ვინ იყავით წინა ცხოვრებაში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5291

თუ ასტროლოგიას გჯერათ, ალბათ სულის გადასვლის გჯერათ. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იმის განსაზღვრა შეიძლება, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში.

ერთზე მეტი ცხოვრების წარმოდგენა რთულია, მაგრამ ბევრი რელიგია და ეზოთერული მოძრაობა რეინკარნაციას აღიარებს. ასტროლოგია ითვალისწინებს, რომ თქვენი დაბადების დროს მე-12 სახლში არსებული ნიშანი გიჩვენებთ, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში.

ვერძი: თქვენ პოეტი იყავით

თქვენს მე-12 სახლში თევზები მდებარეობს, სწორედ ამიტომ თქვენი ღრმად სულიერი, პოეტური და იდუმალებით მოცული ადამიანი იყავით. ასევე ძალიან თანამგრძნობიარე იყავით და სხვებს ყოველთვის ეხმარებოდით.

კური: თქვენ მეომარი იყავით

თქვენს მე-12 სახლს ვერძი მართავს, სწორედ ამიტომ თქვენ აგრესიული, გავლენიანი და უშიშარი ადამიანი იყავით. საკუთარი მრწამსის გამო იბრძოდით და შედეგებზე არ ფიქრობდით.

ტყუპები: თქვენ მდიდარი მეწარმე იყავით

თქვენს მე-12 სახლს ტყუპები მართავს. სწორედ ამიტომ თქვენ მატერიალისტი იყავით და ფუფუნებაში ცხოვრობდით. კომფორტს ყველაზე მეტად აფასებდით.

კირჩხიბი: თქვენ მწერალი იყავით

თქვენს მე-12 სახლში პრეტენზიული ტყუპები იმყოფება, ამიტომ თქვენ მახვილგონიერი, მრავალმხრივი და ბრწყინვალე ინტელექტის მქონე ადამიანი იყავით. სავარაუდოდ, საკუთარ ცნობისმოყვარეობას გასაქანს აძლევდით.

ლომი: თქვენ ბებიაქალი იყავით

თქვენს მე-12 სახლს სახლის მოყვარული კირჩხიბი მართავს. თქვენ მზრუნველი და მგრძნობიარე ადამიანი იყავით, რომელსაც დედობრივი ინსტიქტი კარგად ჰქონდა განვითარებული. მიტოვების შიში სხვებზე ზრუნვისკენ გიბიძგებდათ.

ქალწული: თქვენ სამეფო წრის წარმომადგენელი იყავით

თქვენს მე-12 სახლს ქარიზმატული ლომი მართავს, სწორედ ამიტომ თქვენ ეგოისტი, გავლენიანი და ყურადღების ცენტრში მყოფი ადამიანი იყავით. გარშემომყოფები თქვენით აღფრთოვანებულები იყვნენ.

სასწორი: თქვენ მკურნალი იყავით

თქვენს მე-12 სახლს მიწიერი ქალწული მართავს, ამიტომ სამკურნალო და ხალხური მედიცინით იყავით დაკავებული. ამასთან სხვების გამო თავსაც სწირავდით.

მორიელი: თქვენ მხატვარი იყავით

თქვენს მე-12 სახლს სასწორი მართავს, ასე რომ მგრძნობიარე, დიპლომატიური და შემოქმედებითი ადამიანი იყავით. ირგვლივ ესთეტიკური სიამოვნებების შემოკრებას ცდილობდით.

მშვილდოსანი: თქვენ მეცნიერი იყავით

თქვენს მე-12 სახლს ცნობისმოყვარე მორიელი მართავს, ამიტომ თქვენ თანამგრძნობიარე, იდუმალებით მოცული და ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანი იყავით. არავის არ ენდობოდით და მათ გულწრფელობაში ყოველთვის ეჭვი გეპარებოდათ.

თხის რქა: თქვენ მოგზაური იყავით

თქვენს მე-12 სახლს დახვეწილი მშვილდოსანი მართავს, ასე რომ თქვენ ფილოსოფია და თავისუფალი თავგადასავლები გიყვარდათ. როგორც თავისუფალი მოგზაური, ხელშეკრულებებს არავისთან აფორმებდით.

მერწყული: თქვენ პოლიტიკოსი იყავით

თქვენს მე-12 სახლს თხის რქა მართავს, ასე რომ საკმაოდ ამბიციური, გადაწყვეტილების მიმღები და ცნობილი ადამიანი იყავით. მიზნის დასახვა და მისი შესრულება თქვენთვის ერთი იყო.

თევზები: თქვენ მეამბოხე იყავით

თქვენს მე-12 სახლს ექსცენტრიული მერწყული მართავს, ამიტომ თქვენ არასტანდარტული აზროვნების და უჩვეულო ლოგიკის ადამიანი იყავით. ყოველთვის ბრბოდან გამოირჩეოდით და სხვებს არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებოდით.