მჯდომარე ცხოვრების წესის გამო ზურგი რომ არ გტკიოდეთ, ყოველდღე გაჭიმვებს 10 წუთი დაუთმეთ

1186

ცხოვრების თანამედროვე რიტმი ადამიანისგან საკუთარი საქმის, ოცნების და მიზნების ასპროცენტიან გაცემას მოითხოვს. დასახული მწვერვალის მისაღწევად ხშირად თავს სამუშაოთი ვიტვირთავთ და სხვა ყველაფერი, მათ შორის ჯანმრთელობა, გვავიწყდება. როგორც ცნობილია, ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია და აქ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ბევრს ჰგონია, რომ ნორმალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და კარგი განწყობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უმრავლესობას ამაზე დროის დახარჯვის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს, რადგან 24 საათი მუშაობენ. სინამდვილეში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ნორმალური ფუნქციონირებისა და მუშაობის შესაძლებლობისთვის არც თუ ისე ბევრია საჭირო.

„ვივიენი“ გიამბობთ, თუ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე როგორ უნდა აიცილონ თავიდან დაავადება და სხეული ტონუსში შეინარჩუნონ მათ, ვინც შრომისმოყვარეა და იძულებულია მჯდომარე ცხოვრების წესს მისდიოს და მათ, ვისაც ძალიან აქტიური ცხოვრების წესი აქვს.

ხერხემლის გაჭიმვა

ნეიროქირურგი იგორ ბორშენკო დარწმუნებულია, რომ ხერხემლის გაჭიმვა ბევრი დაავადების საწინააღმდეგო უნივერსალური სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს. საკუთარ წიგნში „ხერხემლის გაჭიმვა. რევოლუციური ტანვარჯიში ნებისმიერ ასაკში“  ხერხემლის სავარჯიშოს ბევრი ვარჯიშია აღწერილი, რომლებიც კუნთების მტკივნეულ სპაზმებს თავიდან აგაცილებთ.

„ვივიენმა“ თქვენთვის ყველაზე მარტივი ვარჯიშები შეარჩია, რომლებიც მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს, ხოლო სარგებელს წლები იგრძნობთ.

1. ვარჯიში ხერხემლის სრული მოდუნებით უნდა დაიწყოთ. აიღეთ ტაბურეტი და მასზე სახით ქვემოთ დაწექით ისე, რომ ტაბურეტს გულმკერდით და მუცლის ზედა ნაწილით დაეყრდნოთ. ხელები და ფეხები მოადუნეთ. სხეულის წონა ტაბურეტზე რომ გადაიტანოთ, მუცლის ქვეშ რბილი პირსახოცის მუთაქა დაიდეთ. ასე მკერდის და წელის დაჭიმვას ზედმეტი დატვირთვის და დაზიანების გარეშე შეძლებთ.

2. შემდეგ კისრის დაჭიმვაზე გადადით. ტაბურეტზე დაწოლილი,  ხელისგულებით იატაკს დაეყრდენით, თავი ჩამოუშვით და კისერი სრულად მოადუნეთ.

3. რამდენიმე წუთის შემდეგ შეგიძლიათ კისრის დაჭიმვა დაიწყოთ. პოზიცია არ შეცვალოთ ისე, კისრის დაჭიმვა დაიწყეთ, მისი წინა კუნთებით დაიწყეთ. საბოლოოდ, პირველ ვარჯიშს დაუბრუნდით.

„სპაზმიანი კუნთების სწორად დაჭიმვის ცოდნა საკმარისია, რომ ტკივილი და დაძაბულობა მოიშოროთ“ – ამბობს იგორ ბორშენკო. ხერხემლის დაჭიმვა სახლის პირობებში საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ თავის ტკივილი, ართრიტი, თიაქარი და ოსტეოქონდროზი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.