რომელი კარიბჭიდან გსურთ შესვლა? უპასუხეთ და საკუთარ თავზე სრული სიმართლე გაიგეთ

5008

ფსიქოლოგიური ტესტი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოა, რადგან ის საკუთარ ქვეცნობიერში ჩახედვის და რაღაც ახლის გაგების შესაძლებლობას გაძლევთ.

ერთი შეხედვით უაზრო გამოსახულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მის სწორად გაშიფვრას შეძლებთ. თქვენი არჩევანი თქვენს ხასიათზე, შესაძლებლობაზე, სურვილსა და შიშზე ბევრ რამეს ამბობს.

ამ ექვს კარიბჭეს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელშიც შესვლას ისურვებდით:

ახლა კი მნიშვნელობა ნახეთ:

კარიბჭე № 1

ცხოვრებაში თქვენი მთავარი მიზანი საკუთარ თავზე მუშაობა და ყოველდღე სრულყოფა არის. ძალიან ბევრს შრომობთ, რადგან მაღალი მიზნები გაქვთ დასახული. ეს თქვენ არ გაშინებთ, პირიქით, სიამოვნებას განიჭებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დადებით შედეგს ღებულობთ.

მეგობრებს თქვენი შეუპოვრობის ზოგჯერ არ ესმით, მაგრამ არ ინერვიულოთ. გზიდან არ გადაუხვიოთ, რადგან წინ დიდი წარმატება გელოდებათ.

კარიბჭე № 2

თქვენი მთავარი მიზანი ახლობლებზე ზრუნვაა. ყველაფერს აკეთებთ, რომ მათ თავი კომფორტულად და უზრუნველად იგრძნონ. წლების განმავლობაში დაგროვებული  პროფესიონალური თვისება და გამოცდილება ყველაფრის რაციონალურად და ხარისხიანად გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ.

ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ხელს კიდებთ, აუცილებლად სრულდება. ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ ცოტა დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ. სრულყოფილი დასვენება თქვენს გჭირდებათ. ეს ახალი საკითხების გადაჭრის საშუალებას მოგცემთ.

კარიბჭე № 3

ამ მომენტისთვის თქვენი მთავარი მიზანი იმის გაგებაა, თუ რა გჭირდებათ ცხოვრებაში. ცდილობთ გადაწყვიტოთ, თუ რა მიმართულება აირჩიოთ. პირველ რიგში, მომავლისთვის გადადებულ, დაგროვებულ საქმეებს მიხედეთ.

ძველი დაუსრულებელი საქმეები ხელს გიშლით და წინსვლას აფერხებს. ეცადეთ ისინი მოაგვაროთ და მკაფიოდ დაინახავთ მიმართულებას, სადაც სვლა უნდა გააგრძელოთ.

კარიბჭე № 4

თქვენი მთავარი მიზანია იყოთ ძლიერი და მდგრადი. გარშემომყოფები თქვენში ამ თვისებას აფასებენ. დამოუკიდებელი ხედვა ბევრი როგორც პროფესიული, ასევე პირადი პრობლემის გადაჭრაში გეხმარებათ. სხვისი წესით არასდროს თამაშობთ და ყოველთვის საკუთარ ინტუიციას ეყრდნობით.

სწორედ ამიტომ ირგვლივ მხოლოდ ერთგული და პატივსაცემი ადამიანები გყავთ. კოორდინირებულ გუნდში მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე მარტო მუშაობა. ცხოვრებაში სწორი მიმართულება გაქვთ და მისი შეცვლა არ ღირს.

კარიბჭე № 5

თქვენ თვითსრულყოფილებისაკენ მიისწრაფვით. უკვე აღარ გაკმაყოფილებთ ის ხედვა, როგორც ადრე ცხოვრებას უყურებდით. ცდილობთ უფრო მეტი გაიგოთ და საკუთარი თავისთვის ახალ შესაძლებლობს ეძებთ.

ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებიც მზად არიან ამ ახალ მიმართულებაში მხარი დაგიჭირონ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – მათ დახმარებაზე უარი არ უთხრათ და მაშინ ყველაფერი გამოგივათ. ის შესაძლებლობები, რომელსაც საკუთარ თავში იპოვით ცხოვრებაში სრული ჰარმონიის და სიხარულის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

კარიბჭე № 6

თქვენი მთავარი მიზანი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. თქვენი ენერგია მუდმივად მიმართულია იქითკენ, რომ გარშემომყოფები ბედნიერები გახადოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს მარტივად და მსუბუქად ღებულობთ, ზედმეტ სირთულეს არ ქმნით.

ეცადეთ, გზიდან არ გადაუხვიოთ, რადგან ყველას და ყველაფრის გაბედნიერების სურვილმა შეიძლება სხვი გზისკენ გიბიძგოთ, რომელიც თქვენ არ შეგეფერებათ.