ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვინც არის ქალი – დედაც სწორედ ისეთი იქნება

1429

ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს წესი, რომელიც თითოეული ქალის ხასიათს განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ მის დედობაზეც აისახება.

ვერძი

უპირატესობა: უშიშრობა

სისუსტე: აბეზარობა

ასეთ დედებს ნებისმიერი სიტუაციის გამკლავება შეუძლიათ. ასეთ ქალებს აქვთ ტენდენცია პირველ რიგში საკუთარ თავზე იფიქრონ, ამიტომ როცა დედები ხდებიან  ახალ სიტუაციასთან ადაპტირება უნდა მოახდინონ.

კურო

უპირატესობა: რაციონალურობა

სისუსტე: განწყობის სწრაფი ცვლილება

ეს ქალები დედობაზე ძალიან რთულად მუშაობენ და ბავშვში მთელ ძალისხმევას დებენ. ისინი აღზრდის ტრადიციულ მეთოდს უპირატესობას ანიჭებენ.

ტყუპები

უპირატესობა: ცნობისმოყვარეობა

სისუსტე: მოუთმენლობა

ასეთ დედასთან არასდროს მოიწყენთ, ის სხვადასხვა ნივთებს ცდის და ბავშვის სამყაროს სხვადასხვა მხრიდან ხსნის.

კირჩხიბი

უპირატესობა: ემოციურობა

სისუსტე: ეჭვიანობა

დედობისთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ემზადება. ოჯახი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  და ამის გამო ბავშვთან ძლიერ კავშირს ქმნის.

ლომი

უპირატესობა: ლიდერის თვისებები

სისუსტე: ცდილობს, ყოველთვის ყველაზე მთავარი იყოს

დედა ლომი ძალიან მომთხოვნია. მას სურს, რომ მისი ბავშვები საუკეთესოები იყვნენ. მაღალი მოლოდინის გამო ბავშვები ხშირად ტრავმირებული ხდებიან.

ქალწული

უპირატესობა: ორგანიზებულობა

სისუსტე: ბავშვებზე ზედმეტად ზრუნავს

მას სურს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. თუმცა ამ დროს ბავშვები არ უნდა დაგავიწყდეთ, მათთვის დედა – იდეალურია.

სასწორი

უპირატესობა: მოთმინება, სამართლიანობა

სისუსტე: ამპარტავნობა

სასწორს დედობით სიამოვნების მიღება შეუძლია. ცდილობს ბალანსი იპოვოს და დაძაბული არ იყოს. დედობა მარტივად გამოსდის.

მორიელი

უპირატესობა: კარგი ინტუიცია

სისუსტე: აბეზარობა

მისი მიდგომა ხასიათზეა დამოკიდებული. ბავშვების წარმატებისა და განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს. დედა მზად არის ბევრი იმშაოს, რომ ბავშვების სწავლისა და ცხოვრების გადასახადი გადაიხადოს.

მშვილდოსანი

უპირატესობა: ჭკუა, მხიარულება

სისუსტე: დეზორგანიზაცია

დედობა მისთვის ნამდვილი თავგადასავალი არის. თავიდან სხვების საჭიროებებს პრიორიტეტული ყურადღება უნდა მიაქციოთ და ახალ სიტუაციასთან ადაპტირება მოახდინოთ. მშვილდოსანი თავისუფლებას დიდად აფასებს.

თხის რქა

უპირატესობა: დიდი მოთმინება

სისუსტე: პესიმიზმი

წესრიგი და დისციპლინა ასეთი დედებისთვის მთავარია. სურთ ბავშვებს ასწავლონ ყველაფერი, რაც მათ უნდა იცოდნენ. თხის რქა ბავშვებთან დამეგობრებას არ ცდილობს და საკუთარ ემოციებს რთულად გამოხატავს.

მერწყული

უპირატესობა: კომუნიკაბელურობა

სისუსტე: ძალიან ფეთქებადი

ცხოვრებას, როგორც დიდ თავგადასავალს ისე უყურებს და სურს, რომ ბავშვებმა ეს ჯადოსნობა დაინახონ. დედობა მას ახალ და უჩვეულო სამყაროს უხსნის, მაგრამ ამავდროულად ისეთი რჩება, როგორიც იყო.

თევზები

უპირატესობა: ზრუნვა, ერთგულება

სისუსტე: მანიპულაცია

ის სასაცილო, თანამგრძნობიარე და ჭკვიანი ქალია, რომელიც საკუთარ თავს ღვთაებად მიიჩნევს. როცა საქმე ბავშვებს ეხება, თევზები ძალიან თავგანწირული ხდება. სხვების „ჭკვიანურ“ რჩევებს სწრაფად უგულებელყოფს.