩენა რომ არ დაუშვათ. საუნას და სპა-სალონებს ეწვიეთ, მასაჟის კურსი გაიარეთ და ეცადეთ, ბევრი იცურაოთ.

4. საკუთარი სტილი იპოვეთ

ძალიან მჭიდრო და თავისუფალი სტილის ნივთები ჭარბად არ გამოიყენოთ. სჯობს უპირატესობა კლასიკურ ქალურობას მიანიჭოთ. ასე ძალიან ელეგანტური იქნებით.

სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს როგორი სხეულის ფორმები გაქვთ, მთავარი თქვენი შინაგანი შეგრძნებაა. თუ თავს დედოფლად მიიჩნევთ და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა შეგიძლიათ, მაშინ თქვენს პროპორციებს ყურადღებას არავინ მიაქცევს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.