აი როგორ უნდა დარგოთ უკვე მოჭრილი ვარდი, რომ მან გარანტირებულად გაიხაროს.

53002

ვარდის თაიგული ნებისმიერი შენობის მშვენებაა. ყველას გვაქვს სურვილი მოჭრილი მცენარე რაც შეიძლება დიდხანს ალამაზებდეს ჩვენს გარემოს. სწორედ ამიტომ დღეს ვივიენი გაგიზიარებთ ფლორიტების რჩევას შინარუ პირობებში ვარდების გასახარებლად.

ყვავილებმა რომ ზრდა და ყვავილობა გააგრძელონ, სპეციალისტები გვირჩევენ დავაფესვიანოთ მცენარე სახლის პირობებში. ჰოლანდიური დიდი ვარდები სამწუხაროდ ამ მიზნისთვის არ გამოდგება.

მაგრამ თუ თქვენ საჩუქრად მიიღეთ ჩვენებური ვარდები, მაშინ ყველაფერი გამოგივათ და ამისათვის დაგჭირდებათ:

  • ვარდი
  • მცირე ზომის ქოთანი
  • გრუნტი, უმჯობესია შავი მიწა.
  • პოლიეთილენი პაკეტი
  • ზრდის აქტივატორი

რა და როგორ გამოვიყენოთ:

  1. დაკალმეთ ღერო, ამისათვის ვარდის ღერო გადაჭერით ისე რომ რამოდენიმე ეკალი ხელუხლებელი დარჩეს. კალამი აუცილებლად ცერად უნდა გადაჭრათ – ეს მნიშვნელოვანია.
  2. მოათავსეთ კალამი ზრდის აქტივატორში ისე როგორც ეტიკეტზე მითითებულ ინსტრუქციაშია აღწერილი.
  3. გადაიტანეთ ის გრუნტში და ჩაარგეთ დახრილად.
  4. მორწყეთ გამდინარე წყლით და შეფუთეთ პოლიეთილენი პარკით: ეს ვარდისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

ერთი თვის თავზე ნახავთ, როგორ იწყებს ახალ სიცოცხლეს თქვენი მცენარე. რამოდენიმე თვის შემდეგ კი შეძლებთ ვარდის ბუჩქითაც დატკბეთ. მთავარია მორწყვა და სასუქის შეტანა არ დაგვავიწყდეს, ასევე მნიშვნელოვანია დროულად გადავიტანოთ მცენარე უფრო დიდ ქოთანში.

დეტალური ინსტრუქცია თუ როგორ დავკალმოთ და გავახაროთ ვარდი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში: