ყოველ მეორე დღეს კარაქიან ჩაის ვსვამ. ძვირფასი სასმელი კანის, თმისა და ფრჩხილისთვის

1912

ჩაი კარაქით და მარილით (ჩასუიმი, ან ბო-ჩა) ტიბეტის მაცხოვრებლების ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის ჩაი და კარაქი ერთად უჩვეულოდ გამოიყურება.

თავიდან უცნაური გემო აქვს, მაგრამ მიჩვევის შემდეგ ცუდი დასალევი არაა. ტიბეტის თითოეული მაცხოვრებელი საშუალოდ დღეში 5-6 ჭიქა ჩასუიმს სვამს. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე მკვებავ და სასარგებლო სასმელად ითვლება.  ჩაისთან ერთად დამატებით იღებენ „ცამპას“ – ქერის შემწვარი მარცვლების ფქვილს.

ტიბეტური ჩაის მთავარი ღირსება მისი მატონიზირებელი თვისებაა. მკაცრი ალპური კლიმატის პირობებში ჩასუიმა შესანიშნავად ხსნის დაღლილობას, ენერგიით აგავსებთ და შიმშილის გრძნობას აქვეითებს. ძირითად, ეს იაკას მკვებავი რძის და ზეთის წყალობით ხდება, რომლებიც სასმელის შემადგენლობაში შედიან.

ჩაი კარაქით

კარაქიანი ჩაის სწორად მოსამზადებლად გარკვეული პროცედურა სჭირდება. ტრადიციულად, ტიბეტში ჩაი პუერი და იაკას რძე გამოიყენება.

თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ძროხის ცხიმიანი რძე და ჩაის მაღალი ხარისხის ფოთლები გამოიყენოთ. ერთი პორციის მოსამზადებლად თქვენ შემდეგი რაოდენობის ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ცხიმიანი რძე
  • ½ ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ მსხვილი ფოთლების ჩაი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ერბო

მომზადება:

1. რძეს ნელ-ნელა აურიეთ და გააცხელეთ.

2. ადუღებამდე ჩაი ჩაყარეთ და ნარევის ადუღებას დაელოდეთ.

3. მდუღარე ნარევს წყალი ჩაუმატეთ და კვლავ დუღილს დაელოდეთ.

4. კარაქი დაამატეთ და ნარევში მის გადნობას დაელოდეთ.

5. ადუღების შემდეგ ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და ჩაი ჭიქაში გადაასხით.

6. მარილი დაუმატეთ.

7. ჩაის წრიული მოძრაობით აურიეთ და საწურით გადაწურეთ.

8. ტიბეტური კარაქიანი ჩაი მცირე ყლუპებით უნდა დალიოთ და მის უჩვეულო გემოს ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოთ.

9. ასეთ ჩაის სქელი კონსისტენცია აქვს, ამიტომ მხოლოდ ცხელი სახით და სხვა პროდუქტებისგან ცალკე უნდა დალიოთ.

10. გემრიელად მიირთვით!

ხალხური მედიცინა ტიბეტურ ჩაის კარაქთან ერთად წარმატებით გამოიყენებს ორგანიზმის გასაწმენდად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და საერთო ტონუსის ასამაღლებლად. ამასთან დაყენებულ ჩაის ამატებენ სამკურნალო ბალახებს: გვირილა, უკვდავა, კრაზანა, ბეგქონდარა და არყის კვირტები.

ბალახებთან ერთად ტიბეტურ ჩაის გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, შეშუპებას აქრობს და კუჭის მუშაობას აუმჯობესებს. ყველაფერი ეს გახდომას და ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.