იაპონიაში და მის ფარგლებს გარეთ ქალები სახის მასაჟს აქტიურად იკეთებენ: კორუგი ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ

1759

კორუგის ტექნიკა იაპონიაში სახის დასაჭიმად შეიმუშავეს. ფაქტიურად ეს არის ქირურგის ჩარევის გარეშე, საკუთარი ხელით გაკეთებული პლასტიკა.

ტექნიკის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მას არა მხოლოდ კანსა და კუნთებთან, არამედ თავის ქალას ძვლებთან აქვს შეხება. სწორედ ამიტომ „კორუგი“ ითარგმნება როგორც „პლასტიკური ქირურგია საკუთარი ხელით“. მისი გამომგონებელი თვლის, რომ ქალას ძვლები გრავიტაციის გავლენით იწევა და მას უკვე პტოზის ჩამოყალიბებით კუნთები და კანი მიჰყვება.

მასაჟი „კორუგი“

იაპონიაში ე.წ. „პატარა სახე“ ძალიან დაფასებულია. მისი მიღწევა კი ამ მასაჟის წყალობით ძალიან მარტივია. მასაჟის დროს 70% ქალასა და დეკოლტეზე მუშაობაზე მიდის და მხოლოდ 30%-სახეზე.

„სახის ძვლების სტიმულაციით მის პოზიციას ვასწორებთ, შეშუპებას და ანთებას ვაქრობთ, სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ ნაკადს ვაუმჯობესებთ“ – ამბობს ამ ტექნიკის შემქმნელი ჩიიო ჰაიასი, ძვლის დაავადების პრობლემების იაპონური ასოციაციის პრეზიდენტი.

„ეს მეთოდი ყელს ჭიმავს, ორმაგ ნიკაპს აქრობს და სახეს აახლებს. გარდა ამისა, სახის ძვლების ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს, რომელიც სახის ჩონჩხის ასაკობრივი ცვლილებების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს, რასაც თან სახის ზედაპირული სტრუქტურის ცვლილება მოჰყვება“.

მასაჟის დაწყებამდე სახეზე მასაჟის ზეთი აუცილებლად წაისვით, რომ კანი არ გააღიზიანოთ. ყველაზე ხშირად ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი გამოიყენება.

1. ლოყის და ყვრიმალის ძვლის აწევა

ხელებით მუშტი შეკარით და ლოყებთან ყვრიმალის ძვლებზე დაიდეთ. შემდეგ ზემოთ დააწექით. 10 წამით გაჩერდით. ხელები მოადუნეთ. პროცედურა 10-ჯერ გაიმეორეთ.

საუკეთესო ეფექტის მისაღწევად იდაყვებით მაგიდას დაეყრდენით. თავით კი საკუთარ თავს წინააღმდეგობა გაუწიეთ და ხელებზე დაყრდნობა სცადეთ.

2. ლოყის აწევა

ხელები გადააჯვარედინეთ ისე, რომ ცერა თითები ერთმანეთის გვერდით იყოს.

ლოყაზე ხელები ისე დაიდეთ, რომ მარჯვენა ხელის ცერა თითი მარცხენა თვალის შიდა კუთხესთან იყოს. ნელ-ნელა ხელი ყურის მიმართულებით ამოძრავეთ თითქოს ყვრიმალის გადატანას ცდილობთ.

შემდეგ ცერა თითი ყურის ნიჟარის ქვედა ხვრელთან დაიდეთ, ოდნავ დააჭირეთ და ყურის ქვემოთ ყელის დასაწყისამდე ამოძრავეთ. ასე, ღრუდან ყურის ნიჟარამდე, კისრის გვერდითა ნაწილიდან მკერდზედა ფოსომდე ლიმფის მოძრაობას ხელს შეუწყობთ.

3. ორმაგი ნიკაპის მოშორება

ეს ვარჯიში სახის კონტურს უფრო გამოკვეთილს გახდის. შუა და არათითის სახსრებით ნიკაპის ცენტრი დაიჭირეთ.

ჯერ ქვემოთ ნიკაპიდან ლავიწამდე მთელ ყელზე იმოძრავეთ.

შემდეგ ყბის ხაზზე ნიკაპის ცენტრიდან ყურამდე მთელ სიგრძეზე.

იაპონური მასაჟი „კორუგის“ შესრულება დილით არის რეკომენდებული. აუცილებელი არაა უზმოზე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ვარჯიში ზეწოლის არეში სისხლის ნაკადის ზრდას იწვევს. და პირველ ხანებში შეიძლება შეშუპება შენიშნოთ.

სახის მასაჟი კორუგი ასანკას და კისრის სტატიკურ ვარჯიშებთან კომბინაციაში უნდა შეასრულოთ. ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სახის მასაჟი რამდენიც არ უნდა გაიკეთოთ, კისრის დაჭიმულობა და მოხრილობა ლიმფურ ნაკადს მიმოქცევაში ხელს შეუშლის და სისხლის ცირკულაცია დაირღვევა.

სწორედ ამიტომ, ეს უნდა აღმოფხვრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახის კუნთები ცუდ კვებას მიიღებენ და ფიზიოლოგიური ტონუსის და სწორი პოზიციის დაბრუნებას ვერ შეძლებენ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.