ბლის ტოტები თირკმელებს კურნავს — არ გამოტოვოთ მათი დამზადების საუკეთესო პერიოდი.

2
4666

დიდი ხანია ვიცი საკმაოდ ეფექტური რეცეპტის არსებობის შესახებ, რომელიც გამოცდილი მაქ არა მხოლოდ საკუთარ თავზე არამედ სხვებზეც.

ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც კვირტებით დაიპენტება ბალი, დავაჭრათ დაუმყნობელი ხის ტოტები და გავრეცხოთ, გავახმოთ (შეგიძლიათ მოიმარაგოთ მთელი წლისთვის)

დავჭრად 8-9 სანტიმეტრი სიგრძის ნაჭრებად და მოვამზადოთ ნახარში: ავიღოთ იმდენი ტოტი რამდენიც შუა და ცერა თითის შეკვრაში ჩაგვეტევა, ჩავყაროთ 2 ლიტრიან ემალირებულ ქვაბში, გავავსოთ ჭურჭელი გაფილტრული წყლით, მივიყვანოთ დუღილის ტემპერატურამდე და ვადუღოთ ზუსტად 8-10 წუთი.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და მოვათავსოთ თბილ ადგილას, შევფუთოთ ნახევარი საათით. ამის შემდეგ ნახარში მზადაა.

ნახარში უნდა დალიოთ ერთი ჭიქის ოდენობით თაფლთან ერთად დღეში 4-5 ჯერ.

ტოტები შეგვიძლია გამოვიყენოთ რამოდენიმეჯერ, სანამ სრულად არ მოგვცემენ თავის სამკურნალო შესაძლებლობებს, სანამ ნახარში უსიამოვნო გემოს არ შეიძენს.

მიღების კურსი შედგება 10 დღისგან, შემდეგი 10 დღე შესვენება და ასე – 3 ჯერ.

თუ ეფექტურობაში გსურთ დარწმუნება თავად უნდა გამოსცადოთ. მას შემდეგ რაც კურს დაასრულებთ, შეაგროვეთ მთელი დილის შარდი სამლიტრიან ქილაში, აცადეთ დაილექოს და თქვენ ნახავთ რამდენი ნაგავი დარჩება ძზროზე.

სახალხო მკურნალები დარწმუნებული არიან რომ არ არსებობს ორგანო ორგანიზმში რომელიც ბლით მკურნალობას არ დაექვემდებარება. მათ შორის:

  • გულ-სისხლძარღვთა,
  • შარდ-სასქესო,
  • ფილტვების სისტემა,
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი,
  • ღვიძლი,
  • თირკმელი,
  • კუჭქვეშა ჯირკვალი,
  • საყრდენ-მამოძრაველები აპარატი,
  • სისხლნაკლებობა

ბალი კეთილშობილად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ფლობს დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებს, წარსულში ზოგიერთი ექიმი იყენებდა ბლის ნაყოფის ნახარშ ფსიქიკური დაავადებების, ეპილეფსიის დროს. ბლის ნაყოფი რძესთან ერთად დაგვეხმარება ართრიტის დროს.

ახალი ფოთლების, რძიანი ნახარში ეფექტურია სხვადასხვა წარმომავლობის სიყვითლისას. კუჭის წყლულისას ბლის ფესვების ნაყენის მიღებაა რეკომენდირებული. სამკურნალო თვისებები ახასიათებს ბლის ყუნწსაც კი – მის ნაყენს უნიშნავენ შარდმჟავა დიათეზის და სახსრების დაავადების დროს.

უკუჩვენებები:

ბლის კურკების მარცვალი მომწამლავია. დიდი პრობლემა არ არის თუ 3-5 ცალს შეჭამთ მაგრა თუ 2-3 ათეულს მიირთმევთ- შეგიძლიათ პრობლემებს ელოდოთ. ასეთ შემთხვევაში კარგია თუ ძლიერი სისუსტით დაიძვრეთ თავს, მაგრამ თუ სახის კანის და ტუჩების სილურჯე, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა აიღნიშა – ეს უკვე სახიფათო სიმპტომებია და სასწრაფოდ დახმარება გესაჭიროებათ.

ნედლი ნაყოფი და მათი ნახარში (ფესვებისგან განსხვავებით) აკრძალულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გართულებული ეროზიული გასტრიტის დროს.

მწვავე გასტროენტერიტისს და ნაწლავური კოლიკის დროს ბალი შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ წვენის სახით. ბლის წვენი შეგიძლიათ შეურიოთ მხოლოდ წიპწოვან ნაყოფის წვენს — ვაშლი,ყურძენი.

2 კომენტარები

  1. ბლის ტოტები თირკმელებს კურნავს — არ გამოტოვოთ მათი დამზადების საუკეთესო პერიოდი. – მაინტერესებს რომელ ბალზეა ლაპარაკი. გოგრა ბლები რომაა (წითელი, თეთრი), თუ პატარა ბლები (წითელი ალუბალი. იგივე ქვიშნა, შპანსკი). გთხოვთ მომწეროთ. მადლობა წინასწარ. ან დამირეკეთ ტელეფონზე, ვაითუ მაილზე მოსული პასუხი ვერ ვნახო. მადლობა წინასწარ
    ტელ: 598598121, ნოდარი

    • გამარჯობათ ნოდარ ბლის ჯიშს განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ ჰქონდეს იქნებოდა მითითებული აუცილებლად.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი